18:28, Friday, 24.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სკანდალური მილი, საიდანაც უსამართლობამ გაჟონა

07.04.2009
თეა თოფურია

2009 წლის 19 თებერვალს საქალაქო სასამართლომ პროფესორ ომარ ქუცნაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროფესორი 66 წლის არის, მე-9 თვეა, იმყოფება პატიმრობაში. არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, მამა. დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული წერილის საფუძველზე. სამართალდამცავებს ანონიმურად ატყობინებდნენ, რომ ორგანიზაციამ, რომელსაც ომარ ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხა მიითვისა.

სასამართლომ ვერ დაამტკიცა თანხის მითვისების ფაქტი, მაგრამ პროფესორს პატიმრობა მაინც შეუფარდა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. იურისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ომარ ქუცნაშვილის ბრალი არც ამ საკითხშია დადასტურებული, რომ ამ განაჩენს საქვეყნოდ უდის პოლიტიკის სუნი.
 
ამ სასამართლოსადმი საზოგადოების ცხოველი ინტერესი თავიდანვე გამოიკვეთა. სხდომაზე დასასწრებად უამრავი ხალხი მოდიოდა, მაგრამ საქმის მოსასმენად იმდენად პატარა ოთახი იყო გამოყოფილი, რომ მსურველები უკან მიდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ დიდ დარბაზს, მაგრამ მათ სურვილს არავინ ითვალისწინებდა. ცხადი იყო, რომ სასამართლოს ქმედება არ იყო გათვლილი ფართო პუბლიკაზე. მართლაც, ასე მოხდა: 8-თვიანი ბრძოლა ბრალდების ერთ ნაწილში ქუცნაშვილის სასარგებლოდ დათმეს, მაგრამ არ დაუშვეს მისი საბოლოო გამართლება. სასამართლოს ფინალში ბრალდებულმა გამოტანილი განაჩენი შეაფასა, როგორც პოლიტიკური. ასევე ფიქრობს სასამართლო პროცესების თვითმხილველი საზოგადოება და მიიჩნევს, რომ მოხუცი პროფესორი არასამართლიანმა სასამართლომ გაასამართლა.           

 სასამართლომდე

ყველაფერი 2006 წელს დაიწყო. 26 ივლისს ფონდმა “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის” ტენდერი გამოაცხადა თბილისში, გლდანულას მიდამოებში, გაზსადენი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ჯეოინჟინერინგმა”, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ომარ ქუცნაშვილი. 3 ნოემბერს ფონდსა და ,,ჯეოინჟინერინგს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა. გლდანულას სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 006 306 დოლარი გამოიყო.

ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, როგორც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ნაწილი. 395, 3 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. ფონდი პროექტების განაწილებისა და განხორციელების პროცესს ხელმძღვანელობს. ამერიკიდან შემოსული თანხა გადაეცემა ფონდს, მართალია, ის ფიქსირდება სახელმწიფოს ბიუჯეტშიც, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად. ღეალურად, თანხა პირდაპირ ფონდის ანგარიშზე მიდის და განმკარგავიც ისაა.

პრობლემა თავიდანვე გამოიკვეთა: ტენდერის პირობის თანახმად, უნდა გამოცვლილიყო გაზსადენი მილის 85-მეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ მილი მდინარის ქვეშ გადიოდა. ომარ ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი სამუშაოების ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნებოდა: მდინარე მილს მაინც გადარეცხავდა ან მილი თავისითაც გასკდებოდა, თუ სხვა კოროზიულ მონაკვეთებსაც არ გამოცვლიდნენ. იმისათვის, რომ სამუშაოები უხარისხო არ ყოფილიყო, ხოლო ფული წყალში გადაყრილი, ქუცნაშვილმა ფონდს სთხოვა, პროექტში შესწორებები შეეტანა _ დამატებითი სამუშაოების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ამბობდა მოგებულ ტენდერზე. ფონდის პასუხი ასეთი იყო – საკუთარი ხარჯებით შეიმუშავეთ ახალი პროექტი, ოღონდ ამ პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პირველი პროექტის ღირებულებას.

"ჯეოინჟინერინგისთვის" ეს წინადადება მისაღები აღმოჩნდა. დაიწერა ახალი პროექტი, რომელსაც პირობითად ალტერნატიული ეწოდა. ალტერნატიული პროექტი სამუშაოების თითქმის ორმაგად გაზრდას გულიხმობდა. ჯერ ერთი, მილი 85-მეტრიანი მონაკვეთის ნაცვლად თითქმის ორჯერ მეტ მონაკვეთზე უნდა გამოცვლილიყო; გარდა ამისა, ის არა მდინარის ფსკერზე, არამედ ფსკერის სიღრმეში უნდა ჩადებულიყო. 

სამუშაოები, სწორედ, ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა. და ეს მოგვიანებით დაადასტურა ფონდის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ქოლინ ჰიუ ბაქლეიმ. ფონდმა მიიღო გაზსადენი მილის 146 მეტრის სიგრძეზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და მდინარის ფსკერიდან 4 მეტრის სიღმეში ჩადებული მილები. 

როცა გაზსადენი მილის რეაბილიტაცია დასრულდა, ფონდს შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. სამაგიეროდ, პრეტენზიები საქართველოს პროკურატურამ განაცხადა და ზემოხსენებული ანონიმური წერილის საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყო. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #092080102. სასამართლოში წარდგენილი საბრალდებო დასკვნის თანახამად, ომარ ქუცნაშვილს ფონდისთვის წარდგენილი ყალბი ინვოისების საშუალებით შესრულებული სამუშაოს მოცულობის ხელოვნურად გაზრდა და ამ საფუძველზე სახელმწიფო თანხების მითვისება დაედო ბრალად. პროკურატურის დასკვნის თანახმად, პროფესორმა ქუცნაშვილმა სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის გზით 295 893 დოლარი, ანუ 503 018, ესე იგი, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა.

სასამართლო პროგრესმა დააბნია    

თავდაპირველად ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები არასრულყოფილად შესრულდა და იმაზე ნაკლები გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო (მაგ. 3300 კუბამეტრი გრუნტის ამოღების ნაცვლად ამოიღეს -2832 კუბამეტრი და ასე შემდეგ), თანხა კი კომპანიამ მაინც იგივე მიიღო.

ბრალდება ემყარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტების დასკვნას, რომელიც არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც იურიდიული დოკუმენტი. აღნიშნული დასკვნა შეადგინეს არაკომპეტენტურმა პირებმა, მათ შორის, ერთი არასათანადო კვალიფიკაციის მქონე სტაჟიორი იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ ეს ე.წ. დოკუმენტი შეადგინა ერთ დღეში, მაშინ, როდესაც, თავად დასკვნის  თანახმად, ექსპერტებს  უნდა შეესწავლათ რამდენიმე ასეული გვერდი საპროექტო დოკუმენტაცია, რისი გაკეთებაც ამ ვადაში (ერთ დღეში), ფაქტობრივად, შეუძლებელი და განუხორციელებადი იყო. აღნიშნული დასკვნის არაკომპეტენტურობას ადასტურებს მშენებლობის ექსპერტთა საქართველოს ასოციაციის 9 წევრი, მათ შორის - 3 აკადემიკოსი. 

საბოლოოდ, საქმეში რამდენიმე ურთიერთგანსხვავებულმა დასკვნამ მოიყარა თავი, აქედან დასკვნების ნაწილი ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ნაწილი – ბრალდებულის.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ექსპერტიზას ყველაფერი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, ადგილზე შეესწავლა. ანუ მისულიყო გლდანულაში, შესრულებული სამუშაოების მოცულობები (გაყვანილი მილის სიგრძე, ამოღებული გრუნტის რაოდენობა და ასე შემდეგ) გაეზომა, დაეანგარიშებინა და გაერკვია, ჩატარდა თუ არა სამუშაოები სრულყოფილად.

ამასთან, ექსპერტებს მხედველობაში უნდა მიეღოთ ფონდსა და ,,ჯეოინჟინერინგს” შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოცულობების ზრდას ან კლებას ითვალისწინებდა. მაგრამ ექსპერტებმა, რომლებსაც მხოლოდ ტექნიკური განათლება ჰქონდათ, ხელშეკრულება საერთოდ ვერ გაიგეს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მის გააზრებას თვით სასამართლომაც 8 თვე მოანდომა.

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ “ჯეოინჟინერინგის” მიერ შესრულებული სამუშოები იზომება არა მოცულობების, არამედ პროგრესის მიხედვით. ეს კი შემდეგს ნიშნავს: გაზსადენი მილის 146-მეტრიანი მონაკვეთის, ესე იგი, თავდაპირველთან შედარებით თითქმის ორჯერ დიდი მონაკვეთის, შეკეთება-რებილიტაცია უნდა შეფასებულიყო, როგორც ამ კონკრეტული სამუშაოს 100 პროცენტი. შესაბამისად, როცა გამოიცვალა მილის 10 პროცენტი, გაიცა თანხის 10 პროცენტიც, როცა გამოიცვალა კიდევ 20 პროცენტი, გაიცა თანხის კიდევ 20 პროცენტიც და ასე შემდეგ.

როგორც ეკონომიკური საკითხების ექსპერტებმა აგვიხსნეს, ,,პროგრესის წესით გაზომვა ისეთი ცნობილი ორგანიზაციების სტანდარტია, როგორიც არის, მაგალითად, “ბიპი”. ფონდმა გამოყო ფიქსირებული თანხა, ამ თანხის ფარგლებში სამუშაოს მოცულობები შეიძლებოდა კიდეც გაზრდილიყო და კიდეც შემცირებულიყო. მთავარი იყო, რომ სამუშაოების ხარჯი გამოყოფილი თანხის ფარგლებში ჩატეულიყო. რეალურად ასეც მოხდა. მიღებული თანხით “ჯეოინჟინერინგმა”, რეალურად, ორჯერ მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე თავდაპირველად იყო გადაწყვეტილი -  85 მეტრი მილის ნაცვლად 146 მეტრი გამოცვალა და თან 4 მეტრის სიღრმეში ჩადო.

ამ აზრს ეთანხმება ფონდის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის”   წარმომადგენელი ქოლინ ჰიუ ბაქლეიც. ეს აზრი მან წერილობით ამცნო ,,ჯეოინჟინერინგს”. მოგვიანებით ეს წერილი სასამართლოსაც წარუდგინეს.

ბატონი ბაქლეის წერილმა სასამართლოს ამცნო: ,,კონტრაქტი იყო ისეთი ტიპის, როცა მთლიანი გადასახდელი თანხა ფიქსირებულია და კონტრაქტორი ვალდებულია, შეასრულოს სამუშაოები პროექტის შესაბამისად. მთლიანი გადასახდელი თანხა არ არის დაკავშირებული რეალურად შესრულებულ მოცულობებთან, რაც გულისხმობს, რომ კონტრაქტორი საკუთარ თავზე იღებს სატენდერო დოკუმენტებში წარმოდგენილი მოცულობების ზრდის ან კლების რისკს...…კონტრაქტის ფარგლებში ინვოისირება და შესაბამისი გადახდა ხორციელდებოდა სამუშაოთა პროგრესის შესაბამისად... ათასწლეულის  გამოწვევის კორპორაცია დარწმუნებულია, რომ ,,ჯეოინჟინერინგმა” კეთილსინდისიერად შეასრულა კონტრაქტის პირობები, საქართველოში არსებულ პრაქტიკაში მოთხოვნილზე უკეთესი სტანდარტების შესაბამისად”.

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ედავებიან “ჯეოინჟინერინგს”: “პროგრესით გაზომვა მიღებული მეთოდია და მას ხშირად იყენებენ. ამ კონკრეტულ საქმეში საერთოდ აბსურდია, ადამიანს მოედავო, რატომ გააკეთე იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გაგეკეთებინაო. რადგან დამკვეთი კმაყოფილია, არავის აქვს უფლება, შესრულებული სამუშაოს შეფასებაში ჩაერიოს”. >>>>> გაგრძელება

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC