19:35, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორელ გლეხებს საძოვრიდან ნახევრად მშიერი საქონელი მოჰყავთ

16.07.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

რამდენიმე დღეა გორის რაიონის ,,ზემო მხარის" სოფლებში გლეხები თითო კომლზე 5-5 ლარს აგროვებენ. ეს იმიტომ, რომ საძოვრები მთელმა სოფელმა შეისყიდოს და იქ გადამთიელი არავინ შევიდეს. მიუხედავად ამისა, ბევრ სოფელში სოფლის მოსახლეობამ საძოვრების კოლექტიური შესყიდვა ვერ შეძლო და კერძო პირებმა საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების პრივატიზება მოასწრეს. ბევრგან დღეს თითო კომლზე თანხის აკრეფას და სოფლის სახელზე საძოვრების პრივატიზებას აზრი აღარც აქვს.

მიწის მასობრივმა პრივატიზაციამ ბევრ სოფელში ის შედეგი გამოიღო, რომ გლეხებს პირუტყვის საძოვარი ადგილი აღარ აქვს. კერძო საკუთრებად ქცეულმა მიწის ფართობებმა სოფლად მაცხოვრებლები დააბნია. ამჯერად მწყემსები საქონელს ყოველდღიურად ერთსა და იმავე ადგილას აძოვებენ, წყალსაც ერთ ადგილზე ასმევენ და საღამოსაც სახლში მშიერ-მწყურვალ საქონელს აბრუნებენ.

მწყემსებს კერძო საძოვრებზე გახედვის უფლებაც კი არა აქვთ.
ამ რამდენიმე ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტან ლეჟავამ ასეთი რაღაც გვითხრა - სოფლად ინვესტიციების ჩადება იქ უმუშევრობის ზრდას გამოიწვევოსო. ეს მოსაზრება ლეჟავამ ასე ახსნა - სოფლად ინვესტიციების გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ ფერმერს ტექნიკის შეძენის საშუალება ექნება, ეს კი ხელის მუშას გამოდევნის, გარდა ამისა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების შემდეგ ფერმერი გარშემო არსებულ მიწის ფართობებს მეზობლებისგან შეისყიდის. ეს კი მეზობლების მიწის გარეშე დარჩენას, შესაბამისად მათ უმუშევრობას გამოიწვევსო.

ანალოგიური მოსაზრებისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსი კახა ბენდუქიძე. იგიც თვლის, რომ ამჟამად სოფლად ყველა დასაქმებულია, რადგან მიწის ნაკვეთები აქვთ და ყველას შეუძლია საკუთარ ნაკვეთში მუშაობა. შესაბამისად, დამუშავებული მიწის ნაკვეთიდან მიღებულ მოსავალს გლეხი ადვილად გაუკეთებეს რეალიზაციას, გაყიდიან და მოგებასაც ნახავენ.

ახლა, ვნახოთ რა სურათი გვაქვს სოფელში რეალურად...

მამლის ყივილამდე ოჯახის უფროსი საბძელში შედის. რძეს მოაგროვებს და შემდეგ უკვე საქონელი სანახიროზე გაჰყავს. ნახირში წასვლა იმ ოჯახს, რომელსაც ერთი სული საქონელი ჰყავს, თვეში ერთხელ უწევს. თუ ფიზიკურად ამის გაკეთება არ შეუძლია, 5 ლარი დაქირავებული მენახირისთვის უნდა გადაიხადოს. სოფელში უკვე პროფესიონალი მენახირეებიც არიან, რომელთაც ყოველდღიურად  საქონელი საძოვარზე ქირით დაჰყავს. დღეში მათ 5 ლარს, გარდა ამისა ოჯახის უფროსი საგზლად საჭმლით სავსე ჩანთასაც ატანს.

საძოვარზე გასულ საქონელს დიდი ყურადღება სჭირდება, მთავარია ,,სამგლე" პირუტყვი კერძო მიწისმფლობელების კუთვნილ ტერიტორიაზე არ გადავიდეს. თუ ეს მსხვილმა მიწათმფლობელმა  შეამჩნია, აუცილებლად საჯარიმო თანხას მოითხოვს. საჯარიმო თანხა ისევ პირუტყვის პატრონებმა უნდა შეაგროვონ.

არის შემთხვევები, როდესაც საქონელი კლდიდან ხრამში ვარდება, ასეთ დროს სოფლის მაცხოვრებლები ისევ თანხას აგროვებენ და ეხმარებიან დაღუპული საქონლის პატრონს ახალი ძროხის შეძენაში.

სახლში დარჩენილი დიასახლისი ვალდებულია მოგროვებული რძე შეადედოს მაწვნად, ან კიდევ ყველი მოამზადოს. სახლში მომზადებულ ყველსაც და მაწონსაც ქალაქში კარგად ყიდიან. მართალია ქარხნულ რძის ნაწარმს ფასით ჩამოუვარდება, მაგრამ ქალაქში იციან, რომ სოფლიდან ქალაქში დიასახლისი ნაღდ მაწონსა და ყველს ჩაიტანს.

,,სოფელში საქონელს ძალიან მცირე წველადობა აქვს. ამიტომ იძულებული ვართ ხოლმე 2-3 დღის რძე შევაგროვოთ და ამის შემდეგ ვამზადებთ ქალაქში წასაღებად მაწონსა და ყველს. ნახევარლიტრიანი ქილა მაწონი ათი შაური ღირს. წარმოიდგინეთ ერთმა ადამიანმა რამდენი ქილა მაწონი უნდა ჩაიტანოს ქალაქში, რომ დღეში სოლიდური თანხა აიღოს. გვიწევს დაახლოებით 20 ქილა მაწვნის წაღება, მეტს ვერ მოვერევით. ჯერ ერთი მძიმეა და მეორეც, გვეშინია არ გაგვიტყდეს. იქ გზის ფული, იქ რაღაც საჭმელი გინდა, რაღა უნდა წაიღო სოფელში, არაფერი. ეს არის ჩვენი მოგება და ჩვენი სამუშაო", - ამბობს დიასახლისი.

ბოლო დროს რამდენიმე სოფელში ,,ეკო-ფუდის" მანქანები გამოჩნდა. ერთ ლიტრ რძეს 30 თეთრად იბარებენ. ქართული ძროხა დღეში მაქსიმუმ 6-7 ლიტრ რძეს იძლევა. ოჯახებში საშუალოდ 3 ძროხა ჰყავთ, გამოდის, რომ ოჯახს შეუძლია დღეში 20 ლიტრი რძე ,,ეკო-ფუდის" წარმომადგენლებს 30 თეთრად ჩააბარონ, საიდანაც მხოლოდ 6 ლარი შეხვდებათ. ესეც თეორიულად, თორემ, ოჯახის დიასახლისის მიერ შეგროვებულ რძეს გარკვეული რაოდენობა აკლდება, რადგან მათ თვით ოჯახის წევრებიც იყენებენ საკვებად.

გარდა ამისა, გლეხს საქონლის გამოსაზამთრებლად თივის მოგროვება სჭირდება. წელს, მართალია, წვიმიანი სეზონი იყო, თუმცა ხანგრძლივმა სიცივეებმა ბალახი ვერ გაზარდა, შესაბამისად, გლეხს ბევრი შრომა უწევს გათიბვის დროს. მინდვრიდან თივის ჩამოტანას ცალკე სახსრები სჭირდება, საწვავი, მანქანა, მუშები და ა.შ.

საქონლის გარდა, ოჯახის წევრებს მათ კერძო საკურებაში არსებული მიწის ნაკვეთები აქვს დასამუშავებელი, შემდგომ კი მოსარწყავი. შარშანდელ წლებთან შედარებით, წელს გორის რაიონის სოფლებს სარწყავი წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ. საკმაოდ დიდი თანხები გამოიყო ტირიფონისა და სალთვისის სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის, რომლებსაც სათავე-ნაგებობები ცხინვალის ტერიტორიაზე აქვთ. წყლის შეწყვეტა კი მხოლოდ და მხოლოდ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებასურვილზეა დამოკიდებული. იყო დრო, როდესაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება წყლის გამოშვების სანაცვლოდ ქართული მხარისგან თანხას 1500-2000 ლარის ფარგლებში ითხოვდა. დღეს ქართულ მხარეს შესაბამისი პასუხი აქვს მოფიქრებული: წყლის გადაკეტვის შემთხვევაში ქართული მხარე ცხინვალისკენ მისასვლელ გზებს კეტავს. ეს რატომღაც ოსურ მხარეს არ მოსწონს.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC