10:52, Sunday, 26.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯოზეფ ქეიმ ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე დავა რამდენიმე სასამართლოში წააგო _ აცხადებს პატარკაციშვილების ადვოკატი

18.11.2009
ჯოზეფ ქეის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ბადრი პატარკაციშვილის ხელმოწერების სიყალბე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომაც დაადასტურა. ამის შესახებ  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ განაცხადა. 

 ბირკაიას ინფორმაციით, პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები გადასცეს. მისივე თქმით, მტკიცებულებები სრულად ავსებენ სასამართლო დოკუმენტაციის სფეროში წამყვანი საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, გას რ. ლესნევიჩის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ჯოზეფ ქეის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ბადრი პატარკაციშვილის ხელმოწერები ყალბია.

 „ლონდონის სასამართლოს საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის საგანი იყო ანდერძის თერთმეტი სხვადასხვა ვარიანტი, რომლებზეც თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა ერთ დღეს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ 11-დან ოთხი ხელმოწერა სრულიად იდენტურია, ანუ „დაკოპირებულია“. ასევე, ექსპერტიზა ჩაუტარდა ჯოზეფ ქეისა და ემანუილ ზელცერის ინტერესებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ ანდერძის წინასწარ დამოწმებულ კიდევ ოთხ დამატებით ვარიანტს, პატარკაციშვილის ხელმოწერის გარეშე“, - განცხადა ბირკაიამ. 

მისივე თქმით, სულ ექსპერტიზის საგანს წარმოადგენდა სამოცდაათზე მეტი ყალბი  დოკუმენტი, სადაც ანდერძის განმკარგავად ზოგ შემთხვევაში ჯოზეფ ქეი, ზოგ შემთხვევაში კი ემანუილ ზელცერი იყვნენ დასახელებული.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ექსპერტის დასკვნის თანახმად, ყველა ეს საბუთი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ არის შექმნილი. ამავე დროს, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ლონდონის სასამართლომ ჯოზეფ ქეის პირადი აქტივები დააყადაღა. გარდა ამისა, განახორციელა მისი ლონდონის ოფისის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელსაც ლონდონის სასამართლო დამატებით შეისწავლის“, - განაცხადა ბირკაიამ.

 მისივე თქმით, ლონდონის სასამართლომ დავის საბოლოო დასრულებამდე უარი განაცხადა ჯოზეფ ქეის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე – განკარგოს პატარკაციშვილის ქონება.

„შეგახსენებთ, რომ ლიხტენშტეინის სასამართლომ უკვე გამოააშკარავა ქეის წარუმატებელი მცდელობა, მიეთვისებინა პატარკაციშვილის ოჯახის აქტივები. ხოლო გიბრალტარის სასამართლომ ქეის აქტივების კონტროლის უფლება ჩამოართვა. ახლა ქართული მართლმსაჯულების ჯერია. თუ მტკიცებულებებს საქართველოს სასამართლო არ გაითვალისწინებს, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა“, - განაცხადა ბირკაიამ.

პრესკონფორენციაზე ასევე ითქვა, რომ ჯოზეფ ქეისთვის ტელეკომპანია „იმედის“ გადაფორმების გარემოებების დასადგენად სასამართლო ბიზესმენთა ასოციაციის ახლანდელ ვიცე-პრეზიდენტს,  გიორგი ისაკაძეს დაკითხავს. 
 
ამის შესახებ პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს „ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპ“-ის აქციათა 70 პროცენტის ყოფილ მფლობელ გოგი ჯაოშვილს (ჯგუფი ფლობდა ტელეკომპანია „იმედსაც“).

 „ჯაოშვილი ცხადებს, რომ მასსა და ჯოზეფ ქეის შორის აღნიშნული ჯგუფის აქციათა ნასყიდობის შესახებ გარიგება მოტყუების და იძულების ფორმით დაიდო. სასამართლოს წინაშე ჯაოშვილმა დააყენა შუამდგომლობა, მოწმის სახით დაიკითხოს გიორგი ისაკაძე და ნოტარიუსი მერი გუბაშვილი, რომელმაც დაამოწმა  გარიგება. ჯაოშვილი მიუთითებს, რომ ისაკაძე ჯოზეფ ქეისთან გარიგების ხელმოწერას ესწრებოდა და აქვს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მოეწერა ხელი ქეისთვის ტელეკომპანია „იმედის“ გადაფორმების დოკუმენტს“, - განაცხადა ბირკაიამ. 

მისივე თქმით, სასამართლომ დააკამაყოფილა ჯაოშვილის მოთხოვნა და ისაკაძე და გუბაშვილი მართლაც გამოიძახა. სასამართლო პროცესი ამჟამად მოსამაზადებელ ეტაპზეა და პროცესი უახლოეს ხანში ჩაინიშნება. 

ბირკაიას ცნობით, ტელეკომპანია „იმედთან” დაკავშირებით პატრკაციშვილის მემკვიდრეებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოც განიხილავს. 

პრესკონფერენციას ნანა და მზია პატარკაციშვილები, ასევე, ოჯახის პრესმდივანი ნონა ყანდიაშვილიც ესწრებოდნენ.

წყარო: „ინტეპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC