კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრთხილად, პრეზიდენტი მოდის!

10 აგვისტო, 2009

თამთა თალაკვაძე

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვეულებრივ  მოვლენად იქცა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლა. აბაშიძის მმართველობისას, აჭარაში, სამთავრობო ესკორტის ჩავლის დროს უკანონოდ ჩაკეტილი ქუჩები არავის აკვირვებდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც ჩვენს ორგანიზაციაში მოსული ერთი ჯარისკაცი მოგვიყვა. მისმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა (დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უცხო ხილია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალს ხელვაჩაურის #5 ბრიგადის  ჯარისკაცი ეწვია და თავისი უფლებების დარღვევის შესახებ მოგვითხრო. თუმცა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ვინაობის დამალვა ამჯობინა.

„ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ გული გამისკდება, საშინელი განუკითხაობაა გამეფებული ქვეყანაში. ჯარისკაცი ვარ, რამდენიმე დღით შვებულებაში ვიყავი, ბულვარში ვიჯექი საღამოთი და უცებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მომვარდნენ პოლიციელები, ხელები გადამიგრიხეს და სამმართველოში წამათრიეს. იქ დამიწყეს ცემა, ტვინის შერყევა მიმაღებინეს. ვყვიროდი რას მერჩით, ალბათ ვიღაცაში გეშლებით-მეთქი. უფლება არ მომცეს ოჯახს ან ადვოკატს დავკავშირებოდი. მხოლოდ იმას მივაღწიე რომ ასმეთაურთან დამარეკინეს. დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ჯარისკაცი ვიყავი და მითხრეს, 400 ლარიან ჯარიმას გაგიფორმებთ და გაგიშვებთო. მიზეზი რომ ვკითხე, დაიბნენ და მიპასუხეს: დღეს ბათუმში პრეზიდენტი იყო და შენ მისი ესკორტის მოძრაობა შეგიფერხებიაო. ვერაფერს გავხდი მათთან. ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მეგობრულად“ მირჩია: გაჩუმდი, მაინც ვერაფერს გააწყობ, გადაიხადე ჯარიმა და გათავისუფლდებიო. ტყუილ-უბრალოდ დამაკისრეს 400 ლარი. მე სამსახურის დაკარგვას, მაგ თანხის გადახდა მირჩევნია, მაგრამ ასეთი უსამართლობა როგორ შეიძლება, ესაა ჩვენი დემოკრატია? საღამოს ბულვარში გამოსულს ერთი ბოთლი ლუდის დალევა 400 ლარი დამიჯდა“.

ახალი ამბები