კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტზე ანგარიშს აქვეყნებს

28 სექტემბერი, 2009

რომან აფაქიძე

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი, რასაც აქამდე მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციები აღიარებდნენ, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული: - საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ პოლიტპატიმრებად განიხილავს 8 ადამიანს: ნორა კვიციანი, ჯონი ჯიქია, რევაზ კლდიაშვილი, შალვა რამიშვილი, მაია თოფურია (და მასთან ერთად ამავე საქმესთან დაკავშირებით დაჭერილი პიროვნებები), დემურ ანთია, ომარ ქუცნაშვილი, მერაბ რატიშვილი. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი მიზანი არ ყოფილა საქართველოში არსებული პოლიტპატიმრების სრული სიის შედგენა. ორგანიზაციამ რამოდენიმე საპილოტო საქმის შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არსებობენ. კვლევის წარმოებისას ფედერაცია დაეყრდნო ცნება „პოლიტპატიმრის“ ევროსაბჭოს დოკუმენტებში მოცემულ განმარტებას. ეს კრიტერიუმები შემუშავებულ იქნა 2001 წლის 3 მაისს. ორგანიზაციის დასკვნის შესწავლილი საპილოტო საქმეები ჯდება ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებში.

ორგანიზაცია გეგმავს ანგარიშის რეაგირების გადაგზავნას ევროსაბჭოში, ევროკავშირსა და ეუთოში. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ ამ ორგანიზაციებისგან ამ საკითხის შესასწავლად საქართველოში სპეციალური კომისიის მივლინებას მოითხოვს.

ფედერაციამ პოლიტპატიმრების საკითხის შესასწავლად საქართველოში სპეციალური მისია 2009 წელს მოავლინა. სამი ადამიანისგან შემდგარი მისია საქართველოში 2009 წლის 19-25 თებერვალს მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ისინი გაეცნენ საპილოტო საქმეების მასალებს, შეხვდნენ დაზარალებულთა ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, სახალხო დამცველს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ხელისუფლების უფლებამოსილ პირებს.

მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ:
გრეგუარ ტერი - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ ევროგაერთიანებასთან ურთიერთიბის ოფიცერი
კირილ კოროტეევი - ადამიანის უფლებათა ცენტრ „მერმორიალის“ იურიდიული კონსულტანტი
- ელდარ ზეინალოვი - აზერბაიჯანის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი

ანგარიშის სრულ ტექსტს შეგიძლიათ ჩვენსავე ვებ-გვერდზე გაეცნოთ.

ახალი ამბები