03:03, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი I)

22.02.2008
რაზე იფიქრონ პედაგოგებმა - ხელშეკრულების ვადებზე თუ ბავშვების აღზრდაზე?

ჟურნალისტური მოკვლევა
ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველოს ყველა სკოლაში დირექტორებსა და პედაგოგებს შორის სამუშაო ხელშეკრულებები იდება. ხელშეკრულებების ვადა სხვადასხვა სკოლაში 1 წლიდან 6 წლამდე მერყეობს. ექსპერტების თქმით, ვადიანი ხელშეკრულებები საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნაა. რატომ გადაწყვიტეს დირექტორებმა ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა? ეს ზემდგომი პირების არაოფიციალური მოთხოვნა იყო თუ დირექტორების თვითნებური გადაწყვეტილება? ვის და რატომ აწყობს პედაგოგების მასობრივი განთავისუფლება? და საერთოდ, რა შედეგი მოჰყვა განათლების რეფორმას საქართველოს სკოლებში?

№71 სკოლის ერთ-ერთი კაბინეტი გადაჭედილია. ამ სკოლაში მომუშავე პრაქტიკულად ყველა პედაგოგი სკოლის დირექტორს რამაზ სუპატაშვილს ხვდება. შეხვედრის მიზეზი - ხელშეკრულებების საბოლოო ვერსიის გაცნობა და თანხმობის ნიშნად ხელმოწერის დაფიქსირებაა. პედაგოგებთან საუბრისას დირექტორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ტექსტი და შესაბამისად, ვადაც (6 წელი) ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე შედგა. ამ შეხვედრას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ესწრება. ჩვენ ვუხსნით პედაგოგებს, რომ მათ უვადო ხელშეკრულების დადებაც შეუძლიათ, ვაცნობთ ექსპერტების, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ  ვადის ჩაწერა ხელშეკრულებაში მათ უფლებებს  არღვევს. ასევე ვუთხარით, რომ მზად ვართ პასუხი გავცეთ მათ მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას. სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ კითხვების დასმისას მისი იქ ყოფნა უხერხული იქნებოდა და ოთახის დატოვება გადაწყვიტა. ამის თქმას და გასვლას ვერ ასწრებს, როდესაც კაბინეტში მყოფი ყველა მასწავლებელი ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად ტოვებს ოთახს. ტოვებს ისე, რომ ეს თავად დირექტორma შენიშნოს. სკოლის მასწავლებლებით სავსე ოთახში მხოლოდ 9 დარჩა! რატომ? ნუთუ მათ საერთოდ არ აინტერესებთ მათი უფლებების დაცვა? ან იქნებ მათ ეშინიათ, რომ ოთახში დარჩენით, საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ რეპუტაციას და ნდობას დირექტორის მიმართ?..

საქართველოს მთელ რიგ სკოლებში ისე დაიდო ხელშეკრულება, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ლომაიას ხელშეკრულების ფორმა ჯერაც არ დაუმტკიცებია...

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს განათლების ლიგის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას უამრავი დაბრკოლების გადალახვა და ბრძოლა მოუწია, სანამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვადას არ ჩააწერინებდა. 

„ლომაიამ მოუხმო ჭკუას, მასზე დიდ ზეწოლას მეც ვახდენდი. შედეგად, ვადა საერთოდ ამოიღო. 3 წლის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულების ფორმა გამოუშვა, ვადა იქაც არ ჰქონდა მითითებული.

მე ვითხოვდი, რომ ის მუხლი, რომელიც ხელშეკრულებების დადებას შეეხებოდა, კანონში არ ჩადებულიყო. ვადიანი ხელშეკრულებების დადებით, საქართველოს კონსტიტუციის 14-ე, 17-ე, 21-ე, 35-ე (II პუნქტი), 38-ე (I პუნქტი) მუხლები ირღვევა“.

მანანა ნიკოლაიშვილი ხელშეკრულების აუცილებლობას საერთოდ ვერ ხედავს. მისი თქმით, არსებობს უამრავი ბერკეტი, რომელიც პედაგოგის მუშაობას გააკონტროლებს. მაგალითად, გაკვეთილებზე კომისიის დასწრება. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი გაკვეთილს ნორმალურად ვერ ატარებს, მისი განთავისუფლება პრობლემა არ იქნება. მასწავლებელი იმ შემთხვევაშიც თავისუფლდება, თუ მან ბავშვი სცემა ან პედაგოგიკური ეთიკა დაარღვია. მასწავლებლის გაკონტროლება ვადიანი ხელშეკრულებით თუნდაც იმიტომ არ არის საჭირო, რომ ყველა პედაგოგი 8 წელიწადში ერთხელ ატესტაციას გაივლის. თუ ჩაიჭრება, მასწავლებლობის უფლება აღარ ექნება. ასე რომ, კვალიფიკაცია ავტომატურად შემოწმდება. ეს არგუმენტი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ყველა დირექტორი და სამინისტროს წარმომადგენელი ერთხმად აცხადებს, რომ ხელშეკრულების დროს პედაგოგის კვალიფიკაციას დააკვირდებიან. რატომ უნდა აკვირდებოდეს პედაგოგის კვალიფიკაციას, მაგალითად, ახალბედა დირექტორი, როდესაც ამისთვის სპეციალური სამსახურია შექმნილი?

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დამანგრეველი პუნქტები დღესაც არის ჩადებული: 26-ე პუნქტის „ჭ“  ქვეპუნქტი. 59-ეს მე-5-ე  პუნქტი (მასწავლებელი დირექტორის დანიშვნისთანავე განთავისუფლდება). მანანა ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ ეს მუხლები, ძველი კადრების განდევნის მიზნით ჩადეს.

მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირი, ისევე, როგორც მანანა ნიკოლაიშვილი, იბრძოდა მოკლევადიანი ხელშეკრულების წინააღმდეგ. ისინი მზად იყვნენ 3 წლიანი ხელშეკრულების ვადაზეც. პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე საუბრობს იმაზე, რომ პედაგოგობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესიაა, რომელიც ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოითხოვს. არ შეიძლება ის ანერვიულო ერთ წლიანი ხელშეკრულების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და იუნესკოს წევრია, მასწავლებლის პროფესია კანონით არ არის დაცული. ეს ორგანიზაციები კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ პედაგოგი ადმინისტრაციის თვითნებობის მსხვერპლი არ გახდეს.

საერთოდ, პრობლემა არა მხოლოდ იმ კანონშია, რომელიც უშუალოდ პედაგოგებს შეეხება, არამედ იმ შრომის კოდექსში, რომელიც საქართველოს ყველა დასაქმებულ მოქალაქეს შეეხება.

მანანა ღურჭუმელიძე: “ჩვენ გაქვს ისეთი შრომის კოდექსი, სადაც წერია, რომ დირექტორს მასწავლებლის განთავისუფლება ახსნა-განმარტების გარეშეც შეუძლია. ჩვენი ქვეყნის სასამართლოს პირობებში მასწავლებლებს ხმის ამოღების ეშინიათ“

საქართველოს განათლების ლიგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პედაგოგს ამ მონურ კოდექსს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიც ემატება. „მოსწავლეს და მშობელს უდიდესი უფლებები აქვთ, მასწავლებელს კი მწირი უფლებებიც ხელშეკრულებით აქვს შეზღუდული“.

მასწავლებლებმა დღემდე არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ. ისევ 71-ე სკოლას მივუბრუნდეთ... სხვა პედაგოგებთან ერთად, შეხვედრას მეცნიერთა და პედაგოგთა პროფკავშირის წევრი, №71 სკოლის პედაგოგი, ია ზირაქიშვილი ესწრებოდა. ის სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციას, ანუ პროფკავშირს. ქალბატონი იასთვის გაუგებარი იყო, რატომ არის აუცილებელი უვადო ხელშეკრულების დადება. მისი აზრით, 6 წლიანი ხელშეკრულება ყველაზე ოპტიმალურია, რადგან სკოლის დირექტორის არჩევის ვადას ემთხვევა.

მაია ლიპარტელიანი, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი ამბობს, რომ იმ პედაგოგების შრომითი ურთიერთობა დაიწყო ახალი დირექტორის მისვლამდე, ანუ იმ დღიდან როცა მასწავლებლებმა სკოლაში დაიწყებს მუშაობა.
 
„დირექტორი ვერ გაათავისუფლებს იმ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მის მოსვლამდე უკვე მუშაობდა და მან უარი განაცხადა ხელშეკრულების რომელიმე პუნქტზე. სხვაგვარად აქვთ საქმე ახალ პედაგოგებს. დირექტორს შეუძლია მათ გაუფორმოს ისეთი ხელშეკრულება, როგორსაც მოინდომებს“.

როდესაც ჩვენ განვუმარტეთ, რომ ვადიანი ხელშეკრულება პედაგოგის უფლებებს არღვევს და ქალბატონი იას მოვალეობა პედაგოგთა უფლებების დაცვაა, პასუხად ის მივიღეთ, რომ 6 წლიანი ხელშეკრულება პედაგოგებთან შეთანხმებით დაიდო. ამას კაბინეტში მყოფი პედაგოგები არ დაეთანხმნენ. აღმოჩნდა, რომ სკოლის პედაგოგები უვადო ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდნენ. ჩვენ ჩავეძიეთ ამ საკითხს და გაირკვა, რომ ანალოგიური სიტუაციაა საქართველოს სკოლების უმრალესობაში. ძნელია ამაში მხოლოდ პროფკავშირი ან დირექტორები დაადანაშაულო, რადგან საკუთარი უფლებების დაცვით თავად მასწავლებლები არ ინტერესდებიან. მეტიც, სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ მისი ნაცნობი პედაგოგის თქმით, (ის ასწავლის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც უვადო ხელშეკრულება დაიდო), სკოლის პედაგოგები ძალიან ნანობენ, რატომ დადეს უვადო ხელშეკრულება. ამას ამბობს №71 სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე! უცნაურია, რატომ ნანობენ დღეს პედაგოგები უვადო ხელშეკრულების გამო, როდესაც ათეულობით წლის მანძილზე ისინი სწორედ უვადოდ იყვნენ დანიშნულები.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ეკა
2012-04-07 22:35
მართლაც რომ მასავლებლის უფლებები არაა დაცული,და საცჰიროა სკოლებსჰი არა მარტო მანდატური არამედ იურისტიც რადგან ზოგი დირექტორისგან დაიცვან მასწავლებელი იმნედან ცუდი ვითარებაა ზოგიერთ სკოლაში რომ მართლაც სჰეზგუდულია მასწავლებლის უფლებები. და მაინტერესებს სკოლის დირექტორს ააქვს მასწავლებელზე ზეწოლის უფლება?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC