კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოცვლილი მერები და შეუცვლელი ცხოვრება

14 ივლისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„ყველა მერი გვაიმედებდა, რომ ცოტათი დაგვეხმარებოდა, მაგრამ დღემდე ასე ვართ“

ბათუმში, ოსტროვსკის ქუჩის #100-ში, უკვე 21 წელია ღოღობერიძეების ექვსწევრიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი ორი საღებავჩამოცლილი და შპალერჩამოხეული ფარდულისგან შედგება. ფარდული ლურჯი ფერის, ე. წ. ბრიზენტითაა გადახურული, რომელიც ფარდულში წვიმას ჩამოსვლას ოდნავ მაინც უშლის ხელს.
 
„ეს ოთახი ჩვენ მივაშენეთ, ბიჭმა ცოლი შეირთო და შეუძლებელი იყო ამდენ ადამიანს ერთ ოთახში გვეცხოვრა. ახლა, ერთი წლის შვილიშვილიც გვყავს, რომელსაც ხშირად რძლის ოჯახში ვუშვებთ უსახსრობისა და პურის ფულის უქონლობის გამო. იქ შიმშილით მაინც არ მოშივდება“, - გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნაზი ღოღობერიძე.

ეზოში ტახტი დგას.  ტახტის ერთი ფეხი აგურს შეუცვლია. მის გვერდით, შეშის ღუმელია. შეშას ოჯახის მამაკაცები ქალაქის გარეუბანში ზღვის სანაპიროზე აგროვებენ.  ოჯახში სადილი ზამთარ-ზაფხულ სწორედ ამ ღუმელზე მზადდება.

ღოღობერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიას მიეკუთვნება. მათი  სარეიტინგო ქულა 21 620-ს შეადგენს. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. პურის ფულს სოციალური დახმარების გარდა, ლიმონათის ბოთლების შეგროვებით შოულობენ. ხის თაროზე, მწკრივში ჩაელეგებინათ ლიმონათის ქარხანაში წასაღებად გამზადებული ათეულობით დარეცხილი.

ხელმოკლე ოჯახს წინათ ნათესავები იფარებდნენ, თუმცა მუდმივად დასახმარებლად ნათესავებისთვის მიმართვა ღოღობერიძეებს ეუხერხულებათ. მათი ცხოვრება თანდათან გაუსაძლისი ხდება და ბოლო თვეებია ბინის ქირას - 50 ლარსაც ვეღარ იხდიან.  სახლის მფლობელები კი მათ მიმართ ჰუმანურობას იჩენენ: „ხედავენ რომ ზოგჯერ მშიერები ვართ და ქირასაც აღარ გვთხოვენ. ჩვენ კი ვხდებით ამას, მაგრამ მათიც გვერიდება“.
 
ამ წლების განმავლობაში ბათუმის მერიამ რამდენიმე მერი გამოიცვალა. ყოველი ახალი მერი, ღოღობერიძეებს საკითხის მათ სასარგებლოდ გადაჭრას პირდებოდა. „ყველა გვაიმედებდა, რომ ცოტათი დაგვეხმარებოდნენ ჩვენი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ დღემდე ასეთ დღეში ვართ - უბინაოდ და უსახლკაროდ. არც ერთხელ არ უთქვამთ, არ ან ვერ დაგაკმაყოფილებთო. ყოველი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს ქალაქის მერიაში ვარ. ორშაბათს მერთან შემხვედრთა რიგში ჩასაწერად, სამშაბათს კი - შეხვედრისთვის. იმ იმედით, რომ იქნებ ბედმა გამიღიმოს და მერმა მიმიღოს, მაგრამ სამ თვეში ერთხელ ძლივს ამოიკითხავენ ჩემს გვარს იმ სიაში“, - ამბობს თამაზ ღოღობერიძე.

ჯერ კიდევ 2004 წელს, მერიის საბინაო სამმართველოს უფროსმა ღოღობერიძეების  ოჯახს აცნობა: „თქვენი განცხადება აყვანილია კონტროლზე გამოთავისულებული საბინაო ფონდიდან პირველ რიგში დაკმაყოფილების მიზნით“, თუმცა ეს პირველი რიგი არა და არ დადგა და ღოღობერიძეები ისევ ბრეზენტით გადახურულ ფარდულში ცხოვრობენ.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ღოღობერიძეების გვარი ბათუმის მერიის საბინაო ფონდის დასაკმაყოფილებელი ოჯახების ნუსხაში ვერ იპოვა. 

„მურმან ბერიძემ 2004 წელს, აღრიცხვაზე აგვიყვანა, შემდეგი მერი, ირაკლი თავართქილაძე გვეუბნებოდა, „ზემოდან უნდა დამავალონო, რომ დაგეხმაროთო“, ახლანდელი რობერტ ჩხაიძე ჯერ დაგვთანხმდა, რომ კოტეჯით დაგვეხმარებოდა. მიწით ვერ უზრუნველმყოფდა სახელმწიფო, მაგრამ მოვილაპარაკეთ, რომ კოტეჯს დისშვილის ეზოში ჩავდგამდი. დოკუმენტაცია რომ მოვამზადე (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დისშვილის თანხმობა კოტეჯის ჩადგმასთან დაკავშირებით) და კოტეჯისთვის მივაკითხე, უარი მითხრა: სად გვაქვს კოტეჯი, როდის შეგპირდი რაიმესო“, - დაღონებული იხსენებენ მერების დაპირებებს ღოღობერიძეები.

ახალი ამბები