კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სასამართლოს გამჭვირვალობა აუცილებელია“

20 ივლისი, 2007

gadaebas.gifსაკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სასამართლო პროცესებზე ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების აკრძალვaს ითვალსიწინებს,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ია გეგეშიძე, ჟურნალისტი,რეგიონალური გაზეთი ,,სამხრეთის კარიბჭე” - "სასამართლო პროცესებზე ვიდეო ჩაწერების აკრძალვა და აუდიო და სტენოგრაფიულ ჩაწერებზე შეზღუდვები კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის საკითხს. საქმე ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობას ეხება. მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რეალური ფაქტები. საზოგადოება, რომელმაც უკვე დაკარგა სასამართლოს ნდობა და რწმენა იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რომელსაც სამართლიანი განაჩენია გამოიტანა შეუძლია, საკანონმდებლო ორგანოს ამ გადაწყვეტილებას უმტკივნეულოდ ვერ მიიღებს, მას სამართლიანი პროტესტის გრძნობა გაუჩნდება.“

მაგდა კლდიაშვილი, ჟურნალისტი,რეგიონალური გაზეთი ,,სამხრეთის კარიბჭე” – „ვიდეო და აუდიო ჩანაწერების აკრძალვა საქართველოს სასამართლოს გამჭვირვალობას კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიას „აშენებს“, არ შეიძლება სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის მოწოდება აკრძალოს. თავისუფალი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა. სასამართლო პროცესების მსვლელობას ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლის, მაგრამ სანდოობის თვალსაზრისით, სასამართლოს კიდევ ერთხელ შეულახავს ავტორიტეტს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს დავიწყებიათ, თუ რისთვის არიან სასამართლოში მისულები და იმის მაგივრად, რომ პროცესის მსვლელობა გააშუქონ, ყურადღებას იმაზე ამახვილებენ თუ ვინ ვის დაარტყა, რა უწმაწური სიტყვა გაისმა დარბაზში, რომელ ჟურნალისტს მიაყენეს შეურაცხყოფა და ა.შ. ხშირ შემთვევაში, ჟურნალისტები ხელსაც უშლიან სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. უკეთესი იქნება, თუკი სახელმწიფო დემოკრატიის პრინციპების დაცვით შეიმუშავებს მექანიზმს, რომლითაც არც სასამართლოს  რეპუტაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ჟურნალისტებსაც მიეცემათ გარკვევულ პირობებში მუშაობის საშუალება.“

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი – „რამდენიმე ჟურნალისტის არაეთიკური ქცევა არ უნდა გამხდარიყო ამ კანონპროექტის არათუ მიღების, არამედ საერთოდ შემუშავების საბაბი. იქ სადაც ყველაფერი კანონის დაცვით და სამართლიანად ხდება, როგორც წესი არაფერს ასაიდუმლოებენ და სააშკარაოზე გამოტანას არ კრძალავენ.“

ნათია ნებიერიძე, ჟურნალისტი  - „სასამართლო პროცესებზე აუდიო ვიდეო თუ სტენოგრაფიული ჩანაწერების გაკეთება, საზოგადობის უკეთ ინფორმირების ერთ-ერთი საშუალებაა. ამ კუთხით ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებას საშუალებას აძლევს უკეთ გაერკვეს მიმდინარე მოვლენებში და სწორად შეაფასოს ისინი. აკრძალვა ხელს უშლის სასამართლოს გამჭვირვალობას.“

თამუნა უჩიძე, ჟურნალისტი - „აუდიო და ვიდეო ჩანაწერების აკრძალვამ სასამართლო პროცესების მსვლელობაში რეალურად შეიძლება არც არაფერი შეცვალოს, თუმცა ვთვლი, რომ საზოგადოების სანდოობის თვალსაზრისით, სასამართლოს გამჭვირვალობა აუცილებელია.“
   
მაია იველაშვილი - რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამცხე - ჯავახეთის მხარეში – „აუდიო და ვიდეო ჩანაწერების აკრძალვა სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს, ვფიქრობ, ვითარებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, რადგან სასამართლო სისტემაში ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. თუმცა, გამჭვირვალობისა და საზოგადოებისთვის პირველწყაროდან ინფორმაციის მიღება, სანდოობის თვალსაზრისით, ალბათ აუცილებელია.“

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები