კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმელი „წვრილმანი ხულიგნები“

20 ნოემბერი, 2007
„პოლიციელები თავს ასე იმართლებდნენ: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხომ იცი, ეს დავალებააო“.
8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვლენების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი განიხილა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე მათგანით დაინტერესდა.

22 წლის მამუკა სოლომონიძე, გრიბოედოვის ქუჩის #6 ცხოვრობს. აქედან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დაახლოებით 300 მეტრია. „მამუკამ ხმაური გაიგონა უნივერსიტეტიდან, ხალხმრავლობაც იყო და იმის გასაგებად გავიდა, თუ რა ხდებაო. შემდეგ კი გავიგეთ რომ დაუკავებიათ“, _ იხსენებს მისი და, ზაირა სოლომონიძე.
სოლომონიძე პოლიციის მეხუთე ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების ოქმის მიხედვით, სოლომონიძეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დარღვევა ბრალდება, დადგენილების მიხედვით, პოლიციელთა „არა ერთი გაფრთხილებისა“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მას სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის დადგენილებასთან დაკავშირებით, სოლომონიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საპროტესტო წერილი გააგზავნა, თუმცა იქედან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.

საპროტესტო წერილში წერია: „ჩემს ირგვლის ხალხი ირეოდა, ხმაურობდნენ. ამ დროს გაჩერდა პოლიციის მანქანა, გადმოვიდნენ თანამშრომლები, მომკიდეს ხელი და მიბრძანეს მანქანაში ჩავმჯდარიყავი, რაზეც მე წინააღმდეგობა არ გამიწევია და დავემორჩილე მათ მოთხოვნას. პოლიციის თანამშრომლებმა შემიდგინეს სამართალდარღვევათა ოქმი, თითქოს მე ვიგინებოდი და ვარღვევდი საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცავებმა ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინეს და გადამიყვანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში“.

მისი დამცველი სიმონ ასათიანი, საქმეში სასამართლო პროცესის შემდეგ ჩაერთო. „ვფიქრობ, სასამართლო საკმაოდ მკაცრია მის მიმართ, როცა პატიმრობის მაქსიმუმალური ვადა შეუფარდა. საქმეში მოწმეებად მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ჰყავდათ“, - აღნიშნავს ასათიანი.
მეორე სამართალდამრღვევი, მერაბ ღოღობერიძეა. ის ბათუმის უნივერსიტეტთან იგივე „დანაშაულისთვის“ დააკავეს, რის გამოც სოლომონიძე. თუმცა, ღოღობერიძის დაკავების თვითმხილველი თვითონაც ვარ. ღოღობერიძე შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს გვეკითხებოდა ფაქტის შესახებ და სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაკავება.

„მანქანაში ჩამსვეს, პოლიციის მეორე ქვეგანყოფილებაში გადამიყვანეს. მანქანში დამიწყეს ცემა, იმასაც ამბობდნენ, სახეზე არ ცემოთო. პოლიციის განყოფილებაში შემიდგინეს ოქმი, თითქოს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, ვიგინებოდი. გამომძიებელი იმასაც მეუბნებოდა, რომ ჩემზე პატიმრობას არ მოითხოვდა. თავს იმით იმართლებდნენ, რომ „ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხომ იცი, ეს დავალებააო“.
ღოღობერიძემ რამდენიმე კვირით ადრე, ქალის კაბა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს შენობის ჭიშკარზე დაკიდა. ამიტომაც ფიქრობს, რომ „ეს ანგარიშსწორება იყო“.

დაკითხვის ოქმის მიხედვით, ღოღობერიძემ 8 ნოემბრის 12 საათზე ჩაიდინა სამართალდარღვევა რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ხოლო პოლიციის მეორე ქვეგანყოფილებაში მისი მიყვანის დროდ, დაფიქსირებულია იგივე დრო, რაც სამართალდარღვევის ჩადენისა - 12 საათი.

მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მას არც ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს: „ტელეფონზე არ დამარეკინეს. თან ვუთხარი, არც რომელიმე პარტიას და არც ჟურნალისტებს არ დავურეკავდი. მიპასუხეს, რომ პოსტიდან მოხსნიდნენ“. პოლიციის ქვეგანყოფილებიდან ღოღობერიძე ბათუმის #1 საავადმყოფოში მძიმე ტვინის შერყევის დიაგნოზით ხუთი დღე მკურნალობდა.

ღოღობერიძის სამართალდარღვევაზე სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით არ ჩატარებულა.


მაკა მალაყმაძე, ბათუმი


ახალი ამბები