23:03, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზებმა ოთხი ქართველი მამაკაცი დაატყვევეს

29.09.2008
ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

აფხაზურმა მილიციამ 24 სექტემბერს ოთხი ქართველი, ბადრი ახალაია, ხვიჩა უბირია, გოგიტა კვირკვია და პაპუნა ქარაია გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დააკავა. მათთან ერთად დაკავებული ორი ქართველი ქალბატონი კი აფხაზმა ძალოვანებმა მოგვიანებით გაათავისუფლეს. აფხაზური მხარე დატყვევებული ქართველების გაცვლას გოდერძი ეფენიაზე ითხოვს, რომელიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტი სოფელ ოტობაიაში, ხიდთან ახლოს განლაგებულ აფხაზურ ბლოკპოსტზე მაშინ მოხდა, როცა ექვსი ქართველი ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ცხენის ორთვალით ბრუნდებოდა. შეიარაღებულ პირებს შორის გალის აფხაზური ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ოტობაიას გამგებელი ბესიკ ჭყონია აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ მან შეატყობინა აფხაზ ბოევიკებს ქართველების გადაადგილების შესახებ.

იზო სანაია: "ცხენის ორთვალაზე მამაკაცებთან ერთად მე და ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე სვეტა კვირკვია ვიჯექით. საღამოს 5 საათზე ოტობაიას ხიდთან აფხაზებმა დაგვაკავეს. ჯერ დაგვკითხეს, საიდან ვიყავით, როგორ მოვხვდით იმ ადგილებში, ყველას სახელი და გვარი ჩაიწერეს. შემდეგ ჭყონია მოგვიახლოვდა და გვითხრა, ჩვენი კაცი ჰყავს დაჭერილი თქვენს პოლიციას, გვარად ეფენია და უნდა გავცვალოთო. ისიც დაამატა, ეფენია უდანაშაულოა და თუ გადმოგვცემენ, დღესვე გაგათავისუფლებთო. ჭყონიამ ქაღალდზე ეფენიას გვარი საკუთარი ხელით ჩაწერა და გადმომცა. უკვე მივხვდით, რომ ქალებს გვათავისუფლებდნენ".

სვეტა კვიკვინია: "აფხაზურ საგუშაგოზე დაახლოებით ერთი საათი დავყავით. გალიდან დამატებითი ძალა გამოიძახეს. ალბათ, სპეცრაზმი იყო, კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ. ოთხივე "უაზის" მარკის მანქანაში ჩასვეს და გალისკენ წაიყვანეს. შეგვპირდნენ, რომ მათ არ სცემდნენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ. "

აფხაზების ტყვეობაში აღმოჩენილი ქართველები თხილის მოსაგროვებლად  ორსანტიიდან ოტობაიაში 4 დღის წინ გადავიდნენ. თხილის პლანტაციებში მუშაობის სანაცვლოდ ისინი ყოველდღიურ ანაზღაურებას 10-15 ლარის ოდენობით იღებდნენ. მანამდე კი  ექვსკაციანი მუშა-ჯგუფი ზუგდიდის რაიონის სოფლებში მუშაობდა.

იზო სანაია: "ორივე ქალი დევნილი ვართ. ახალგაზრდა ბიჭები კი რომლებიც 25-დან 30 წლამდე არიან, სოფელ ზედა ეწერში ცხოვრობენ. ერთ უბანში ვცხოვრობთ, ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე. იქ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც არიან განთავსებული. ოჯახების რჩენა ამ გზით გადავწყვიტეთ, სოფელ-სოფელ დავდიოდით და თხილს ვაგროვებდით. ვიცოდით, რომ ოტობაიაში გადასვლა დიდ რისკს უკავშირდებოდა, მაგრამ შინ 5 შვილი მელოდებოდა..."

აფხაზების მოთხოვნა დღემდე უცვლელი რჩება. ისინი დატყვევებულების თავისუფლების სანაცვლოდ გოდერძი ეფენიას გადაცემას მოითხოვენ. უცნობია ქართული მხარის გადაწყვეტილება გაცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეფენია ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვა-ტარებაშია ბრალდებული. ქართველმა სამართალდამცავებმა იგი ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მაშინ დააკავეს, როცა მას ნარკოტიკული საშუალება გალიდან ზუგდიდში გადმოჰქონდა.

ქართველი ტყვეების ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართული მედიასაშუალებების მისამართით. იზო სანაია მოუწოდებს ჟურნალისტებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც ტყვეების ცემას უკავშირდება. მისი განცხადებით, აფხაზური მხარის გაღიზიანება სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია.

იზო სანაია: "ჩვენ ვიცით, რომ ბიჭები არ არიან ნაცემი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მაშინ როცა ჩვენი ბიჭები ისედაც სტრესულ მდგომარეობაში არიან, მათ სიცოცხლეს ამით საფრთხე არ შევუქმნათ. ჩვენ მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაგვეხმაროს ქართველი ბიჭების გათავისუფლებაში."

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC