კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასავლეთი უხერხული დასკვნების წინაშე აღმოჩნდა

2 ოქტომბერი, 2009

სტეფან უეგსთილი

რას ეხება დასკვნა? დოკუმენტი ევროკავშირის დაკვეთით საქართველოს და რუსეთის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების საპასუხოდ შეიქმნა იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში თავისი ჩარევებით რუსეთმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ანუ კომისიამ დაასკვნა, რომ ორივე მხარე დამნაშავეა? დიახ. თუმცა ვერდიქტი თბილისს უფრო მეტად გმობს, ვიდრე მოსკოვს. პირველ რიგში, საქართველომ სერიოზული ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ პირველი ნაბიჯი მოსკოვმა გადადგა, მოახდინა რა ქართული ტერიტორიის ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში მანამდე, ვიდრე საქართველო ცხინვალს ცეცხლს გაუხსნიდა. დასკვნა ამ ფაქტს  უარყოფს. მეორეც, პროდასავლურად განწყობილი საქართველო დასავლეთში თავის რეპუტაციას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს - დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. თუკი მის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს მანამდე იყო, თბილისი დაზარალდება. მოსკოვი შეეჩვია იმას, რომ დასავლეთი მას, მაგალითად, თითქოსდა ჩეჩნეთში ძალადობის გამოვლინებების გამო, აკრიტიკებს და შესაბამისად მას ნაკლებად აწუხებს ის, თუ რას ფიქრობს დასავლეთი მის ქმედებებზე. მოპოვებული მასალები ობიექტურია? ჯგუფს, რომელიც ანგარიშის შედგენაზე მუშაობდა რუსეთის და საქართველოს ოფიციალურ პირებთან კონტაქტის უნიკალური შესაძლებლობები გააჩნდა. თუმცა მისი წევრები აღიარებენ, რომ მიღებული დასკვნები ამ ომის ისტორიაში საბოლოო სიტყვა არ არის. შესაძლოა დოკუმენტში ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა 8 აგვისტოს - იმ დღეს, როდესაც სამხედრო შეტაკებები დაიწყო, და ძალიან მცირე - იმ მოვლენებს, რომელიც ამ დღეს წინ უძღოდა და რომლებშიც  რუსეთი განმსაზღვრელ როლს თამაშობდა. თუმცა, ანგარიშში საკმაოდ მკაცრი დასკვნებია გაკეთებული და რუსეთის პრეტენზიები გავლენათა სფეროების პრივილეგირებულ ინტერესებზე, შეფასებულია, როგორც “საერთაშორისო სამართლთან შეუთავსებელი”. ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს უკრაინისთვის. დასავლეთი კრიტიკის მიღმა დარჩა? რა თქმა უნდა, არა. კითხვები აშშ-ს პოლიტიკის მიმასამართით დაისვა, კერძოდ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ “სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს გონივრულ და წინდახედულობის ფარგლებში”. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭო ღია კრიტიკის ობიექტი ხდება იმის გამო, რომ ძალიან ცოტა რამ გაკეთდა ომის წინ დაძაბულობის განმუხტვისთვის. იმავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც გასულ ზაფხულს აქტიურად გადაადგილდებოდა მთელს ევროპაში და რომელიც სამშვიდობო გეგმის შედგენაში შუამავალი იყო, ანგარიშის მთავარი შემდგენელის ჰეიდი ტალივინისგან “თანმიმდევრული და თამამი ძალისხმევისთვის” მაღალი შეფასება მიიღო. ახალი ომი მოსალოდნელია? დიახ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია, ისეთივე ცუდია - და შესაძლოა უარესიც - ვიდრე ეს ომის დაწყებამდე იყო, და იქ ადამიანის უფლებები დღესაც ირღვევა. ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმის ფარგლებში იმყოფებიან, მხოლოდ უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ და რუსეთი დღემდე არ აძლევს მათ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთს მიაჩნია, რომ მას სააკაშვილისგან გათავისუფლების პროცესი ჯერ “არ დაუსრულებია”. ეკონომიკური კრიზისი სიტუაცისას კიდევ უფრო გამოუვალს ხდის. მაგრამ საქართველო პატარა, მოშორებული სახელმწიფოა. რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? ამ კონფლიქტმა აჩვენა, რომ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეკავება, როდესაც საქმე მის მეზობლებს ეხება. ამის გაკეთება ვერც ზეწოლის და ვერც უსაფრთხოების ისეთი სტრუქტურის მრავალმხრივი შუამავლობით აღმოჩნდა შესაძლებელი, როგორიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა (ეუთო). ასე, რომ ამ კონფლიქტმა რეგიონში რუსეთის გავლენა დასავლეთის ხარჯზე განამტკიცა. რუსეთის მეზობლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია დასავლეთისთვისაც, რადგან ზოგიერთი ეს მეზობელი ნატოს მოკავშირეა (მაგალითად ბალტიის ქვეყნები), სხვები კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიებზეც ნავთობის და გაზის ტრანსპორტირება ხდება.    

ორიგინალი:
http://www.ft.com/cms/s/0/1fe2469c-ae23-11de-87e7-00144feabdc0.html?nclick_check=1 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები