17:48, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სანამდე გაგრძელდება „ომობანას“ თამაში?!“

19.07.2008
ჩაკეტილი ხიდი და ჩიხში მოქცეული ქართველები

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ენგურის ცენტრალური ხიდი 18 დღის წინ ჩაიკეტა. აფხაზური მხარე მის გახსნას ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა სამშვიდობო მისიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის გზა დღესაც ხსნილია. გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მცირე ნაწილი გადაადგილებას შემოვლითი გზებით, ფეხითა და ცხენებით ამ დრომდე მაინც ახერხებს. ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზურ-ჩეჩნურ-რუსული შეიარაღებული ჯგუფები მთელ პერიმეტრზე აკონტროლებენ. მოსახლეობა კი საკვებ პროდუქტებს ზუგდიდიდან ვეღარ ეზიდება და დახმარებას საქართველოს მთავრობისაგან დღემდე ითხოვს. ქართველები შიმშილისა და ომის ზღვარზე დგანან.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანთა მსხვერპლით დასრულებული ტერაქტების შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას პირველ რიგში ის ქართველები არ გამორიცხავენ, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ. გაძლიერებული სამხედრო კონტროლის შედეგად სწორედ ისინი დაზარალდნენ. აფხაზურ-ჩეჩნურ-რუსული შეიარაღებული ჯგუფები მიმოსვლას შემოვლითი გზებითაც კრძალავენ. ნაბაკევიდან ხურჩაში ცხენის ორთვალით გადმოსული მოხუცი ქალბატონები ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე თამამად საუბრობენ. 

„პადვოდით“ გადმოვედით, აფხაზებმა შეგვნიშნეს, მაგრამ შეჩერება აღარ უცდიათ, ალბათ, დედაბრები შეგვიცოდეს... ჩვენსკენ სიმშვიდეა, თუმცა ეს უფრო გვაშინებს. ნაბაკევში შეიარაღებულები მოძრაობენ, მაგრამ უბრალო ხალხს არ ერჩიან. საკვები შემოგვაკლდა, ცოტა თხილი წამოვიღეთ გასაყიდად, ზუგდიდის ბაზარში მივდივართ. აბა, გალის ბაზარს „ცეცხლი უკიდია“. ერთი კილოგრამი პომიდორი იქ 100 მანეთი, 7 ლარი ღირს. აფხაზები იქ არაფერს შეგატანინებენ, ბაღაფშმა თქვა, საქართველოდან პროდუქტი ვეღარ შემოვაო. ჩვენთან კი სულ წვიმდა, უამინდობამ ბოსტნეულის მოყვანას ხელი შეუშალა. პომიდორი ვერა და ვერ დამწიფდა..."

„ცხენებით გადმოსვლას კი ვახერხებთ, მაგრამ დაღამებამდე უკან დაბრუნებას ვეღარ ვასწრებთ. ბევრი ისეთია, ვისაც ზუგდიდში დასარჩენი ადგილი არა აქვს, ამიტომაც ვერ გადმოდის. ბავშვიანმა ქალებმა რა ქნან, ორი კაპიკი აქვთ და იმითაც ვერაფერს შოულობენ. ჩვენ კარგი, ბებრები ვართ, მაგრამ თოთო ბავშვებს შაქარი, ფაფა, კარაქი, „პაჩენია“ ხომ სჭირდებათ?! ასე მგონია ეს სიმშვიდე მოჩვენებითია და ყველანი უბრალოდ განაჩენს ველოდებით. ადრე ჩვენი სოფლის ბავშვები „ომობანას“ ხიდან გამოთლილი თოფებით თამაშობდნენ, თავისი წესებიც ჰქონდათ... ახლა მათ არც კი იციან ეს თამაში როგორია. სამაგიეროდ ახლა დიდები თამაშობენ „ომობანას“, მაგრამ წესები არა აქვთ. ამ უწესობით სანამდე გააგრძელებენ არ ვიცი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველა დაზარალდება. ომი მსხვერპლს არ ირჩევს... მშვიდობით უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი!“

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც ომის დაწყების საფრთხესთან ერთად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივებზე ერთდროულად საუბრობს. ზუგდიდის მთავარ პარკში, ე.წ. „გალის ბირჟაზე“ ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

„ომი დღეს არც აფხაზებს სურთ, ამაში დარწმუნებული ვარ! ერთი ჩემი ძველი აფხაზი მეგობარი, გვარად კობახია ცოტა ხნის წინ მარწმუნებდა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთში გატარებული პოლიტიკა მისთვისაც მიუღებელია, რომ რუსებს მხოლოდ საკუთარი ინტერესები აქვთ და აფხაზი ხალხის ბედი ნაკლებად აღელვებთ, რომ ამაში მათ მისი თანამემამულეები უწყობენ ხელს და ძალიან მალე ყველაზე ცუდ შედეგს სწორედ აფხაზები მიიღებენო. ასეც მოხდება. ჩვენც ვიცით, რუსეთისა და ამერიკის ფაქტორი რომ არა ქართველები და აფხაზები საერთო ენას დიდი ხნის წინ გამოვნახავდით, უპატიებელი ამ ქვეყანაზე არაფერია!“ -ამბობს ოჩამჩირედან დევნილი შუახნის მამაკაცი.

„შეურაცხმყოფელია ის, რომ ქართველი მოზარდები აფხაზურ არმიაში იძულებით მიჰყავთ, ის, რომ სოხუმში მიმდინარე მშენებლობებზე გალელ ბიჭებს იაფად ამუშავებენ, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტის მოგვარების რეალური გზები არ ჩანს. როგორ მოიქცეს ის ქართველი, რომელმაც დევნილობაში ჭერი ვერ მოიძია, ოჯახი ვერ არჩინა, სამუშაო ვერ იშოვა და თავშესაფარი კვლავ მშობლიურ სახლში იპოვა. თურმე აფხაზებს იმ გალელი მუშების მეგრულად საუბარი სასტიკად აღიზიანებდათ, ვინც რუსულ ენაზე ვერ მეტყველებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ამ ფაქტს შეეგუენ და ხმამაღლა აღარ აპროტესტებდნენ. სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებს თურმე სხვა ნაწილი დაუპირისპირდა და განუცხადებიათ, რომ თუ მათ ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეებად ვაღიარებთ, მეგრულ საუბართან შეგუებაც აუცილებელიაო... მუდმივი დაძაბულობით, კონფლიქტის გაღვივებითა და ტერაქტებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ვერასდროს აღდგება“ - აცხადებს გუდაუთადან დევნილი ქალბატონი.

აფხაზეთიდან დევნილი ქართველები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტსაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ნებისმიერი ფორმა მათთვის მისაღებია, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია დევნილების უსაფრთხო დაბრუნება  - თუნდაც გალისა და ოჩამჩირის რაიონებში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC