მეხრიევებად ქცეული ყურადაშვილების ოჯახის ამბავი
07.08.2007
"გვარის დაბრუნება მინდა, მაგრამ ერთი ცნობის გულისთვის სად აღარ მგზავნიან"...მაჰმადიანი მესხი, 89 წლის ოსმანა, მისი ვაჟიშვილი - 40 წლის ალი, მეუღლე - ოსანა და შვილები: ასლანა, რაინა და ხუთი წლის აბასა ერთად ცხოვრობენ. ოსმანა მეხრიევი 27 წლის იყო, როდესაც საქართველოდან გადაასახლეს. მას ახლაც კარგად ახსოვს გადასახლების დეტალები: ,,სალდათები“ ღამის სამ სათზე დაგვადგნენ და გვითხრეს ორ საათში ,,ვეში" შეკარით და ხუთი სათისთვის სოფელი უნდა გათავისუფლდესო. აწყურიდან (ახალციხის რაიონი) ვაგონებით წაგვიყვანეს. 22 დღე ვაგონით ვიარეთ და შუა აზიაში ჩაგვიყვანეს. ფერგანის მხარეში, ახუმ - ბაბოევის რაიონი სოფელ ლუისანში, შემდეგ გადავედით ტაშკენტში".
მეხრიევების ანუ ყურადაშვილების ოჯახი ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნიდან 1944 წლის 14 ნოემბრის ღამეს 92 ათას მაჰმადიან მესხთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. 62 წლის შემდეგ ოჯახმა მშობლიურ კერას მოაშურა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც გადასახლებულების 2009 წლამდე საქართველოში დაბრუნებას ითვალისწინებს. გამაჰმადიანებული ქართველების ჩამოსახლება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 700 რეპატრიანტი ცხოვრობს. აქედან 15 ოჯახი სამცხე-ჯავახეთშია ჩამოსახლებული.
ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმანში უკვე ერთი წელია მეხრიევების ანუ ყურადაშვილების შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობს.
მეხრიევების ოჯახს კითხვა -კითხვით მივაკვლიეთ. სახლი დაბლობზე დგას, ამიტომაც ეზოში ვინ რას აკეთებს, ხელისგულივით ჩანს. ჭიშკრის წინ ძაღლი წევს, დაძახებაზე დგება, კუდის ქიცინით გვხვდება და ისევ ჩრდილს აფარებს თავს. როგორც ჩანს, სტუმრებს მიჩვეულია.
სახლი ორსართულიანია, დიდი აივნით. აივანზე მატყლის გორები დგას. მატყლზე დაახლოებით 15 წლის გოგონაა მიწოლილი, რომელიც ჩვენს დაძახებაზე დგება და გამართული ქართულით სახლში გვეპატიჟება.
ეზოში შესვლისთანავე თვალში ორი დიდი ღუმელი გხვდება.
ღუმელზე ქვაბები დგას. ადგილობრივებს გაზი ძვირი უჯდებათ და გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ურჩევნიათ სადილი ცეცხლზე მოამზადონ.
ღუმელზე ქვაბები დგას. ადგილობრივებს გაზი ძვირი უჯდებათ და გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, ურჩევნიათ სადილი ცეცხლზე მოამზადონ.
დამკვიდრებული ტერმინი - თურქი მესხები მათ არ მოსწონთ - ,,ჩვენ მაჰმადიანი მესხები ვართ", - ამბობს ალი მეხრიევი.
მეხრიევების ოჯახში საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ მის უხეცეს წევრს აქვს. დანარჩენები პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებას ელოდებიან. ალი მეხრიევს გვარის დაბრუნებაც სურს.
,,გვარის დაბრუნება მინდა, მაგრამ ერთი ცნობის გულისთვის სად აღარ მგზავნიან. ის მომიტანე, ეს მომიტანე, საიდან მოგიტანო კაცო?! შუა აზიაში წავიდე?!" - აღშფოთებული კითხულობს ალი მეხრიევი.
დოკუმენტების არქონის გამო უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა ასლან მეხრიევი.
,,იურისტი მინდა გამოვიდე, მაგრამ საბუთები არ მაქვს და...~ - ამბობს ასლანი.
ალი მეხრიევი აფხაზეთის ომში იბრძოდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, რეზერვისტი, როგორც თავად აცხადებს, ვიცე პრემიერმა გია ბარამიძემ შეცვალა. ამის მიუხედავად მეხრიევების შვიდსულიანი ოჯახი დღემდე მამის პენსიით 45 ლარით ცხოვრობს.
ალი მეხრიევი აფხაზეთის ომში იბრძოდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, რეზერვისტი, როგორც თავად აცხადებს, ვიცე პრემიერმა გია ბარამიძემ შეცვალა. ამის მიუხედავად მეხრიევების შვიდსულიანი ოჯახი დღემდე მამის პენსიით 45 ლარით ცხოვრობს.
ოჯახი მესაქონლეობას მისდევს, კაცები სახლის უკანა ეზოში საბძელს აკეთებენ.
,,თუ არ იშრომე ისე არაფერი გამოვა. ეს სახლი რომ ვიყიდეთ დიდი ფული გადავიხადე, ვიხესხე და ისე. ვალს შვილებს ხომ არ დავუტოვებ, ჰოდა, ვწვალობ", - ამბობს ალი.
მეხრიევების დიასახლისი ქართულად ვერ ლაპარაკობს, თუმცა, ყველაფერი ესმის, ღიმილით გვისმენს და ამბობს, რომ მისი წინაპრებიც ამ სოფლიდან არიან გადასახლებულები.
ოსმან მეხრიევის ოცნება იმ ადგილებში დაბრუნება იყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მან 22 წელი ოზურგეთის რაიონში იცხოვრა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ბავშვობის კერას მოაშურა.
,,აქ დავიბადე და აქ მინდა მოვკვდე", - ამბობს მოხუცი.
გულო კოხოძე, აბასთუმანი
სახელი: Dreama
2011-10-07 09:15
I'm quite pleased with the infortmiaon in this one. TY!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

