05:46, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სააკაშვილის მოძველებული მატარებლები ბუფერული ზონის მოსახლეობას მძიმე დღეში აგდებს...

06.07.2009
საბა წიწიკაშვილი,გორი

შიდა ქართლის მოსახლეობას იაფფასიანი მატარებლით მგზავრობა ყელში ამოადინეს. რამდენიმე ხნის წინ ბორჯომის სადგურზე პომპეზურად აღნიშნეს შიდა ქართლის მიმართულებით „ახალი“ მატარებლების გამოყოფა.

„ახალი მატარებლები“ ბოლო ორი დღეა მოძრაობის დროს მწყობრიდან გამოდიან.

პირველ ივლისს ბორჯომის ვაგზლიდან გასული მატარებელი, რომელსაც ხალხი თბილისიდან ნიქოზამდე უნდა ჩაეყვანა, დაუგეგმავად ჯერ მცხეთაში გაჩერდა, შემდეგ კი კასპში. მგზავრებით  გადავსებულ მატარებელს ე.წ. ბუქსირები გადაუხურდა და მცხეთას იქით გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მატარებლის მემანქანეებმა ცოტა ხანი მოიცადეს, მერე იფიქრეს, გზა ნელი სვლით გაეგრძელებინათ. ასე ღოღიალით მატარებელმა კასპამდე ჩააღწია თუმცა აქ საბოლოოდ დანებდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მგზავრებმა ვისაც თანხა ჰქონდათ, კასპიდან მიკროავტობუსები დაიქირავეს გორამდე. რაღა თქმა უნდა მატარებლის გამცილებლებსა და ზოგიერთ მგზავრს შორის შელაპარაკებაც მოხდა. მგზავრები იმ ერთი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც მგზავრობის საფასურად გადაახდევინეს, თუმცა გადახდილი თანხა მათთვის უკან არავინ დაუბრუნებია.

ამასობაში კასპის სადისპეჩერო სადგურის უფროსმა თბილისის დეპოს აცნობა, რომ მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და მის ნაცვლად ახალი მატარებლის გამოშვება ითხოვა. ახალმა „ელექტრიჩკამ“ კასპამდე ღამის 22:30 საათზე ჩამოაღწია. ათეულობით ადამიანი თავისი ბარგით მეორე მატარებელში გადასხდა. ახალმა მატარებელმა გორამდე დარჩენილი გზის გავლას ძალიან დიდი ხანი მოანდომა, რადგან იძულებული იყო გზა დაეთმო თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი სატვირთო და ჩქაროსნულ მატარებლებისათვის.

„თბილისი-ნიქოზის“ მატარებელმა კასპის სადგური ზუსტად შუაღამისას დატოვა. ნიქოზის, შინდისის, ხეითის, ორთაშენის და ყოფილი ბუფერული ზონის მოსახლეობამ გორის სადგურს ღამის 00:30 საათზე ძლივძლივობით მიაღწია. გორიდან ნიქოზამდე მანძილის გავლას მატარებელმა დამატებით 2 საათი მოანდომა, რადგან ამ გზაზე რელსები მოძველებულია და „გადაღებილ“ მატარებელს მასზე მაღალი სიჩქარეების განვითარება უჭირს.

დანიშნულების ადგილზე გვიან ჩასული მატარებელი, თბილისის მიმართულებითაც, რაღა თქმა უნდა, გვიან დაიძრა. 2 ივლისს „ნიქოზი-თბილისის“ მიმართულებით მოძრავი მატარებელი დედაქალაქში 9 საათის ნაცვლად 12 საათზე ჩამოვიდა.

ანალოგიური შემთხვევა განმეორდა 2 ივლისსაც. მგზავრები ამბობენ, საღამოს 19 საათზე „ბორჯომის ვაგზლიდან“ ნიქოზის მიმართულებით გასული „ელექტრიჩკა“ მცხეთაში ისევ დაზიანდაო. თუკი წინა დღეს, დაზიანებულმა მატარებელმა კასპამდე ნელი სვლით მაინც ჩააღწია, ამჯერად გზის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ის მგზავრები ვისაც რამე გაეგებოდა ტექნიკისა, მატარებლის ,,ბუქსირი“-ს აპარატის გახსნა სცადეს, აინტერესებდათ რა იწვევდა „ბუქსირის“ გადახურებას.

მცხეთის სადგურის უფროსი აღელვებულ მოსახლეობას ვერ აწყნარებდა, რა ჩემი ბრალია, თუ ისევ ეს გაფუჭებული მატარებელი გამოუშვესო... იმის გამო რომ მცხეთა თბილისთან ახლოსაა, დამატებითი მატარებელი მალევე ჩავიდა „დაღლილი მატარებლის“ დასახმარებლად. მაგრამ დასახამრებლად მოსულ მატარებელში გადაბარგებულ მგზავრებს ამჯერადაც მოუხდათ ერთი საათით სადგურში გაჩერება. მგზავრები ელოდებოდნენ, როდის გაივლიდნენ დასავლეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული და სატვირთო მატარებლები. ხალხი ამბობს, ხელისუფლებას ურჩევნია „ძველი მატარებლების გადაღებვას თავი დაანებოს და მართლა ახალი მატარებლები შეიძინოს“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC