03:09, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიზანმიმართული ნაბიჯი პატრიარქის წინააღმდეგ თუ უწყინარი ხუმრობა

26.10.2009
პოლიტიკა რწმენაში და რწმენა პოლიტიკაში

რომან აფაქიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი ვიდეოკლიპების ინტერნეტში გავრცელებას საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ეს ბუნებრივი იყო რადგან ქართული საზოგადოება ტრადიციულ სიწმინდეებზე ორიენტირებული საზოგადოებაა... საქმე ისაა, რამდენად ნამდვილია ეს ორიენტაცია. ამ დაპირისპირებაზე უკვე არაერთი აზრი გამოითქვა, რამაც ნათელყო, რომ ეს საკითხი იმაზე უფრო რეზონანსულია ქართული საზოგადოებისთვის ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი თუ დასკვნა (ტალიავინის კომისიის დასკვნის და ყველა მისგან გამომდინარე პროცესის ჩათვლით). 

სურათის აღდგენა მკითხველს არ გაუჭირდება: პატრიარქის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით (რომელიც მან მასწავლებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა) თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის, თეა თუთბერიძის გაგულისება მოყვა. ის თვითონ აცხადებს, რომ პატრიარქის „ანტისახელმწიფოებრივმა“ განცხადებამ უბიძგა ინტერნეტის საშუელებით პატრიარქთან დაკავშირებით სულ მცირე სკაბრეზული, ეკლესიის მრევლის მოსაზრებით კი, შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელებისკენ. თემა (ხაზს ვუსვამთ სიტყვის „თემა“ და ყველა სხვა სტატიაში გამოყენებული სიტყვის მნიშვნელობას) გარკვეული თვალსაზრისით მომგებიანი აღმოჩბდა ყველასთვის - ხელისუფლების, პოლიტიკური ოპოზიციის, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის და საპატრიარქოსთვისაც კი.

ქართული მედია და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები დღესაც საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლების ინსტიტუტი იმართება ხელისუფლებისგან და თუთბერიძის მიერ ვიდეოების ინტერნეტით გავრცელება იყო არა თუთბერიძის პირადი ინიციატივა, არამედ ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ დაგეგმილი პიარაქციის ნაწილი. ამ მოსაზრებას ამყარებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც მოწმობს, რომ ზოგადად ეკლესია და კონკრეტულად საქართველოს პატრიარქი საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები რომ კვლევის ამ შედეგების მათთვის სასარგებლოდ გამოყენებას გეგმავენ 26 მაისს გამართული აქციის დროსაც გამოჩნდა, როცა ოპოზიციის ლიდერებმა ხალხი სამების ეკლესიის მიმართულებით წაიყვანეს. ბევრმა ექსპერტმა მაშინ ეს ფაქტი საპატრიარქოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო თუ არა საუბარი მის მიერ პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ პიარკამპანიაზე თეა თუთბერიძის საქციელი დაგმო და მხარი საპატრიარქოს დაუჭირა. თავიდან თუთბერიძემ აშკარად დააფიქსირა უკმაყოფილება ამ განცხადებების გამო, თუმცა მოგვიანებით, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაანცხადების გამოქვეყნებას პარლამენტის წევრების განცხადებებიც მოყვა (რომლებმაც თუთბერიძეს უზრდელი და ა.შ. უწოდეს), გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ მისი ქმედება არ შეიძლება განხილული იყოს არც თავისუფლების ინსტიტუტის და არც მით უმეტეს ხელისუფლების აქტივობად. თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი დამოკიდებულების დემონსტირება იყო, იმ „ანტისახელმწიფოებრივი“ განცხადების გამო, რომელიც პატრიარქმა გააკეთა. თუთბერიძის აზრით რუსეთმა დასაყრდენი მოძებნა ერთმორწმუნეობის მორალით მოქმედ საპატრიარქოში.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა საპატრიარქოს მაღალი რეიტინგის დემონსტირირებას შეუწყო ხელი. საზოგადოების წარმომადგენლები „თავისუფლების ინსტიტუტის“ მუშაობის აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდნენ.

რამდენად „ჯანსაღია“ ეს აჟიოტაჟი, რომელიც თუთბერიძის მიერ ვიდეოების გავრცელებას მოყვა ძნელი სათქმელია. საექსპერტო საზოგადოებამ ეს ფაქტი არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა. თავად თუთბერიძე შეეცადა ამ ფაქტის განხილვა ლიბერალური დემოკრატიის სიბრტყეში გადაეტანა და განაცხადა, რომ თუ ყველას აქვს პრეზიდენტზე მსგავსი კლიპების გავრცელების უფლება, რატომ არ შეიძლება მსგავსი კლიპების გავრცელება პატრიარქზე. მან საზოგადოების რეაქციას „არადემოკრატიული“ უწოდა და დაასკვნა, რომ საზოგადოების რეაქცია ამ ფაქტზე სწორედ მის არალიბერალურობას ცხადყოფს.

„რაც თეამ  გააკეთა არაა კავშირში გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯები პატრიარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა - „კრიტიკა შეიძლება ყველაფრის მაგრამ შეურაცხყოფა-არა. მე ვარ ადამიანი რომელსაც რუსეთის აგენტობაში დასდეს ბრალი და ვიცი ეს რასაც ნიშნავს... ძალიან შეურაცხმყოფელია. თეა თუთბერიძეს ამაზე პრობლემა არ ექნება რადგან მას ეს არ განუცდია. იმისთვის კი, ვინც სიცოცხლის რაღაც ნაწილი სამშობლოს შესწირა გასაგებია. მისი ეს ქმედება საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ამას ლიბერალიზმთან კავშირი არ აქვს“.

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ. მისი განცხადებით ეს არ იყო „მართული პროცესი". "თუ ვინმემ თუთბერიძის ქმედება შეურაცხყოფად მიიღო სამართლის და კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ვიდეოები არ უნდა გახდეს საღმრთო ომის თუ მასშტაბური კონფლიქტის დასაწყისი და საფუძველი იმისა, რომ ეკლესია და საზოგადოება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია, მშვიდად უნდა მივიღოთ. ამით არც ეკლესიის და არც კლიპების დამდების ღირსება არ ილახება. არ შეიძლება ყველაფრის მიღმა დავინახოთ საფრთხე“.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ დაპირისპირებამ წამოჭრა ქართული საზოგადოების ტრადიციული ფასეულობებისადმი დამოკიდებულების „ნამდვილობაა“. ამ ფაქტის „მართლმადიდებულური ეკლესიისათვის საფრთხედ აღქმა“ მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებას არა აქვს „ადეკვატური“ დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი. ფაქტი ისაა, რომ „პატრიარქის“ წინააღმდეგ „მიმართული“ „პიარკამპანია“ მის ღირსებას საფრთხეს ნამდვილად არ უქმნის. საზოგადოების ზედმეტად აგრესიული რეაქცია კი იმაზე მიგვითითებს, რომ საზოგადოებას მართლმადიდებლური ფასეულობები (შემწყნარებლობა) ზედაპირულადა აქვს გათავისებული. ამ საკითხზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომელიც ჩვენსავე ვებ-გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აუცილებლად ჩათვალა მოვლენის კომენტირება და თქვა, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა გააკეთოს, საპატრიარქოსგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა. მისი განცხადებით ეს არ უნდა მოხდეს და საპატრიარქომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

გაგრძელდება თუ არა ეს თემა ჯერ უცნობია. ყველაზე მთავარი კი ამ აყალმაყალში ისაა, შეუძლია თუ არა თეა თუთბერიძეს პატრიარქის და საპატრიარქოს მისამართით გამოთქმული ბრალდების დოკუმენტურად დასაბუთება. „როცა ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე საზოგადოებრივ ფიგურაზე ან ინსტიტუტზე აცხადებ, რომ ის რუსეთის დასაყრდენია საქართველოში, ამის დოკუმენტურად დადასტურება უნდა შეგეძლოს. თეამ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის დასაყრდენი არის პატრიარქი, ეს სერიოზული განცხადებაა, როგორც მოქალაქეს მინდა ამისი კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინოს“, - აცხადებს ზვიად ქორიძე.

თუმცა საქმე როგორც ჩანს არ მიიღებს იურიდიულ ხასიათს და მორიგ პოლიტიკურ ყაყანად დარჩება, რომლითაც მასში ჩართულმა ყველა მხარემ რაღაც თვალსაზრისით მიიღო სარგებელი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC