სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ხელფასებს ითხოვენ
11.02.2008
გურჯაანის რაიონი მთელს საქართველოში ერთადერთია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების თანამშრომლებს, გასული წლის ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.
გურჯაანის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ანა კუტიბაშვილი სახელფასო დავალიანების დარჩენას, ჩვენთან საუბარში იმით ხსნის, რომ კულტურის მინისტრის გასული წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე, სახელოვნებო სკოლები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გაუქმდნენ. კულტურის მინისტრის ამავე ბრძანებითვე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამა თუ იმ სკოლის ფუნქციონირებას საჭიროდ ჩათვლიდა, დაწესებულება, საკრებულის გადაწყვეტილებით ხელახლა უნდა დაფუძნებულიყო, არასამეწარმეო სამეურნეო პირის სახით.
ანა კუტიბაშვილი ამბობს, რომ სახელფასო დავალიანების დარჩენა სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია. საფინანსო სამსახურის უფროსის მტკიცებით, სკოლები გვიან დარეგისტრირდნენ.
„დარეგისტრირების შემდეგ სამუსიკო სკოლები სუბსიდიაზე დავსვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების პედაგოგების სახელფასო ბიუჯეტი მოსწავლეების გადასახადებიდან შემოსული თანხების გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითაც უნდა შეივსოს. მე ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოეს ორ კვირაში მოგვარდება“, - აცხადებს ანა კუტიბაშვილი.
საპირისპიროს ამბობენ სამუსიკო სკოლების ხელმძღვანელები. მათი თქმით, სამუსიკო სკოლების გაერთიანების გვიან დარეგისტრირება, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია.
„ორი თვის განმავლობაში საკრებულოს სესიაზე ამ საკითხის განხილვას ველოდებოდით. არასამეწარმეო სამეურნეო პირის სახით რეგისტრაციის საშუალება მხოლოდ ამის შემდეგ გვექნებოდა. მაგრამ საკრებულოში გვპასუხობდნენ, რომ საკითხის განხილვის დაგვიანება გამგეობის მიზეზით ხდებოდა. საკრებულოს ცნობით, გამგეობამ საკრებულოში შესაბამისი პროექტის წარდგენა დააგვიანა“, - აღნიშნავს გურჯაანის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორი ლალი მიმინოშვილი.
ხელფასების მოთხოვნით, ამ რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის გამგეობის შენობასთან პედაგოგების მონაწილეობით საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისათვის ადგილობრივი ხელიუფლებიდან პასუხის გაცემა არავინ ინება.
ზუსტად როდის მიიღებენ სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ხელფასებს, ამის გასაგებად გურჯანის მუნიციპალიტეტის გამგებელს რამაზ ქერეჭაშვილსაც დავუკავშირდით. გამგებელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
გელა მთივლიშვილი, კახეთი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

