კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,არამყარი არგუმენტის” დამტკიცება ან 14 წლიანი პატიმრობა

15 თებერვალი, 2008
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ ჟუჟუნაძის საქმე არსებითი გამოძიებისათვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, II ნაწილის ა პუნქტი) თავისივე საცხოვრებელ სახლში დააკავა.

სახლიდან ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას თან ერთვოდა სამედიცინო დასკვნა, რომ იგი დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აღმკვეთი ღონისძიების სახით ჟუჟუნაძეს პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის გაცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წინასწარი გამოძიება დასრულდა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ პირმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. „თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ბრალდებული დამნაშავეა“, - ამბობს ადვოკატი.  

პროკურატურამ საქმე არსებითი გამოძიებისათვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.

სამარჯიშვილის განცხადებით, მალხაზ ჟუჟუნაძე ბრალდებას უარყოფს. ის თავადაც დარწმუნებულია ბრალდებულის უდანაშაულობაში, სახლში ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება კი საკმარის მტკიცებულებად არ მიაჩნია: „ის, რომ ჟუჟუნაძის საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული ნივთიერება   აღმოჩნდა, სრულებით არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ბრალდებულს ეკუთვნოდა. ეს არ არის მყარი არგუმენტი დანაშაულის დასამტკიცებლად“.

ადვოკატის თქმით, სამედიცინო დასკვნა უამრავ შეკითხვას ბადებს, მაგრამ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა არ მიეცა: „საქმეში მოგვიანებით ჩავერთე, როცა სამედიცინო დასკვნის გასაჩივრების ვადა ამოწურული იყო. სამედიცინო დასკვნის ექსპერტიზის მოთხოვნას უკვე აზრი აღარ ჰქონდა“.

სამარჯიშვილის თქმით, ეს ბრალეულობის დასამტკიცებლად ერთადერთი უსუსური არგუმენტია: „მალხაზ ჟუჟუნაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად საკმაოდ მყარი არგუმენტები გვაქვს, რომელსაც დაცვის მხარე ჯერჯერობით არ ახმაურებს. აღნიშნულ არგუმენტებს სამსჯავრო გამოძიებისთვის გამოვიყენებთ“.

წინასწარი გამოძიების პერიოდი ორი თვით განისაზღვრება. ამის შემდეგ პატიმარი სასამართლოს ერიცხება, რომელსაც თავისი ვადები აქვს.

„არავის ინტერესში არ შედის, რომ დრო გაიწელოს და საპატიმრო ვადები დაირღვეს. ვიმედოვნებ, საქმის არსებითი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - აცხადებს ადვოკატი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალხაზ ჟუჟუნაძეს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნუგზარ სამარჯიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები