კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია

25 მაისი, 2009

ქართლოს შარაშენიძე

პოლიციის სამმართველოსთან გია გაჩეჩილაძის ცემის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ცემისას მიყენებული ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეიჭრა და ორგანიზმის მოწამვლის საშიშროება გაჩნდა. გაჩეჩილაძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მაღალი სიცხეები აქვს.

გია გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორს, ბატონ მამუკა ღლონტსა და თავად, გია გაჩეჩილაძეს ვესაუბრეთ.

ტელეკომპანია „მაესტროში“ გია გაჩეჩილაძეს „საკან #5-ში“ ვეწვიეთ.  ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის ძალიან სუსტად გრძნობს თავს, სუბარიც კი უჭირს.

- ბატონო  გია, რა ტრავმვებს მოჰყვა გართულება და რა მდგომარეობაა ამჟამად?

გია გაჩეჩილაძე:

- ცემისას, ზურგით, წელით მათრიეს და ჭრილობიდან სილა, ნაგავი შევიდა ორგანიზმში, რამაც ინფექცია გამოიწვია. გარდა ამისა, მთელს სხეულზე ჰემატომები მაქვს, ეს ყველაფერი იწოვება და სისხლს წამლავს. ძალიან მაღალი სიცხეები მაქვს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ.

- ჩაიტარეთ თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა?

- ცალკე, ექსპერტიზა არ ჩამიტარებია, თუმცა არსებობს ექიმების მიერ ოფიციალურად დამტკიცებული საბუთი,სადაც აღწერილია მიყენებული დაზიანებები და დიაგნოზები.

- ბატონო მამუკა, როგორია ბატონი გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ ექიმები და რა პროგნოზს აკეთებენ?

მამუკა ღლონტი:

- მიყენებული ფიზიკური ტრავმის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა. ამჟამად ტკივილები შემსუბუქებული აქვს, მაგრამ ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, ორგანიზმში ინტოქსიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობთ, სერიოზული გართულებები არ უნდა მოჰყვეს.

- რატომ არ ჩაატარეს მიყენებულ დაზიანებებზე სამედიცინო ექსპერტიზა?

- არ არის ამის აუცილებლობა. არსებობს ექიმების მიერ გამოტანილი სამედიცინო დასკვნა, სადაც კონკრეტულად არის აღრიცხული,დაზიანებების,მოტეხილობების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, არსებობს ვიდეომასალები, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ სცემენ მას და ადვილი გასაგებია, რა სახის დაზიანებები მიიღო.

გია გაჩეჩილაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, გალავანზე გადასვლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. სწორედ ამ ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები არის გართულებული. ექიმების განცხადებით, ორგანიზმში, ინტოქსიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, სატელევიზიო პროექტი „საკანი #5“ გრძელდება.

ახალი ამბები