კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩინოვნიკმა ჟურნალისტი სცემა

18 მაისი, 2009

ირაკლი მანაგაძე

რადიო “ძველი ქალაქის” საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი ზვიად ხუჯაძე ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს გიზო თავაძეს, ცემაში სდებს ბრალს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჟურნალისტმა განუცხადა, თავაძემ მას სახეში სილა გააწნა.

დაპირისპირება წყლტუბოს ტყეში საღამოს მოხდა. გიზო თავაძემ  ჟურნალისტს საკუთარი ავტომობილით სამსახურში  მიაკითხა და, პირადად გასაუბრების მოტივით, გაყოლა სთხოვა.

ზვიად ხუჯაძე : “ბუნებრივია, როცა მანქანაში ჩავჯექი, დავინტერესდი, რა ხდებოდა, თავაძემ მიპასუხა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა. როდესაც ქალაქიდან გასვლა დააპირა, ვუთხარი: თუ საუბარი უნდოდა, გაეჩერებინა მანქანა და ისე გვესაუბრა. ამაზე მიპასუხა, რომ ქალაქში ყველა იცნობდა და სადმე წყნარ ადგილზე გასვლა ერჩივნა. მე მას რამდენიმეჯერ მივუთითე ქალაქიდან არ გასულიყო და რაიმე სისულელე არ ჩაედინა, თუმცა ის განაგრძობდა მოძრაობას წყალტუბოს მიმართულებით.

გზაში მითხრა – შენ ჩემზე ზურგს უკან რაებს ლაპარაკობ, თუ პრეტენზიები გაქვს პირადად მითხარიო. ვეცადე ამეხსნა, რომ როგორც საჯარო პირს, ზურგს უკან საუბრები არ უნდა გაკვირვებოდა. ისიც ვუთხარი, რაც მრავალჯერ დამიფიქსირებია, რომ არ მომწონს დღეს რაც კულტურის სამსახურში ხდება. ასევე პრეტენზია მაქვს პირადად მასთან, როგორც პოეტთან და ვუთხარი, რომ არც მისი ლექსები მომწონს. პარალელურად, ვახსენებდი ავტომობილი გაეჩერებინა, ან მოებრუნებინა. უეცრად ის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მარჯვნივ, ტყისკენ წავიდა. ამის შემდეგ პატრულში დარეკვა გადავწყვიტე, ამის დანახვაზე მან მანქანა გააჩერა, მითხრა – შენ მართლა ლაჩარი და ქალაჩუნა ყოფილხარო და სახეში დამარტყა. როცა დაინახა, რომ პატრულთან დავრეკე ხელზეც ძლიერად დამარტყა რათა ტელეფონი ხელიდან გამვარდნოდა.  მოვუწოდე პატრულს დალოდებოდა და  აეხსნა საკუთარი   საქციელი, თუმცა ის  მანქანით გაემგზავრა, მე კი შუა გზაში დამტოვა.”

ადგილზე მისულმა პატრულმა ზვიად ხუჯაძე წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მიიყვანა, სადაც მან მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა.

წყალტუბოს პოლიციაში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გიზო თავაძე ზვიად ხუჯაძის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიზო თავაძე 2007 წლიდან მუშაობს. საგულისხმოა, რომ იგივე პოსტი 2005 წელს ზვიად ხუჯაძეს ეჭირა.

ახალი ამბები