21:55, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის მოადგილემ მანქანა დააზიანა და მიიმალა?

15.07.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი 300 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცავებმა ხორგუანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სიჩქარის გადაჭარბებისა და მსუბუქი მანქანის დაზიანებისთვის შეუდგინეს.

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის წინ, თელავში, რეგიონში მომუშავე ადვოკატებისთვის ორგანიზებულ ტრენინგზე მყოფმა სოფო ხორგუანმა, სახალხო დამცველის აპარატის კუთვნილი ავტომანქანით სხვისი მანქანა დააზიანა, რის შემდეგაც ის მიიმალა. საქმეში შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო, მანქანის დაზიანების თაობაზე სატელეფონო შეტყობინების შემდეგ ჩაერთო. ავტომანქანაზე, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი მართავდა, ძებნა გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხორგუანი საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„ქალბატონს, რომელიც მითითებულ ავტომანქანას მართავდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განვუმარტეთ, რომ ქ. თელავში მანქანის დაზიანებაში იყო შემჩნეული, რაც კატეგორიულად უარყო. განაცხადა, რომ თელავში იყო, მაგრამ მას მანქანა არ დაუზიანებია. უარყოფის გამო საპატრულო პოლიციის სამმართველოში კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ მომხდარის შესახებ და დაგვიდასტურეს, რომ მანქანამ, სახელმწიფო ნომრით, დააზიანა სხვა მანქანა, რის შემდეგაც მძღოლი მანქანით მიიმალა. თავადაც გაიგო რა გვიპასუხეს სამმართველოდან. მერე გვითხრა, რომ ის არის სოფო ხორგუანი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ამის დასადასტურებლად შესაბამისი მოწმობა წარმოგვიდგინა და აღნიშნა, რომ მას არასწორად ვადანაშაულებდით და დაგვემუქრა, რომ ხელძღვანელობასთან გვიჩივლებდა და სამსახურს დაგვატოვებინებდა“, - გვითხრეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
მომხდარის შემდეგ სოფო ხორგუანს მანქანა ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

ინციდენტს სახალხო დამცველის მოადგილე შემდეგნაირად განმარტავს:
„თელავში ჩასულმა ვერ მივაგენი სასტუმროს, დაახლოებით 20:30 იქნებოდა, ამინდის გამო ალბათ, ქუჩაშიც არ იყო არავინ, რომ გზა მეკითხა, ბნელოდა. ამ დროს შევნიშნე მანქანა ერთ-ერთ სახლთან და კართან ადამიანები. მივუახლოვდი, მათ ამიხსნეს, თუ როგორ უნდა მივსულიყავი სასტუმროში, ამ დროს ვმოძრაობდი უკუსვლით, როდესაც, სავარაუდოდ, შევეხე იქვე მდგარ მანქანას (ამის შესახებ მოგვიანებით შემატყობინა პატრულმა). შეხება არ შემინიშნავს.

საგარეჯოში გამაჩერა საპატრულომ სიჩქარის გადამეტების გამო, რაც არ გამიპროტესტებია. ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად გამოეწერათ ჯარიმა. იყვნენ ძალიან თავაზიანები. ამ დროს მათ შეამოწმეს ჩვეულებრისამებრ მანქანა, რომელიც ძებნაზე აღმოჩნდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ დიდხანს მეგონა ფარული კამერის მსხვერპლი ვიყავი. საპატრულოს თანამშრომლებმა შემატყობინეს, რომ მანქანა ძებნაზე იყო იმის გამო, რომ თელავში მანქანა დავაზიანე. მანქანა ჩამომართვეს. მე, რა თქმა უნდა დავემორჩილე. ჯერ ერთი, კანონმორჩილი ვარ და იმიტომ, და მეორეც - მე თანამდებობრივად გახლავართ ისეთ პოზიციაზე, რომ სხვას ვუთითებ კანონმორჩილებას. პატრულის თანამშრომლები გამორჩეულად თავაზიანები იყვნენ. ალბათ შეცდომააო, ძალიან წუხდნენ“, - აღნიშნავს სოფო ხორგუანი.

მისივე თქმით, „სახალხო დამცველის მოადგილის დამადასტურებელი მოწმობა ალბათ მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენო, თუ ამის საჭიროება არის კანონდარღვევის დროს. პატრული იმდენად ხაზგასმით თავაზიანი იყო, რომ რეალურად ვირწმუნე პატრულის რეფორმის წარმატება. მაგრამ ეს მხოლოდ სუბიექტური არგუმენტი გახლავთ. ობიექტური არგუმენტი კი იმისა, რომ მე მსგავს რამეს ვერ ვიზამდი, ის არის, რომ ასეთი მოწმობა არ გამაჩნია. მაქვს მხოლოდ რწმუნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ და იქვე გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ წესიერებისათვის, რომელიც პატრულმა მის მიმართ გამოიჩინა. „ეს ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელიც მე ჩემს ქვეყანაში მოქალაქეობრივი ღირსების განცდას მიბრუნებს“, აცხადებს ხორგუანი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC