02:13, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მძიმე ავადმყოფს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

09.06.2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

განსასჯელ თემურ ახმედოვს მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ვერა დოლიძემ განაჩენის გამოტანისას  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება სასჯელის გადავადებას შესახებ არ გაითვალისწინა.

განსასჯელ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოსამართლის მიმართვის შედეგად, 13 მარტს დანიშნა. ერთთვიანი გამოკვლევის შემდეგ, ოთხმა ექსპერტმა განსასჯელ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე კატეგორიას მიაკუთვნა: „აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა, დაავადებულია ქრონიკული C და B ჰეპატიტით, ფილტვების ფიბროზულ-კავერზონული ტუბერკულიოზით, ასთმური ბრონქიტით. მას ესაჭიროება ანტიტუბერკულოზური მკურნალობა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში. ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე“.
 
თემურ ახმედოვი სოდის თანამშრომლებმა გოგებაშვილის ქუჩაზე, გასული წლის 6 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ბათუმის #3 საპყრობილეშია მოთავსებული, ტუბერკულოზით დაავადებულთა საკანში, ე.წ. ლაზარეთში.     
 
თემურ ახმედოვი განსაკუთერებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ბრალდებით გაასამართლეს. თემურ ახმედოვის ინტერესებს ადვოკატი ავთანდილ დიასამიძე იცავს: „ჩვენ სასამართლოს ვთხოვეთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად გაეთვალისწინებინა განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელიც ითვალისწინებს მძიმე ავადმყოფის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას“.

მიუხედავად ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ბრალდებულ თემურ ახმედოვს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო ბრალმდებელმა ავთო კოჭლამაზაშვილმა, სასჯელის სახით 11 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. განსასჯელის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

სასამართლო პროცესი საპყრობილეში 4 ივნისს ჩატარდა. წინა დღეს განსასჯელის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ჩვენთან საუბარში 03-ის თანამშრომლებმა მხოლოდ ის აღნიშნეს რომ განსასჯელი ტუბერკულოზითაა დაავადებული და მათ სისხლდენა შეუჩერეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოსამართლე ვერა დოლიძეს ოფიციალურად წინა დღეს მიმართა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის - სასამართლო პროცესის საჯაროობის თანახმად, მოითხოვა რომ ცენტრის ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე დასწრებოდა. თუმცა, პროცესზე დასწრებისათვის რიგი პრობლემები შეიქმნა. მოსამართლე ვერა დოლიძე აღნიშნავდა, რომ ციხის ადმინისტრაციისგან იყო ნებართვა საჭირო, ხოლო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი, პირიქით, მოსამართლის მიერ შედგენილ იმ პირთა სიაზე მიგვითითა ვინც სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განსასჯელის ოჯახშიც იმყოფებოდა. „ის დიდი ხანია აღრიცხვაზეა როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, აქაც ჩაეწერა მეტადონის პროგრამაში; ცდილობდა თავი დაენებებინა ნარკოტიკისათვის. დაკავების მერე დაიწყეს ბინის ჩხრეკა მოწმეების გარეშე; სახლში მეც კი არ შემიშვეს", ამბობს ბრალდებულის დედა, მარინა ახმედოვა.

ახმედოვების ოჯახი ბათუმში  მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მარინა ახმედოვას პენსიაა: „ეოფილინში 18 ლარს ვიხდი სუნთქვის უკმარისობისთვის; ესენციალი და რინგერიც უნდა ვუყიდო გადასხმებისთვის. ჩემი პენსია ამ წამლებში თვიდან-თვეზე არ მყოფნის. იქ, ციხეზე ამ წამლებს არ აძლევენ“.

ახმედოვის სასამართლო პროცესზე ციხის #3 საპყრობილის ექიმი ზურაბ ორაგველიძეც დაიკითხა. ექიმმაც დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ განსასჯელს მედიკამენტს ვერ აძლევენ: „ახმედოვს სჭირდება სპეციალური მედიკამენტები და მკურნალობა, რომელიც მხოლოდ თბილისის პატიმართა და მსრჯავდებულთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის შესაძლებელი.“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC