13:18, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროპელი მონიტორები საქართველოს ომზე დასკვნის გამოქვეყნებისთვის დაძაბულობის ზრდისთვის ემზადებიან

25.09.2009
ელენ ბარი

მოსკოვი - ევროკავშირის მონიტორები სამხრეთ ოსეთის შარშანდელი ომის მიზეზებზე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოში პატრულირებას აძლიერებენ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ანგარიშის დასკვნები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიების გარშემო დაძაბულობას გაზრდის.

ევროკავშირის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელსაც მომავალ ოთხშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგენენ, ათასგვარი ვარაუდი ჩნდება და ცხარე კამათი მიმდინარეობს. რუსეთიც და საქართველოც ამტკიცებენ, რომ ისინი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლები არ არიან. თოთოეული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ კომისია საკუთარ დასკვნაში მოვლენების სწორედ მისეულ ვერსიას ასახავს და ასე შემოუნახავს ისტორიას.

დასკვნას, შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, თუკი მასში ცალსახად ერთ მხარეს დაადანაშაულებენ, და ბრალი ორივე ქვეყანაზე არ გადანაწილდება. დასავლეთში ბევრი ვარაუდობს, რომ დამნაშავე რუსეთიც და საქართველოცაა. ნიუ-ორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო გერმანულ ჟურნალში შპიეგელ-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომის დაწყებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

„არავინ გაზეთის ამ განცხადებებს (ასე!) სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან ყველა ვინც იქ იყო - და იქ სერიოზული ხალხი იყო - იციან რაც მოხდა“, - განაცხადა სამშაბათს სააკაშვილმა CNN-ის გადაცემა American Morning-ში გამოსვლისას. მან თქვა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ რუსეთთან ომი მოეგო. „გიჟები ხომ არ ვართ“, - განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, ის „სამართლიან და ობიექტურ დასკვნას“ ელოდება. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები კომისიის ხელმძღვანელს სულ რაღაც ერთი კვირის წინ შეხვდნენ, რათა კითხვებზე პასუხების გაცემის საბოლოო რაუნდი გაემართად. კითხვებს კარგად ნაცნობი გენერალი მარატ კულახმეტოვი პასუხობდა, რომელიც ომის დაწყების ღამეს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების დანაყოფს ხელმძღვანელობდა. „ჩვენ სიმართლის მიღწევას ვცდილობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ჩვენს მხარესაა“, განუცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის სამხრეთით ქალაქ ასტრახანში მოგზაურობისას.

დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კონფლიქტის გარემოებათა შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია შექმნა. მისი ხელმძღვანელი ელჩის რანგში შვეიცარელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი გახდა. თავდაპირველად გამოძიება და დასკვნების მომზადება ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, რადგან ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდებოდა. მაგრამ დასკვნის გამოქვეყნება ორი თვით გადადეს, რადგან როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, მათ დიდი ოდენობით ახალი დოკუმენტები მიიღეს.

ტალიავინიმ და მისმა ორმა მოადგილემ კომისიის შემადგენლობაში 19 ექსპერტი, მათ შორის ისეთი სფეროს სპეციალისტები მიიწვიეს, როგორებიცაა საერთაშორისო სამართალი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ისინი ასევე მუშაობენ საკონსულტაციო საბჭოსთან, რომელშიც სახელმწიფო ორგანოთა, სამხედრო დაწესებულებათა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა ყოფილი ხელმძღვანელები არიან გაერთიანებული.

ელოდება რა ამ დასკვნის გამოქვეყნებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, რომელსაც ომის გარემოებათა გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან პატრულის რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაზარდა. ამის თაობაზე ალექსანდრა ისაკოვიჩმა, მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თავდასხმების განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მას სურს გააჩნდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ინფორმაცია სროლებისა და საზღვარზე სამხედრო დაჯგუფებათა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, თქვა მან.

„არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ძალიან უკმაყოფილო დარჩება დასკვნის შედეგებით“, - განაცხადა ისაკოვიჩმა.

სამშაბათს, გაზეთ Guardian-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ევროპელი ინტელექტუალების ჯგუფმა, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველისა და ფრანგი ფილოსოფოსის ბერნარ-ანრი ლევის ჩათვლით, ევროპას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, როდესაც კომისია მისი მუშაობის შედეგებს გამოაქვეყნებს.

„დიდი სახელმწიფო ყოველთვის მოძებნის ან მოიგონებს საბაბს იმისთვის, რომ მეზობელს, რომლის დამოუკიდებლობაც აღიზიანებს, თავს დაესხას“, - ნათქვამია წერილში, „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში პოლონელებს ადანაშაულებდა“.

თუმცა ოკსანა ანტონენკო, რომელმაც 2005 წელს საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობათა შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოაწყო, ეჭვობს, რომ „ანგარიშში მძიმე დასკვნები იქნება წარმოდგენილი“.

„ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ ამ დასკვნაში დამნაშავეებს დაასახელებენ“, - თქვა ანტონენკომ, რომელიც ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში მუშაობს, „თუმცა სინამდვილეში ამ კომისიას ხელი არ მიუწვდებოდა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეჭვგარეშე რაიმე ახალი განაცხადო“.

იგი დასძენს, რომ ახლა ქვეყნების უმრავლესობამ, საკუთარი პოლიტიკა არსებულ გარემოებებთან შესაბამისობაში უკვე მოიყვანა, ადამიანებმა კი ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს.

„არავის არ სურს ხელახალი დებატების დაწყება იმის თაობაზე, თუ რა არ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. ეს კომისია დასკვნას ისეთი მომენტისთვის აქვეყნებს, როდესაც ყველას ამ თემის დახურვა სურს“.


წყარო: foreignpress.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Pink
2011-07-16 05:10
Super infrmoative writing; keep it up.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC