13:13, Saturday, 22.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარაში ქალებს ისევ ჩაგრავენ

28.11.2008
თეა თოფურია, თბილისი

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით ჩატარდა.  შედეგად დადგინდა, რომ ქალების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.

მონიტორინგის წევრებს პრობლემები შეექმნათ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რადგან სათანადო ინფორმაცია ბევრ უწყებაში უბრალოდ არ არსებობს. მოპოვებული ციფრების მიხედვით, ინფორმაცია შემდეგნაირად დალაგდა.

აჭარის ავტონომიური მთავრობის აპარატი: 18 ქალი, 37 მამაკაცი.

ბათუმის საკრებულო:  0 ქალი, 15 მამაკაცი.

ქობულეთის საკრებულო: 2 ქალი, 6 მამაკაცი.

ქედის საკრებულო: 5 ქალი, 14 მამაკაცი.

შუახევის საკრებულო: 2 ქალი, 17 მამაკაცი.

ასევე მონიტორინგის კვლევის საგანი იყო, თუ ვის გადაეცემა  ქონება მემკვიდრეობით, ქალს თუ ვაჟს. მსგავსი მონაცემები ოფიციალურ სტრუქტურებში არ აღირიცხება, მაგრამ ინფორმაციის სხვა  წყაროების მიხედვით, გაირკვა, რომ უმეტესად ქონებას მაინც ვაჟს უტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით ქალს და კაცს არ ანსხვავებს.

დისკრიმინაცია იკვეთება არასრულწლოვანთა ქორწინების კუთხითაც. როგოც წესი, იმ არასრუწლოვანთა უმეტესობა, რომელიც ოჯახს ქმნის, გოგონაა და არა ბიჭი.

რაც შეეხება ძალადობას ოჯახში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით აღრიცხული 49 ძალადობის ფაქტიდან 39 შემთხვევაში დაზარალებული ქალი იყო, 10 შემთხვევაში - მამაკაცი, ერთ შემთხვევაში - არასრულწლოვანი.  ყველაზე ხშირია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

კვლევა ჩატარდა ეკონომიკურ აქტივობის კუთხითაც.  2007-2008 წლებში პროკრედიტბანკს მცირე ბიზნესისთვის სესხის ასაღებად აჭარის რეგიონიდან  5 504 ქალმა  და, 11 292 მამაკაცმა მიმართა.

იგივე ვითარებაა საქართველოს ბანკშიც : ქალი - 726, მამაკაცი - 1276.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  გენდერული პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბებულ  რეკომენდაციებს ხელისუფლებას მიაწვდის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC