06:46, Tuesday, 20.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

"ერეკლეს ხიდმა" შესაძლოა ხალხი შეიწიროს

13.09.2007
ასპინძის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი, შესაძლოა, რაიონულ ცენტრს მოწყდეს. ივერია, ორგორა, ძველი, საყუდაბელი, ჭობარეთი - ეს ის სოფლებია, რომლებიც ასპინძას ერთადერთი გზით - "ერეკლეს ხიდით" უკავშირდებიან. ამჟამად ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გავლა სახიფათოა.

"ერეკლეს ხიდით" ივერიის, ორგორის, ძველის, საყუდაბელის, ჭობარეთის მოსახლეობა ასპინძას, ხოლო ასპინძელები სათიბ-საძოვრებს, ტყეს უკავშირდებიან.

,,არც კი ვიცი რა გითხრათ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბავშვები დადიან ხიდზე. უფროსებმა შეიძლება როგორღაც თავს უშველონ მაგრამ პატარები რას იზამენ? მოგვხედოს ვიღაცამ, ეს ხიდი გაგვიკეთოს. რა დიდი ფული ამას უნდა? ან რა ფულით იყიდი ადამიანის სიცოცხლეს", - ამბობს სოფელ საყუდაბელის მკვიდრი ნაზი ბერიძე.

ხიდის მშენებლობა 1967 წელს დაიწყო და რვა წელიწადს გაგრძელდა. ხიდი "ერეკლეს ნახიდართან", ანუ იმ ადგილას არის აგებული, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ერეკლე მეფემ ასპინძის ბრძოლა გამართა. ამის გამო მოსახლეობა მას "ერეკლეს ხიდს" უწოდებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის მკვიდრის თამაზ ღორჯომელაძის თქმით, მძიმეწონიან ავტომანქანებს ხიდი დიდხანს ვეღარ გაუძლებს.

"ხიდი შესაკეთებელი რომ არის, ამას ყველა ხედავს. ფეხით სავალი საერთოდ გაფუჭებული და ჩატეხილია, მოაჯირებიც მორღვეული და დამტვრეულია. ხიდზე ბევრი ორმო და ამოშვერილი რკინაა, რომელიც მანქანის საბურავებს აზიანებს".

სხვა საშიშროებაზე საუბრობს ამავე სოფლის მცხოვრები რომან სურმანიძე. ის ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში ხიდზე ფეხით გავლა სიცოცხლისთვის საშიშია და ადამიანმა არ უნდა გარისკოს.

"წვიმასა და თოვლში დიდი შანსია, მანქანა მოცურდეს. ხიდზე შემოსვლამდე ცუდი მოსახვევია. თუ ვერ მოზომე და ავტომანქანა მოგიცურდა, შეიძლება მტკვარში აღმოჩნდე. ავტომობილის სავალ გზაზე მეტად ფეხით სავალი ნაწილია შესაკეთებელი", - ამბობს რომან სურმანიძე.

ხიდი რომ შესაკეთებელია, ამას ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი როსტომ წიკლაურიც ადასტურებს. მისი თქმით, ხიდის ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს, თუმცა სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია და აუცილებელია ხიდის რეაბილიტაცია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ბესიკ სანდოძის განცხადებით, ხიდი სამანქანო გზებს აკავშირებს ერთმანეთთან, ის ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის და მასზე საგზაო სამმართველომ უნდა იზრუნოს: "მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ იმ ხიდების ასაშენებლად და შესაკეთებლად შეუძლია გამოყოს, რომელსაც თვითონ ააშენებს ან აუშენებია, დანარჩენი ხიდები და გზები საგზაო სამმართველოს კომპეტენციაა".

სანამ ადგილობრივი ჩინოვნიკები გაარკვევენ, ვინ უნდა იზრუნოს ხიდის რეაბილიტაციაზე, ისტორიული ხიდი, შესაძლოა, ისევე მოულოდნელად ჩაინგრეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ბახმაროში მოხდა.

გულო კოხოძე, ასპინძა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: მერაბ
2010-07-11 11:56
საქართველოს შრომის კოდექსის უხეში დარღვევისთვის,ადამიანის უფლებების დარღვევისთვის,პირადი შეურაცხყოფისთვის უნდა დაეკისროს ჯარიმა აღნიშნულ ფირმას 1მლნ ლარის ოდენობით.დაწესდეს 8 სთ-იანი სამუშაო დღე,ფირმამ უნდა უზრუნველყოს მუშა ხელის ჯანმრთელობის დაზღვევა,ასევე შექმნას ჯანმრთელობისთვის უვნებელი სამუშაო პირობები.წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეუწყდეს ლიცენზია და გაძევებულ იქნას საქართველოდან, საქართველოს მოქალაქეების დამცირების,შეურაცხყოფის და მათი უფლებების დარღვევის გამო.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC