13:54, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლევან ყუბანეიშვილი პროფესიონალებს არ უსმენს

06.05.2009
ირაკლი მანაგაძე

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ლევან ყუბანეიშვილს შეხვედრაზე დასწრებისთვის სპეციალური წერილი გაუგზავნა. შეხვედრაზე უნდა ემსჯელათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. ყუბანეიშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მოგვიანებით კი იგი არც სახალხო დამცველის ზარებს პასუხობდა.

ორი დღით ადრე სახალხო დამცველის აპარატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში გაგზავნა მოსაწვევი ფაქსი 6 ადამიანზე. მოწვეულებს შორის იყვნენ ლევან ყუბანეიშვილი, 1 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე და სხვები. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველთან არც ერთი მათგანი არ მივიდა.

შეხვედრაზე ჟურნალისტი ია ანთაძე, რადიო „უცნობის“ დირექტორი ბასა ჯანიკაშვილი, პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე, სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე, პარლამენტის წევრი გიორგი ახვლედიანი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. შეხვედრის დაწყებამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.

„უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავ იმის გამო, რომ გრძელდება ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. დღეს, 5 მაისს კიდევ ერთხელ მოხდა მსგავსი ძალადობა, როდესაც პირველი არხის ჟურნალისტ ნიკა ავალიანს პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგის მონაწილეებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძიოს ეს ფაქტი, ისევე როგორც ძალადობის ის შემთხვევები, რომლებსაც წინა პერიოდში ჰქონდა ადგილი. სწორედ დაუსჯელობა და მსგავსი საქმეების გამოუძიებლობა უქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობას.

შეშფოთებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულისადმი მიყრუების პოლიტიკას და არათუ არ იძიებს ძალადობის ფაქტებს, არამედ საერთოდ არ ახდენს რეაგირებას ძალადობაზე მაშინაც კი, როცა ეს პოლიციის თვალწინ ხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მომხდარზე თავიანთი შეფასება გააკეთეს ჟურნალისტებმაც. ია ანთაძემ დაგმო ცემის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტებმა გამოიწვიონ ვითარების პროვოცირება.

განცხადებების შემდეგ, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.  გამოითქვა ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება განიმუხტოს ვითარება საზოგადოებრივ არხთან დაკავშირებით. იყო განსხვავებული აზრები, კამათი, თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ არსებული ვითარების გაგრძელება დაუშვებელია.

შეხვედრის დასრულებამდე სოზარ სუბარი ცდილობდა დაკავშირებოდა ლევან ყუბანეიშვილს. ყუბანეიშვილმა სახალხო დამცველის ზარს მოკლედ უპასუხა. მან განაცხადა, რომ არ სცალია. ასევე დასძინა, რომ სახალხო დამცველს შეხვედრის შესახებ მისთვის სამი დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

სუბარი დერეფანში გაკვირვებული დადიოდა. „ვერ გავიგე რა არის ყუბანეიშვილისთვის პირველი არხის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ გენდირექტორსა და ბორდის თავმჯდომარეს“, - ამბობდა გაკვირვებული სუბარი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ია ანთაძემ და სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ სცადეს ყუბანეიშვილთან დაკავშირება მაგრამ ამჯერად მაუწყებლის გენდირექტორმა ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ყუბანეიშვილი სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილ ჯგუფს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ეპატიჟებოდა მოსალაპარაკებლად. საზოგადოების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს ის საკითხები, რაზეც ყუბანეიშვილს დაელაპარაკებოდნენ. შეხვედრა შედეგის მომტანი უნდა ყოფილიყო და პირველი არხის გენდირექტორს პირობა უნდა დაედო, რომ საინფორმაციო პოლიტიკას შეცვლიდა. გვიან ღამით ყუბანეიშვილი სახალხო დამცველს დაუკავშირდა და შეხვედრა შემდეგი დღისთვის გადადო.

ერთი რამ ნათელია. ბატონი ყუბანეიშვილი აშკარად გაურბის შეხვედრას იმ ხალხთან, რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ ხალხში. ასევე ჩნდება ეჭვი (და საფუძვლიანიც), რომ პირველი არხის დირექტორი ელოდება ვინმესგან დირექტივებს. სხვაგვარად მისი გუშინდელი და დღევანდელი მოქმედებები ვერ აიხსნება. თავს უფლებას მივცემთ და ბატონ ლევანს ვურჩევთ შეხვდეს იმ ხალხს ვისი წარსული და გამოცდილება საკმაოდ მდიდარი და სუფთაა. მოუსმინოს მათ და შეცვალოს არხის პოლიტიკა. რადგან ვითარება პირველი არხის ირგვლივ უფრო უმართავი ხდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC