00:22, Saturday, 24.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოთხენოვანი საიტი - ქართველებისა და აფხაზებისათვის

22.04.2008
http://apsni.org უკვე არსებობს 

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები“ - ასე ჟღერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კამპანია „ბოდიშის“ მთავარი მესიჯი. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში 18 აპრილს გალერეა „კოპალაში“ ქართულ-აფხაზური გაზეთისა და ვებსაიტის პრეზენტაცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, გამოხმაურება დიდი იყო.

ცენტრის მიერ გაშვებული საიტი www.apsni.org ოთხენოვანია (აფხაზური, ქართული, რუსული და ინგლისური), ხოლო გაზეთი ორ (ქართულ და აფხაზურ) ენაზე გამოვიდა.

ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ასოციაციის ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი აფხაზეთის პრობლემებზე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. მისი თქმით, დღეს ყველაზე მეტად ინფორმაცია აფხაზებს სჭირდებათ. ხოლო ასეთი წამოწყებები ქართულ-აფხაზურ დაახლოებას ხელს შეუწყობენ. “აფხაზები ყოველგვარ ინფორმაციას არიან მოკლებულები. როდესაც აფხეზეთიდან ჩამოდიან აქ და ხედავენ რა ხდება, ეს, გარკვეულწილად, მათ აზროვნებაზე მოქმედებს. ერთი რომ ჩამოდის, ჩამოსვლის სურვილი მეორესაც უჩნდება“.

თეა თოფურია, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი საუბრობს კამპანია „ბოდიშის“ წამოწყების მიზეზებზე: ,,ამით ჩვენ ვცდილობთ როგორმე გავაინეიტრალოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული თხუთმეტწლიანი დაძაბულობა. ეს კამპანია ორივე მხარეს ეხება. ქართველებმა უნდა გაისიგრძეგანონ, რომ ამ კონფლიქტში მხოლოდ აფხაზები არ არიან დამნაშავეები, მეორეს მხრივ, აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყველა ქართველი არ ფიქრობს შურისძიებასა და ომზე“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური საქართველოს სახელმწიფო ენაა. ასე რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს აფხაზური ენის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე. მისი თქმით, ქართულ-აფხაზური უერთიერთობები ვერ აღდგება, თუ დაშვებულ შეცდომებს არ ვაღიარებთ და არსებულ პრობლემებზე არ ვიფიქრებთ.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი საიტი თუ გაზეთი აფხაზურ ენაზე გამოიცა. დადებითი  იმპულსები უნდა გავაგზავნოთ თბილისიდან, აფხაზებმა უნდა იგრძნონ, რომ თბილისში  მხოლოდ აგრესია არ არის, მტრის ხატი არ უნდა შეიქმნას. საიტი ოფიციალურად რამდენიმე დღეა გავუშვით, მაგრამ უკვე ასეულობით ადამიანია შესული. როგორც ჩანს, დაინტერესება საკმაოდ დიდია“.

პრეზენტაციას უხმაუროდ არ ჩაუვლია.

„ვის მაგივრად იხდით ბოდიშს? და რაში უხდით ბოდიშს? თქვენ დაუშავეთ რამე აფხაზ ხალხს? მე დახვრეტილი ქართველების სია მოვიტანე! იმაში უხდით ბოდიშს, ბოლომდე რომ არ ამოგვწყვიტეს? იმაში უხდით ბოდიშს, რომ 300 ათასი ქართველი, რომლებიც აქეთ ვართ გამოყრილები, კიდევ ცოცხლები ვართ? და უკან დაბრუნება გვინდა და რომ არ გვიშვებენ? ბოდიში რაში უნდა მოვიხადო? ოჯახს რომ ვიცავდი? ხელი უნდა შევუწყოთ მეომრებს ერთმანეთს რომ შეხვდნენ, მოილაპარაკონ. ისინი რომ შერიგდებიან, მაშინ მოიხდის ორივე მხარე ბოდიშს. თქვენ მარტო გრანტებზე ფიქრობთ, რომ ასეთი აქციები ატაროთ“, - ამ სიტყვებით მიმართავდა „გრუზია ონლაინის“ დამოუკიდებელი ექსპერტ-რედაქტორი, გოჩა გვარამია. მას კამპანიის სხვა მოწინააღმდეგეებიც ახლდნენ. ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი ტორტის ნაცვლად, ისინი ცენტრს ამ ფულის დახარჯვას იარაღში სთავაზობდნენ.

ალეკო ცქიტიშვილი „აღმოაჩინე საქართველო-ჟურნალისტური ცენტრის“ წარმომადგენელი: „არსებობს სიები, ვინც დაიღუპა აფხაზების მხრიდან, უმრავლესობა არიან რუსები, ჩეჩნები, კაზაკები. აფხაზები არიან მხოლოდ 10 პროცენტი. ჩვენ ვუხდით ბოდიშს აფხაზ ხალხს“.

გულგრილი ცხარე დისკუსიისადმი ეროვნებით აფხაზი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, აფხაზური ჯგუფის წარმომადგენელი, ირმა კინწურაშვილიც არ დარჩენილა. „თქვენ აფხაზეთი აფხაზების გარეშე გინდათ“, - უპასუხა მან ერთ-ერთ რადიკალურად განწყობილ ჟურნალისტს, გიორგი წიკლაურს, რომელიც აცხადებდა, რომ მთავარი მისთვის მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაა.

ირმა კინწურაშვილი: „მიმაჩნია ასეთი წამოწყება ადრეც უნდა ყოფილიყო, რადგან აფხაზებს ქართველებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს, ახალ თაობაში. მათ იციან, რომ ქართველები მათი მტრები არიან, რადგან ასე იზრდებიან. ასეთი სტერეოტიპული მსჯელობა რომ არ იყოს, უნდა შეიქმნას საიტები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. არის ხალხი, რომელიც მიესალმება აზრს, რომ ბოდიში მოსახდელია. არის ხალხი, ვისთვისაც ბოდიშის მოხდა მიუღებელია. თუ ქართველები თვლიან, რომ აფხაზების უფროსი ძმები არიან, გადადგან ის პირველი ნაბიჯი და აჩვენონ, რომ პატიობენ“.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძეს, მიაჩნია, რომ ბოდიშამდე ჯერ კიდევ შორია, ამ კამპანიას, როგორც საერთო დამოკიდებულების გამოხატვას განიხილავს.  „აქ არ არის საუბარი კერძოდ ბოდიშის მოხდაზე. არამედ ერთმანეთის მიმართ საერთო დამოკიდებულების გამოხატვაზე.  მოდით, თუ საჭიროა, მოვუხადოთ ერთმანეთს ბოდიში, ჩვენ კი არ ვიხდით ბოდიშს, ჩვენ მზად ვართ ბოდიშის მოსახდელად.. მე ასე გავიგე“.

კამპანიის განხილვა გალერეა „კოპალაში“ ატეხილი ჩხუბით არ დასრულებულა. საუბარი სხვადასხვა ფორუმზე გაგრძელდა. პრეზენტაციის დროს ატეხილი ჩხუბი გოჩა გვარამიასთვის საკმარისი არ ყოფილა, ასე რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ლანძღვა-გინება მან აფხაზეთი.რუ-ზეც გააგრძელა. ცენტრის კამპანიას „აქცია „ბოდიშვლები“ უწოდა.

„Самое главное в этой акции то, что люди участвующие в нем никогда не жили не только в Абхазии, но возможно даже и не видели в глазах живого абхаза.

Это те люди, которые не знают что такое война, что такое горечь, причиненная этой войной, так как большинство из них отсиживалось в теплой Европе, потеряв чувство патриотизма, чувство гражданства, а многим тогда вообще было меньше 5 лет.

Это те люди, которые ни разу не были у мемориала погибшим за территориальную целостность страны, чтобы почтить их память.

Это люди, которые не осознают, что своей акцией "Бодиши" они также оскорбляют тех, у которых просят прощения. Ведь у них тоже есть погибшие.

Это люди, которые своими необдуманными действиями, потеряв чувство "достоинства война", которое даже кровный враг уважает в своем противнике, еще более усугубляет и оттодоляет разделенное грузино-абхазское общество.

Но они забыли одну истину – если ты не уважаешь свое, тебе никто не поверит, что уважаешь чужое!!!“

ეს კი თბილისის ფორუმიდან ამოღებული იუზერების კომენტარები გახლავთ.

„უმეტესობა უნდა დავხოცოთ, დავტოვოთ მარტო ქალები და ბავშვები და შერიგების და ბოდიშის ნიშნად ჩაქვში გავუშვათ უფასო „პუტიოვკებით“. მეტის ღირსები არ არიან. მაგიც ზედმეტია მე თუ მკითხავთ. უამრავი ქართველი თვლის რომ ჩვენ საბოდიშო აფსუების მსგავს რასასთან არ გვაქვს.  აი ამ კამპანიის სახელი რომ მესმის ბოდიში და დედის გინება მადგება ენაზე“ ...

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვეომოთ ან გენოციდი ჩაუტაროთ აფხაზებს, მარა საბოდიშო ნაღდად არ გვაქვს არაფერი“.

"მიდით ერთი...ერთი ეგ "ბოდიში"-ს წინადადება დაუწერეთ ვინმემ მაგათ ფორუმზე ...პროსტო სცადეთ რა.. 
შედით ..უთხარით.. пацаны...мы родные... даваите помиримся.. мы хотим сказать вам -простите нас! будем жыть вместе и дружно"

 „ბოდიში არ გვეკადრება. ჩვენ ხომ რჩეული მიწიდან ვართ“.

„ჩვენ რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიში? რა, იმათ არ აქვთ საბოდიშო? აბა გაიხსენეთ, ეს რესპუბლიკელების შემოგდებული აზრი იყო, მგონი ზაქარეიშვილი ამბობდა მაგას, აფხაზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, მიწა წაგვართვეს, ჭუბერზე ხალხი გაგვიყინეს და ბოდიში კიდევ ჩვენ უნდა მოვუხადოთ?“

კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანებს აგრესიული დამოკიდებულება არა მხოლოდ ცენტრის მისამართით აქვთ, არამედ, საერთოდ, აფხაზების მისამართით. მათთვის გასაგებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა კონფლიქტის მოგვარება. რადგან მეორე, პირველისგან განსხვავებით,  ომს გამორიცხავს.

თეა თოფურია საუბრობს იმ შედეგებზე და გამოხმაურებაზე, რომელიც კამპანია „ბოდიშს“ მოყვა:

„ამ კამპანიას ბევრნაირი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს მოეწონა, ზოგი კი ძალიან გაღიზიანდა. ბევრია, ვინც ფიქრობს, რომ აფხაზები ჩვენს ამ ნაბიჯს ვერ გაიგებენ და სისუსტეში ჩაგვითვლიან. ბევრმა ისიც თქვა, მარტო ჩვენ რატომ ვიხდით ბოდიშს, მათაც მოიხადონო. ერთი რამ მინდა განვმარტო,  ჯერ ერთი, ეს მიმართვა მთელი ერის სახელით არ დაწერილა, ვინც ხელს მოაწერს მიმართვის ავტორიც ის იქნება.  მეორეც, ბოდიშის მოხდისას მეორე მხარეს ვერ აიძულებ, შენც ითხოვე პატიებაო, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, რას იზამს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი იყო, პირველად ქართველების მხრიდან რომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რადგან ქართველები გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე აფხაზები, თანაც აფხაზეთი იყო საქართველოს ნაწილი და არა საქართველო აფხაზეთის. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვქონდა და არაფერი დაშავდება, თუ შეცდომების აღიარებაც ჩვენგან დაიწყება.

მოუხადო აფხაზ ხალხს ბოდიში იმისათვის, რომ ომის შეჩერება ვერ შევძელით, მე მგონია, ამაში არაფერია მიუღებელი. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს კრიმინალებს, სამხედრო დამნაშავეებს ან აფხაზეთის მთავრობას ვუხდით ბოდიშს. ეს ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ ხალხთან გვინდა კონტაქტზე გასვლა. დღეს აფხაზისთვის ქართველი მხოლოდ მტერია, რომელიც როდესღაც დაბრუნდება და ოჯახს აუწიოკებს. სანამ აფხაზმა ეს იცის და ამის სჯერა, მანამდე ყველა ღონეს იხმარს, რომ ენგურის ხიდი ქართველებისთვის ჩაკეტილი დარჩეს.  სიმართლე რომ ვთქვათ, ეს შიში რეალურია. თუ იმ გამოხმაურებების მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც ამ კამპანიის მოჰყვა, ქართველების მხდრიდან ბევრი მართლაც იმ დღეზე ოცნებობს, აფხაზეთში იარაღით რომ შევარდება. ჩვენ სწორედ მის წინააღმდეგი ვართ, ჩვენ გვინდა წარსულის გამოცდილება გამოვიყენოთ და მეორედ აღარ ჩავვარდეთ იმ ორმოში, რომლიდანაც უკვე მეთხუთმეტე წელია ვერ ამოვდივართ“.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC