13:55, Sunday, 23.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ატესტაცია - საკუთარი კადრების დანიშვნის მექანიზმი?

09.12.2008
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს ატესტაციის გავლა მოუწევს. ატესტაცია სავალდებულოა და ვინც საგამოცდო ტესტის 100 შეკითხვიდან 75-ს სწორედ ვერ უპასუხებს, სამსახურიდან გათავისუფლდება. დაზუსტებული ინფორმაციით, ატესტაცია ჩატარდება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოშიც. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა რეკომენდაცია უკვე მიიღეს.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ატესტაციას 2008 წლის 20 დეკემბერს გაივლიან. გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება, შესაბამისი განკარგულება და დანართების ნიმუშები, რეგიონულ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.

რატომ გახდა ამ ატესტაციის ჩატარება საჭირო? ვინ ხელმძღვანელობს გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და ვინ არიან კომისიის შემადგენლობაში? ხომ არ ისახავს ატესტაცია მიზნად სამსახურებიდან საჯარო მოხელეთა მასობრივ გათავისუფლებას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს მივმართეთ.

- ბატონო გიორგი, რატომ გახდა საჭირო კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ატესტაციის ჩატარება, თანამშრომლების კვალიფიკაცია არ მოგწონთ?

- საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონი ცალსახად განმარტავს ატესტაციის შინაარსს და წესს. კერძოდ, საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას. ვითვალისწინებთ, რომ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ატესტაცია არ ჩატარებულა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის მოთხოვნები რეგულარულად უნდა სრულდებოდეს.

- როგორც ვიცით, ატესტაცია შეეხება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობას. როდის ჩატარდება გამგეობებში ეს პროცესი და კონკრეტულად ვის, რა თანამდებობის პირებს შეეხებათ?

- მიმაჩნია, რომ ყველა მოხელის, იქნება ეს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, თანამდებობაზე შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს კვალიფიკაცია. მუნიციპალიტეტებში, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს გამგებელი საკრებულოსთან შეთანხმებით. რაც შეეხება კონკურსის და შესაბამისად ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამდებობათა ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.

- იმისთვის ხომ არ ატარებთ ატესტაციას, რომ თანამშრომელთა ნაწილს მაინც კვალიფიკაციას უწუნებთ და სამსახურიდან მათ გასათავისუფლებლად საფუძველი გინდათ?

- მოხელის კვალიფიკაციის შეფასება თვითმიზანი არ არის, ეს კანონის მოთხოვნაა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, თუ მოხელის კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ეს მისაღებია?

- ვინ ხელმძღვანელობს გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონკურსო – საატესტაციო კომისიას და ვინ არიან კომისიის შემადგენლობაში?

- `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2008 წლის 10 ნოემბრის #24 ბრძანების საფუძველზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავჯდომარედ დანიშნულია გუბერნატორი. რაც შეეხება კომისიას, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კომისიის შემადგენლობაში ვარ მე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი.

- გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში მოცემულია, რომ კონკურსი ან ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ტესტირებისა და/ან გასაუბრების წესით. კონკრეტულ შემთხვევაში რა წესით ჩატარდება?

- ატესტაცია ჩატარდება ტესტირების მეშვეობით, ხოლო შემდგომ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსი ჩატარდება ტესტირების და გასაუბრების წესით. მიმაჩნია, რომ ტესტირება ატესტაციის პროცესს უფრო სამართლიანს და გამჭვირვალეს ხდის.

- ამავე დებულებაში აღნიშნულია, რომ ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების საშუალებით, წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო საატესტაციო პროგრამის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. პროგრამაში შესულია ისეთი კანონები, როგორიცაა: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საბიუჯეტო სისტემის შესახებ", "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" და ა.შ. ყველა გამოსაცდელის ტესტში იქნება კითხვები ამ კანონებიდან, თუ ეს მხოლოდ იურისტებს შეეხებათ?

- ტესტირების პროგრამა მოიცავს საკანონმდებლო აქტების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც სავალდებულოა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მომუშავე მოხელეებისათვის (ტექნიკური პერსონალის გარდა). ამ ელემენტარული საკითხების ცოდნა მათ ყოველდღიური საქმიანობისათვის სჭირდებათ.

- დებულების მიხედვით, ტესტური გამოცდის ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, ტესტირებაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამავე დებულებიდან თუ ვიმსჯელებთ, მათ პრაქტიკულად არაფრის უფლება არ აქვთ, რადგან ისინი მხოლოდ ერთ ადგილზე უნდა განთავსდნენ, გადაადგილების საშუალებას არ აძლევთ, რის გამოც დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

- თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სხვა რისი უფლება შეიძლება მივცეთ, თუ არა დამკვირვებლის სტატუსი, ხოლო დამკვირვებლის სტატუსის განმარტება თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. მე მიმაჩნია, რომ დამკვირვებლების მეშვეობით საკმაოდ კარგად შეიძლება ატესტაციის გამჭვირვალობის და საჯაროობის შეფასება.

ნინო ანდრიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი: "როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ტესტირება ტარდება იმ მიზნით, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ იქ მომუშავე არასასურველი თანამშრომლები გაათავისუფლოს. შესაძლოა, მათი განათლება და კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებს არ შეესაბამება, თუმცა ვაკანტური ადგილების დაკავება, თუ ის საერთოდ არ გაუქმდა, დარწმუნებულები ვართ, ისევ პოლიტიკური ნიშნით და ნაცნობობით მოხდება. ამგვარად არ იქნებაო, ასეთ განცხადებებს `ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვისმენთ, მაგრამ ძირითადად მმართველი პარტიის წევრები, აქტივისტები ან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერების ნდობით აღჭურვილი პირები საქმდებიან. გარდა ამისა, ძნელია იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ობიექტურობის დაიჯერო, რომლის წევრიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძეა. ეს ადამიანი უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით დევნის პედაგოგებს. სამაგიეროდ, უმაღლეს სასწავლებელში დაასაქმა და დააწინაურა მეუღლე, ძმა, ქვისლი და ა.შ.“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC