კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები სასამართლო რეფორმას სხვადასხვანაირად აფასებენ

13 ნოემბერი, 2008

2009 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაიშნებიან. ისინი სამსახურს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის, პენსიაზე გასვლისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე დატოვებენ. ადვოკატები რეფორმის უკმაყოფილოები არიან.
 
გულო კოხოძე, ახალციხე

უზენაესი სასამათლოს თავმჯდომარემ, კოსტანტინე კუბლაშვილმა იმ რეფორმების შესახებ გააკეთა განაცხადი,  რომელიც სასამართლოში უნდა განხორციელდეს. 

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნას შეეხება. მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, სტაბილურობისა და უცვლელობის გარანტი – ასე შეაფასა კოსტანტინე კუბლაშვილმა რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში ინიცირებული ეს ცვლილება.

„ამ პრინციპის უზრუნველყოფით, ჩვენ დავასრულებთ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალი სისიტემის შექმნას და ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებულად ჩაითვლება. ახალი სისტემით, უვადოდ დაინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, წარმატებით გაივლის კონკურსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, წარმატებით გაივლის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრულ სასწავლო კურსსა და მოხვდება სპეციალურ სარეიტინგო სიაში. ეს საკონსტიტუციო ცვლილება წელს იქნება მიღებული და ამოქმედდება მომავალი წლიდან“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
 
მოსამართლეები სამსახურს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის, პენსიაზე გასვლისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე დატოვებენ.

კოსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე ადვოკატები. ეკა აბაშიძე, ადვოკატი: „მოსამართლის უვადო დანიშვნა არ მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო რომ მისი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება სამართლიანი. ეს არ მაძლევს გარანტიას, რომ ის იქნება აუცილებლად კეთილსინდისიერი ან არაკორუმპირებული. თუ იქნება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება სასამართლოს სამართლიანობა.
თუ მოსამართლეს სურვილი არა აქვს ფაქტები გამოამჟღავნოს და რეალური სურათი აჩვენოს, გინდა უვადოდ აირჩიეთ და გინდა ვადით. რატომ უნდა ელოდოს ნიჭიერი ახალგაზრდა მოსამართლის ფიზიოლოგიურ სიკვდილს, რომ ადგილი გამოთავისუფლდეს?“

მაგდა ბერიძე, ადვოკატი: „ნამდვილად არ უნდა მოხდეს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. განსაზღვრული დრო უნდა იყოს, განსაზღვრულ ასაკამდე. ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდები მოდიან  და მათ ასპარეზი უნდა ჰქონდეთ.  არ უნდა მოხდეს ისე, რომ დაჯდეს მოსამართლე სავარძელში და განაცხადოს მე უვადოდ ვარ დანიშნული და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამ მხრივ ეს საკითხი ჩემთვის მიუღებელია.“

ანა ხაჩატურიანი, იურისტ–ადვოკატი: „რეფორმები სასიკეთოდ წავა. მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ჩემის აზრით გამართლებულია, რადგან ამ შეთხვევაში მოსამართლეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და უფრო მეტი სამართლიანობა იქნება.“

ავთანდილ თელიაშვილი, ადვოკატი: „მოსამართლე დაცული უნდა იყოს. გადარჩევის მომენტის მოახლოება მოსამართლეებზე ფსიქოლოგიურად ძალიან
ცუდად მოქმედებს. სწორედ, ამ დროს ხდება საქმეების მიფუჩეჩება. თუ მოსამართლეებს ისევ მოკლე ვადით ავირჩევთ, ამას მწარედ ისევ ხალხი იწვნევს. მოსამართლედ იმან უნდა იმუშაოს ვინც ღირსია. თუ დარღვევა გამოვლინდება მოსამართლეთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ არსებობს კანონი, ის ამოქმედდება და მოსამართლეს დაითხოვენ.
რაც შეხება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, კარგია, მაგრამ ეს დიდი ქვეყნებისთვის არის მოგონილი. ახალციხეში ყველა ყველას იცნობს, ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა მოხდება და არ გაამართლებს. გარდა ამისა, ეს ხელს შეუშლის საქმის ოპერატიულად განხილვას, ჯობია კეთილსინდისიერ, კარგად ანაზღაურებად მოსამართლესთან წყდებოდეს საქმეები, ვიდრე არაკვალიფიციურ ნაფიც მსაჯულებთან.“

ოთარ გამყრელიძე, პროფესორი: „საქართველოში მოსამართლეების ასარჩევად დღეს დონე ძალიან დაბალია, შეიძლება მუდმივად კარგი მოსამართლე ვერ აირჩიონ, ეს კი მთელ სასამართლო სისტემას დაბლა დაწევს.
ვადიანი არჩევნების შემთხვევაში კი, ცუდი მოსამართლე შეგვიძლია უკეთესით შვცვალაოთ. დღეს ჩვენთან მოსამართლეებს ურეკავენ და იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ. მუდმივად მოსამართლეები იმ ქვეყნებში უნდა დაინიშნონ, სადაც არჩევის მომენტში უსამართლობა მინიმუმადეა დაყვანილი ან სულაც გამოირიცხულია.“

ახალი ამბები