კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრს, განსხვავებული აზრისთვის დევნის

11 თებერვალი, 2008

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 4 თებერვალს, #12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრს ზურაბ დანელიშვილს ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ცესკო-ში, ამის მიზეზად, დანელიშვილის მიერ, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო რეგლამენტის დარღვევას ასახელებენ. თავად დანელიშვილი და უფლებადამცველები კი ცესკოს თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს და კომისიის ხელმძღვანელობას, თავისუფალი სიტყვის ხელყოფასა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებენ.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიამ დანელიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის, 77-ე მუხლისა და ცესკოს 2008 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმის საფუძველზე მიიღო. ცესკოს განმარტებით, ეს საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო რეგლამენტის უხეშად დარღვევას გულისხმობს.

„ზურაბ დანელიშვილმა 24 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა, კომისიის წევრებს ხელი შეუშალა მუშაობაში. რამდენიმე მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადეს ცესკოს პრესსამსახურში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ზურაბ დანელიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს და სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა და კომისიის სხვა წევრებმა, ის განსხვავებული აზრისთვის დასაჯეს.

„მე, გურჯაანის საარჩევნო ოლქის 33-ე საარჩევნო უბნის შედეგებს მივიჩნევ გაყალბებულად და მის გაბათილებას მოვითხოვდი, რის გამოც დამსაჯეს. მანამ, სანამ მე ცესკო-ში დამიბარებდნენ, თვითონ, ჩემი ინიციატივით მოვახსენე ცესკოს განსხვავებული აზრი, რომელიც დავასაბუთე. არ შეიძლება უბანში სადაც მივიდა 808 ამომრჩეველი, პრეზიდენტობის კანდიდატებს ხმას აძლევდეს 934 კაცი. ეს მარტივი არითმეტიკაა, რომლის გაგებაც არ უნდათ. პოზიცია რომ შემეცვალა, ამის გამო არაერთხელ დამემუქრნენ, სატელეფონო ზარებით თუ სხვა გზებით, მაგრამ ჩემი დაშინება ვერ მოახერხეს. ამიტომ 24 იანვარს დამიბარეს სხდომაზე, სადაც არ მომცეს საუბრის საშუალება და შემდეგ თარხნიშვილის ბრძანებით გარეთ გამაძევეს. ამის შემდეგ შეუდგენიათ აქტი, რომ მე დავარღვიე რეგლამენტი და ა.შ, რაც სიცრუეა“, - აცხადებს დანელიშვილი.

24 იანვრის სხდომაზე ცესკომ სახალხო დამცველის წერილი განიხილა. სოზარ სუბარი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის დასჯას და 33-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. კომისიამ ომბუდსმენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„დანელიშვილს არაერთხელ მოსთხოვეს გაჩუმება, მას პოლიციის მეშვეობითაც დაემუქრნენ. შეუთვალეს, რომ მის ბავშვებს ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ, მაგრამ დანელიშვილმა პოზიცია არ შეცვალა. სწორედ ამან გააღიზიანა ცესკო და მისი ხელმძღვანელი თარხნიშვილი. დანელიშვილის დასჯით, მათ უნდათ სხვა წევრებიც დააშინონ, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერავინ ამოიღოს ხმა გაყალბების წინააღმდეგ“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

დანელიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, უფლებადამცველები, სიტყვის თავისუფლების ხელყოფად აფასებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი მიიჩნევს, რომ კომისიის ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან ნათელია, რომ ცესკო ზურაბ დანელიშვილს განსხვავებული აზრის გამო დევნის. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საქართველოში არსებულ ყველა საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები