კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ვოლფი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს

5 დეკემბერი, 2009

ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ვოლფი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უგზავნის წერილს, სადაც ხელისუფლებას პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.

წერილს კონგრესმენი იწყებს მაია თოფურიას და სხვა 12 ადამიანის საქმით, რომლებიც 2006 წლის სექტემბერში იქნენ დაკავებულნი. სასამართლო პროცესი მთლიანად დახურული იყო საზოგადებისთვის და მედიისთვის, და მიუთითებს დარღვევების შესახებ, რომლის ფონზეც სასამართლო მიმდინარეობდა.

კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამაინის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პატიმართა დაშინების და აბუჩად აგდების, საპატიმრო და წინასწარი დაკავების ადგილებში ცუდი პირობების, პოლიციის დაუსჯელობის, ადვოკატის ხელმიუწვდომლობის, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შესახებ მოხსენებების და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლებაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა საერთაშოროსი ფედერაციის(FIDH) აგვისტოს ანგარიში პოლიტპატიმრების შესახებ და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში რომელიც მხარდაჭერილია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ მოიხსენიებენ ამ საქმეს საქართველოში სხვა საქმეებთან ერთად.

ნათელია რომ დამოუკიდებელი, ღია და გამჭვირვალე  სასამართლო არის ფუნქციონირებადი დემოკრატიის საფუძველი. მიუხედავად ზოგიერთი განცხადებისა რომ დემოკრატიის დამკვიდრებას დრო სჭირდება, თუ ნამდვილად არსებობს დემოკრატიის სურვილი, მაშინ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება უნდა განხორციელდეს სასწრაფოდ.

თოფურიას საქმე განხილულ უნდა იქნეს როგორც ტესტი, რომლითაც სასამართლო სისტემის რეფორმის პროგრესის შემოწმება შესაძლებელია. მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას გაანთავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და იმუშაოს საქართველოში სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისკენ.

იხილეთ წერილი აქ

ახალი ამბები