04:13, Saturday, 29.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

"კარტოფილის სამშობლო" – კარტოფილის გარეშე

24.03.2008
გულო კოხოძე, ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, რომელიც ყოველთვის მოიაზრებოდა ,,კარტოფილის სამშობლოდ” წელს კარტოფილის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება. რეგიონში ხანგრძლივი ყინვისგან მიყენებულმა ზარალმა 12 000 000 ლარს გადააჭარბა. მკაცრმა ზამთარმა პრობლემები სოფლის მეურნეობასაც შეუქმნა. რეგიონში 15 000 ტონა სათესლე კარტოფილი გაიყინა.
 
სამცხე-ჯავახეთში გაყინული კარტოფილის მინიმალური ხარჯები 10 000 300 ლარით განისაზღვრება. რეგიონში ყველაზე მეტად ახალქალაქის, შემდეგ კი ახალციხის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ 15 თემის გაერთიანებაში 3 849 ტონა კარტოფილი გაიყინა. მიყენებული ზარალის ოდენობა 2 800 000 ლარს აღემატება.

სოფელ კლდეში მცხოვრები ვარა მეტრეველი, ბოლო წლებია უსახსრობის გამო, მხოლოდ სახლის წინ მდებარე პატარა ნაკვეთს ამუშავებს. მთავრობა თუ საწვავით დაეხმარა, წელს მიწას მოხნავს, თუმცა კარტოფილს ვერ დათესავს.: „200 კილო კარტოფილი ქვასავით გახდა, საჭმელადაც არ გამოდგებოდა. თბილი სარდაფი გვაქვს, არასოდეს არაფერი გაგვყინვია, მაგრამ წელს ყინვებმა მშიერი დაგვტოვა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, კლდის თემის გაერთიანებაში 275 ტონა კარტოფილი გაიყინა. თუმცა, მოსახლეობის მტკიცებით, გაყინული კარტოფილის რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება. „აღწერის დროს გაყინული კარტოფილის ნახევარს აფიქსირებდნენ. 200 კილოს მაგივრად ჩემთან 120 დაწერეს. მთავრობა ამდენს მაინც ვერ აგინაზღაურებთო. ან 120 კილოს რისთვის წერდნენ?! მთავრობის იმედზე არავის ვუსურვებ ყოფნას}, - ამბობს ვერა მეტრეველი. 

 დახმარების იმედი არც არლში მცხოვრებლებს აქვთ. „სათესლე კარტოფილი ლარ ნახევარზე ნაკლები არ ღირს, ვინ შეწვდება მაგის ყიდვას?! ვინაა ჩვენი პატრონი?! არავინ დაგვეხმარება“, - ამბობს ნაირა კაჭკაჭიშვილი. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ალექსი კოსტანიშვილის განცხადებით, კარტოფილი დაუდევარ გლეხებს გაეყინათ, რადგან მოსავლისთვის რამე რომ დაეფარებინათ, ასეთი მძიმე მდგომარეობა არ შეიქმნებოდა. მისი გაანგარიშებით, 1 000 მეტრი მიწის ნაკვეთი რომ დაითესოს, მინიმუმ 350 კილოგრამი კარტოფილია საჭირო. ეს კი დაახლოებით 770 ლარია: „გლეხმა უნდა შეძლოს და სათესლე კარტოფილი თავად იყიდოს“.  

,,დაუდევარი გლეხი” სხვილისის მკვიდრი ვართუშ ანასტასიანი მთელი ზამთრის განმავლობაში კარტოფილს „საბნებით ფუთავდა“, თუმცა ხუთი ტონა კარტოფილიდან ერთი კილოგრამიც ვერ გადაარჩინა. 65 წლის პენსიონერი დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე ბაზარში დგას - ნახევრად გაყინულ ვაშლს ექვს კილოს ერთ ლარში ყიდის: „დღის განმავლობაში ხუთი კილოც არ იყიდება. სათესლე კარტოფილს კი ცეცხლი უკიდია. გაზაფხულზე ვერაფერს დავთესავ“. 

მუსხში მცხოვრები ოქრომელიძეების ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა: „ერთი ტონა კარტოფილი გაგვიყინა. მთელი ოჯახი მიწაზე ვართ მიჯაჭვულები და იმანაც გვიმტყუნა. შეგვპირდნენ რაღაცით დაგეხმარებითო, მაგრამ მოახლოვდა დათესვის დრო და ჯერ არაფერი ჩანს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდში 20 000 ლარია გაწერილი.

„თანხა სტიქიური უბედურებით უფრო მეტად დაზარალებულებს მოხმარდება. 20 000 ლარით, მხოლოდ რამდენიმე ათეული ტონა კარტოფილის ყიდვა შეიძლება. მიყენებული ზარალი 3 000 000-მდე აღწევს ბიუჯეტი კი 2 917 014 ლარია“, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩიტაშვილი.

დაანგარიშებული ზარალის ოდენობის შესახებ მონაცემები ახალციხის მინიციპალიტეტის გამგეობიდან სამხარეო ადმინისტრაციში მიმდინარე წლის 28 იანვარს გაგზავნეს.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის აგრო-სამრეწველო სამსახურის მთავარი მრჩეველის შალვა კაველიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ წერილს გაუგზავნიან: `ამხელა კომპენსაციას ცენტრალური ბიუჯეტი ვერ გასცემს. 15 000 ტონა კარტოფილს მთავრობა ვერ გვაჩუქებს. მაგრამ იქნებ რაღაცით მაინც დაგვეხმარონ“.
 
მანამდე გლეხებს საუკეთესო ჯიშის კარტოფილის ყიდვა, ორ ლარად და 30 თეთრად აბასთუმნის გზატკეცილზე „აგრო“ მაღაზიაში შეუძლიათ.  ქეა კავკასიის  პროექტის   ფარგლებში, უახლოეს ერთ თვეში სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური 25 ტონა სათესლე კარტოფილს შემოიტანს.
 
„მკაცრი ზამთრის გამო სათესლე კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა. ერთი კონტეინერი უკვე გავყიდეთ, ეს იმას ნიშნავს რომ ორ ლარი და 30 თეთრი ხელმისაწვდომი ფასია“, - აცხადებს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის აღმასრულებელი  დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

თუმცა მოსახლეობის განცხადებით სათესლე კარტოფილის ამ ფასად ყიდვა მათ ძალიან გაუჭირდებათ - ,,ტყავი უნდა გავიძროთ, ეგღა დაგვრჩენია. ხელმისაწვდომი ფასი გლეხისთვის ორი ლარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის“, -  დაღონებით ამბობს მარდუნ ესოიანი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC