04:39, Thursday, 27.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გუბერნატორი ვარძელაშვილი გორის საკრებულოს უკანონო ქმედებებზე თვალს ხუჭავს

19.02.2008
 საბა წიწიკაშვილი, გორი 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის არჩევის წესი და კანონი დაარღვია. იმ დროს როდესაც 2008 წლის 7 თებერვალს ყოფილმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, გორის საკრებულო გამოთავისუფლებულ ადგილზე კონკუსს 11 დღის დაგვიანების შემდეგ 18 თებერვალს აცხადებს. ამის გამო ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის სახელზე გორის საკრებულოს წინააღმდეგ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივარს შესატანად ამზადებს.

მთელი რეგიონის მასშტაბით საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით გამოაცხადა, რომ გამგებლის თანამდებობაზე კონკურსს 18 თებერვლიდან გამოაცხადებს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კითხვაზე, თუ რატომ გამოაცხადა ზვიად ხმალაძემ 18 თებერვალი კონკურსის დაწყების თარიღად, ესღა თქვა - ,,მეც ადამიანი ვარ და შემეშალაო".

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 39-ე მუხლის მიხედვით, სადაც გამგებლის არჩევის წესსა და უფლებამოსილებაზეა საუბარი, მეორე პუნქტში წერია - ,,გამგებლის კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს“.

როგორც ვთქვით, 15 თებერვალს ზვიად ხმალაძემ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ეთერით განაცხადა, რომ ორშაბათს, ე.ი. 18 თებერვალს შეიკრიბება ბიურო და გამოაცხადებს კონკურსს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონკურსი გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში ცხადდება და ბიურო განცხადებებს იღებს. კალენდარული დღეებში  შაბათ-კვირაც ითვლება. ფაქტობრივად, ბიუროს მხოლოდ 3 დღე ექნებოდა დარჩენილი გამგებლობის მსურველი ადამიანების განაცხადების მისაღებად.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ბიუროში  მხოლოდ ერთი განცხადება შევა და ისიც ზვიად ხმალაძის იქნება.

გავრცელებული ცნობით, შიდა ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი საპარლამენტო არჩევნების დროს შიდა ქართლიდან მაჟორიტარ კანდიდატად იქნება წარდგენილი.

შესაბამისად, გუბერნატორის თანამდებობაზე ვაკანსია გაჩნდება. გორის საკრებულოს თავმჯდომარეს გუბერნატორის პოსტისკენ მწვანე შუქი აენთება, რადგან მას სახელმწიფო მინისტრის რეგიონული პოლიტიკის მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილისგან საფრთხე არ შეექმნება. ტყეშელაშვილი ზვიად ხმალაძის შვილის ნათლიაა, ეს თავად ხმალაძემ დაგვიდასტურა.

ჩვენ ზვიად ხმალაძეს ვესაუბრეთ და ვკითხეთ, თუ რატომ დააგვიანა საკრებულოს ბიურომ გამგებლის ვაკანსიის გამოცხადება.

- ბატონო ზვიად, 15 თებერვალს განაცხადეთ, რომ 18 თებერვალს ბიურო შეიკრიბება და გამგებლის ვაკანსიაზე კონკურს გამოაცხადებს...

- ეგ არასწორად ვთქვი. ბიურო უკვე შეიკრიბა 8 თებერვალს და ვაკანსიაც გამოაცხადა. რა ვქნა მეც ადამიანი ვარ, შემეშალა რაც ვთქვი.

საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ მურალოვა კი ამტკიცებს, რომ ზვიად ხმალაძემ მართალი თქვა, ჩვენ კი არასწორად გავიგეთ.
,,ზვიად ხმალაძემ ადგილობრივი ტელევიზიით რაც თქვა, თქვენ სხვანაირად გაიგეთ. მან თქვა, რომ ბიურო ხელახლა შეიკრიბებაო“,  - ამტკიცებს საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ მურალოვა.

- ქალბატონო თამარ, თუ ბიურო უკვე შეკრებილია, ხელმეორედ შეკრება კონკურსის გამოსაცხადებლად რაღა საჭიროა?

- როგორ არ არის საჭირო. იქნებ რამე განცხადებაა შემოსული, იმას ხომ განხილვა სჭირდება.

- რა განცხადებები უნდა იყოს შემოსული, როცა მთელმა რეგიონმა გაიგო, რომ 18 თებერვლიდან ცხადდება კონკურსი, მთელი 11 დღის დაგვიანებოთ. არც პრესაშია გამოქვეყნებული რამე...

- არ არის აუცილებელი პრესაში მისი დაბეჭდვა. უბრალოდ გამოკრული გვაქვს დაფაზე და მეტი არაფერი“,  - დაასკვნა ბოლოს აპარატის უფროსმა.

- ბატონო მამუკა, რამაზ ჩოჩიშვილმა 7 თებერვალს დაწერა განცხადება და 18 თებერვალს რატომ აცხადებთ კონკურს?

- მართალი ხართ. ეგ გაუგებრობა, ალბათ, გამგეობის ბრალია. ჩვენ მაინც ვადებში ვეტევით“.

საკრებულო მართალია ვადებში ეტევა, მაგრამ რეგიონის მოსახლეობამ იცის, რომ გამგებლის კონკურსი 18 თებერვლიდან ცხადდება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა კი ოფიციალურად 21 თებერვალს იწურება. ადგილობრივ სამთავრობო პრესაში კონკურსს 18 თებერვლის ნომერში აცხადებენ, რომელიც, როგორც გაზეთის რედაქტორი აცხადებს, 19 თებერვალს გავა ქსელში.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სარჩელს, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლის მიხედვით, გუბერნატორის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოს კანონიერების პრინციპის შესაბამისად. ასევე, გუბერნატორი ვალდებულია გადახედოს საკრებულოს მიერ კანონდარღვევით მიღებულ ნებისმიერ ნორმატიულ აქტს, იქნება ეს, ჩვენს შემთხვევაში, გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების ან დანიშვნის თარიღი თუ სხვა რამ.

კანონის მე-8-ე მუხლის მე-7-ე პუნქტში წერია: ,,თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული ნორმატიული აქტი უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს... იგი ვალდებულია ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთანავე მიმართოს სასამართლოს ამ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC