01:12, Sunday, 20.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამინისტრომ დაყადაღებული ობიექტი მიითვისა

06.07.2009
შორენა სარიშვილი

სავაჭრო ცენტრი „ბათუმი“ გასხვისებულია. ახალი მფლობელია შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, რომელსაც  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აბესალომ გურგენიძე ხელმძღვანელობს. ქონების ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ სამინისტრომ მათ დაყადაღებული ქონება წაართვა. რასაც სამინისტროში უარყოფენ.

სავაჭრო ცენტრს (ე. წ. ხოფის ბაზრობა), ბათუმის საოლქო სასამართლოს განჩინებით ყადაღა 2007 წელს დაედო. სასამართლომ უნდა გაარკვიოს დარჩება თუ არა ის ძველ მეპატრონეებს, თუ მთლიანად გადავა სახელმწოფოს საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი დაყადაღებულია, სასამართლო ჯერაც არ დასრულებულა და სავაჭრო ცენტრის მფლობელის ვინაობა ჯერაც არ არის საბოლოოდ განსაზღვრული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ის მაინც გაასხვისა. 25 ივნისს, დაყადაღებული ობიექტი, ამავე დღეს დაფუძნებულ სახელმწიფო შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“-ს გადასცეს, რასაც სავაჭრო ცენტრი „ბათუმის“ ადვოკატი ლევან მამულაძე აპროტესტებს. მისი განცხადებით, დაყადაღებული ქონების გასხვისება უკანონობაა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საკითხის გასარკვევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. „ჩვენი ინფორმაციით ობიექტს ყადაღა არ ედო, არ ვიცოდით. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტი გადავიდა სახელმწიფო შპს-ს კაპიტალად“ - გვითხრა სამინისტროს საწარმოთა მართვის და ხელშეკრულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თენგიზ ცინცაძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სავაჭრო ცენტრი „ბათუმი“ არ ეკუთვნოდა ერთ კონკრეტულ მფლობელს, მისი ერთ-ერთი მფლობელი იყო ბათუმის მერიაც. წილები სავაჭრო ცენტრის მფლობელებს შორის ასე იყო გადანაწილებული: - შპს „ანანური“ (მესაკუთრეები ილია, გურამ და ედუარდ ანანიძეები) - 50 %, შპს „განთიადი 94“ (მესაკთრე ნარგიზ აბაშიძე) – 28.5 %, ბათუმის მერია - 20 % და ჯონი ზოიძე 1.5 %.

ამ ეტაპისთვის სავაჭრო ცენტრის ორ მეწილეს - ილია ანანიძესა და ჯონი ზოიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ილია ანანიძეს თანხის (304 459 ლარი) უკანონო მითვისებისთვის 9, ხოლო ჯონი ზოიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
მოვაჭრეები აქციებით იმუქრებიან

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრის გასხვისებამ დააყენა მოვაჭრეებს უკავშირდება. ამ ეტაპზე გაუკვეველია რა ბედი ელის 1 500 მოვაჭრეს, რომლებიც აღნიშნულ ბაზრობაზე ვაჭრობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში  გვარწმუნებენ, რომ სავაჭრო ცენტრი პროფილს არ შეიცვალის. მოვაჭრეებს ამ დაპირების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ თუ სავაჭრო ცენტრი პროფილს შეიცვლის, საკუთარი უფლებების დასაცავად აქციებს გამართავენ.

„ჩვენ აქ საარსებო მინიმუმისთვის ვზივართ და ჩვენს უკან ოჯახებია, უმაღლესი განათლებით ქალი აქ ვზივარ და ესეც რომ აღარ მექნება, მერე სად წავიდე? პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, მე მხოლოდ ის მადარდებს, უმუშევარი არ დავრჩე. ორი ბანკიდან ფული მაქვს გამოტანილი, თუკი ეს სავაჭრო ცენტრი დაიხურება ბანკის ვალი როგორ გადავიხადო? ეს ამბავი ასე იოლად არ დამთავრდება და მეშინია აქ დიდი დაპირისპირება არ მოხდეს...“, ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მანანა შარაბიძე.

სურიე შაინიძე, მოვაჭრე: „ჩვენი უფლებები არავის ადარდებს? მაინცა და მაინც თავი უნდა მოვიკლათ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართოთ? ან ამდენი საქონელი სად წავიღო?“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC