კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები

1 ოქტომბერი, 2009

ჰეიდი ტალიავინი

ერთი წლის წინ ევროპის კავშირმა   იმ ომის დასრულების პროცესში შეასრულა შუამავლის როლი, რომელმაც 850 ქართველისა (მათ შორის ოსიც) და რუსის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138,000  ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია.

შემდეგ, პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რათა გაერკვია, რატომ წარიმართა ყველაფერი ასე ცუდად და როგორ უნდა იქნას აცილებული თავიდან მსგავსი მოვლენების განმეორება.

ჩემთვის პატივი იყო ის, რომ ამ ინიციატივის ხელმძღვანელად ამირჩიეს. ჩვენი ანგარიში უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ის ევროპისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავს.

ისე, როგორც ყველა კატასტროფული მოვლენა, 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის დაბობვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოყვა. მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში  ორი „გაყინული კონფლქიტის“ გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო.

2002-2006 წწ. მე, როგორც საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ გაიხსნა ოდნავ იმედის სარკმელი და როგორ ჩაიკეტა 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც უთანხმოებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის კოსოვოს გამო და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუარესებამ, რეალური მოლაპარაკებების ნებისმიერი პერსპექტივა მოსპო.

რუსეთი სისტემატურად ურიგებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პასპორტებს, და ამტიკიცებდა, რომ იმ სივრცეში, რომელსაც ის „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს  რუსებზე პასუხისმგებლობა ეკისრება. ამას საქართველოსთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე აკეთებდა, რის გამოც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სულ უფრო დგებოდა რისკის ქვეშ.

ამ დროს საქართველომ ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იწყო და შეერთებული შტატების, უკრაინისა და ისრაელის დახმარებით თავისი შეირაღებული ძალების ძირეულ მოდერნიზაციას შეუდგა. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 1 პროცენტიდან 8 პროცენტმადე გაიზარდა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან განლაგებული სამხედრო ბაზები განახლდა.

2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში, საზავო შეთანხმება, რომელიც პირველი ქართული ომის შემდეგ დაიდო, სულ უფრო დიდი დაძაბულობის ქვეშ ექცეოდა. რუსული ჯარი შეუზღუდავად ესროდა ქართულ თვითმფრინავების აფხაზეთის საჰაერო სივრცეში  და ორივე მხარის მიერ პროვოცირებული ინციდენტები სულ უფრო და უფრო გახშირდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის იქ ყოფნის გამო საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების ნაკლებობას არ განიცდიდა.  მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სხვაგან იხედებოდა ისე, თითქოს უარი თქვა არა მხოლოდ საბაზისო კონფლიქტების გადაწყვეტაზე, არამედ ასევე სულ უფრო მყიფე საზავო შეთანხმების მხარდაჭერაზე.

ძალადობრივი კონფრონტაციისათვის გზა გახსნილი იყო.

იმ დროს, როდესაც პრევენციული დიპლომატია სავსებით სამართლიანად განიხილება პრიორიტეტულად, უნდა ითქვას, რომ 2008 წლის კონფლიქტი პროგნოზირებადი და პრევენციისთვის ხელმისაწვდომი იყო.

დღეს ყველა დამარცხდა: საქართველო გაყოფილია; სეპრატისტული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთი მუჭა სახელმწიფოებმა აღიარეს; და რაც უფრო მნიშვნელოვანია, 35,000 ადამიანზე მეტი გაურკვეველი დროით იძულებით გადაადგილებულად იქცა.

როგორ შეიძლებოდა ამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება? ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ნამდვილად იქნებოდა პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა. მაგრამ ეს მოითხოვდა ყველა საკვანძო აქტორის მიერ თავისი ვალდებულების სრულად შესრულებას, იმას, რასაც ევროკავშირი „ეფექტურ მულტილატერალიზმს“ უწოდებს.

საქართველოს შემთხვევაში გარე სახელმწიფოების ჩარევამ, სამწუხაროდ, საერთო პოზიციების მოძიების ნაცვლას მიდგომათა გამკაცრება გამოწივია. არავის უცდია კონფლიქტის ყველა მონაწილის რეალური წუხილის აღიარება.

საბოლოოდ, უნილატერალიზმი - ინდიფერენტულობა იმისადმი, თუ როგორ აღიქმება ქმედება მეორე მხარეს - სახელმძღვანელო პრინციპად იქცა.

საერთაშორისო საზოგადოებას მეტის გაკეთება შეეძლო და ამისთვის ბორბლის გამოგონება არ სჭირდებოდა. ის უბრალოდ უნდა მიბრუნებოდა გაერთიანებული ორგანიზაციის იმ პრინციპს, რომელიც 1975 წელს იქნა შეთანხმებული.

კარგი მეზობლობა უპირველესად ყოვლისა იმას მოითხოვს, რომ მუქარა და ძალის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო დანაშაულზე, ისე, როგორც ეს 2008 წლის ომის დროს იყო ჩადენილი, მთლიანად უნდა  იყოს აკრძალული, ისევე, როგორც დიდი ქვეყნების მიერ პატარების დაშინება. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული და დღემდე გადაუჭრელი ბევრი პრობლემა  ჭეშმარიტი თანამშრომლობის სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად უნდა გადაწყდეს.

ჩვენი ანგარიში ადასტურებს, რომ უნილატერალიზმი და ძალადობა ჯერ კიდევ დიდ ადგილს იკავებს ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. სტაბილური ევროპული წესრიგი  კი კანონის უზენაესობასა და მულტილატერალიზმისადმი ჭეშმარიტ ერთგულებას უნდა ეფუძნებოდეს.

ორიგინალი:

http://www.nytimes.com/2009/10/01/opinion/01iht-edtagliavini.html?_r=2 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები