22:21, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზეთიდან გადმოსულ ქართველებს ქართულ საგუშაგოზე პასპორტებს ართმევენ

24.09.2009
გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზი და რუსი სამხედროები კვლავ მონაცვლეობით აკონტროლებენ. ენგურს გაღმა განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოზე კონტროლი არც ისე გამკაცრებულია. თუმცა სხვადასხვა პროცედურის გავლა ოკუპირებულ აფხაზეთში მცოვრებ ადგილობრიბვებს, რომლებიც ზუგდიდში გადმოდიან მაინც უწევთ.

„ვიდრე საზღვარს გადმოვკვეთდეთ აფხაზებს და რუსებს, რომლებიც აფხაზურ საგუშაგოზე დგანან ჯერ საბჭოთა წითელ პასპორტს ვუჩვენებთ, შემდეგ კი 100 რუსულ რუბლს ვუხდით და ენგურზე გადმოვდივართ“, - გვიხსნიან გალის მაცხოვრებლები, რომლებსაც ენგურის ხიდზე გავესაუბრეთ.

უფრო მეტ პრობლემას კი გალელები და არა მარტო ისინი, რომლებიც აფხაზეთიდან მოდიან ქართულ საგუშაგოზე აწყდებიან. „როდესაც გადმოვდივართ, ქართველი პოლიციელები კითხვებს გვისვამენ: სად მიდიხარ? რა გქვია? ვისთან მიდიხარ? გვითხარით ტელეფონის ნომერი! ძირითად ასეთი კითხვები აქვთ ჩვენს პოლიციელებს. ხშირად კი პირადობის მოწმობას გვართმევენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არადა არავინ დაინტერესებულა იმით თუ იქ როგორ ვცხოვრობთ“.

ოკუპირებულ სოხუმში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს პოლიციელებმა 20 სექტემბერს ქართული პირადობის მოწმობა ჩაოართვეს. როდესაც ქალბატონმა მოსთხოვა აეხსნათ თუ რატომ არ უბრუნებდნენ მას დოკუმენტს, პოლიციელმა განუმარტა, რომ თუ ამაზე საუბარს გააგრძელებდა მას უკან, აფხაზეთში მოუწევდა დაბრუნება. „ახალგაზრდებს გვექცევიან ასე, თორემ მოხუცებს არც აჩერებენ. პასპორტი რატომ წამართვეს ვერ ვხდები. არც ამიხსნეს მიზეზი“. 

გალელი სტუდენტი, რომელიც არდადეგებზე მშობლებთან იყო წასული ყვება, რომ ქალაქში ცხოვრება არ ჭირს. ანალოგიური პრობლემა ქართულ საგუშაგოზე მასაც შეექმნა და ამბობს, რომ „გასაკვირი არ არის აფხაზი და რუსი ფულს რომ მახდევინებს. მაგრამ ქართველები, რომ გვამოწმებენ და უამრავ კითხვას გვისვამენ ეს რას ნიშნავს?“

გალელი სტუდენტი და გვიხსნის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ერთმანეთს უფრო მეტ პრობლემებს უქმნიან ვიდრე აფხაზები და რუსები. „ისევ ჩვენები აყაჩაღებენ ერთმანეთს. თორემ აფხაზს და რუსს ჩვენთან კავშირი არა აქვს. მეზობლები აყაჩაღებენ ერთმანეთს. აფხაზები კი პირიქით აქეთ გვთავაზობენ დახმარებას. ისინი უფრო თბილად გვექცევიან“.

აფხაზეთიდან გადმოსულებმა ჩვენთან საუბარში ქართული ტელეკომპანიებით გავრცელებულ ცნობებს ტყული და დემაგოგია უწოდეს. „რასაც ტელევიზიები აშუქებენ ყველაფერი ტყუილია. ჩაწერენ აქაურ მაცხოვრებელს და ალაპარაკებენ საშინელებებს. მერე ჩვენ გვაქვს იქ პრობლემები. მაგრამ აფხაზებმაც იციან, რომ ამას ქართული ტელევიზიები განზრახ აკეთებენ ამას. ერთხელ ჟურნალისტმა თქვა, თითქოს აფხაზებმა წიგნები დაწვეს. ასეთი რამ არ ყოფილა. ბავშვები ჩვეულებრივად სწავლობენ. გასაგებია, რომ ქართულ ენას ზღუდავენ, მაგრამ იქ როცა ვცხოვრობთ დროებით მაინც უნდა დავემორჩილოთ“.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა აფხაზეთიდან გადმოსულლი მოსახლეობის მონაყოლს, თითქოსდა მათ ქართულ საგუშაგოზე პრობლემებს უქმნიან - პროვოკაციად აფასებს და დასძენს, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს ეროვნება, გვარი და პატრიოტიზმის გრძნობა. „გასაგებია ეს ადამიანები ვინ არიან. ისინი მოღალატეები არიან, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ“, - ამბობს კილანავა.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ქართულ და აფხაზურ მხარეებს იმ ავტობუსის რეისების აღდგენას სთხოვენ, რომელიც ერთი წლის წინ ენგურის ხიდზე მოძრაობდა. ისინი ამბობენ, რომ ავტობუსის რეისის გაუქმების შემდეგ კილომეტრნახევრიან ხიდზე ტვირტის გადაზიდვა ხელით უწევთ.

ცნობისათვის: - გაეროს მიერ გამოყოფილი თეთრი ავტობუსი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხიდზე არავის უნახავს. აფხაზეთში წამსვლელებს კი ახლა ქართულ საგუშაგოსთან ოთხთვალა ურემი ხვდება, ისიც იშვიათად.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC