15:05, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბესელიას ოჯახის წევრებს პროკურატურამ ლმობიერი სასჯელი „უწყალობა“

23.12.2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„მე პოლიტიკური განაჩენი მოვისმინე, რომელიც პირადად სააკაშვილმა გამოაცხადა კონსტანტინე ცაცუას პირით“, - განაცხადა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ბათუმის სასამართლოში, სადაც 22 დეკემბერს დასრულდა მისი ძმისა და შვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო მოსმენა. სახელმწიფო ბრალდებამ განსასჯელთა ბრალდების კვალიფიკაცია შეამსუბუქა. მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ განაჩენის გამოცხადება 24 დეკემბერის 5 საათისთვის გადადო.

„ჩემი ოჯახის წევრები არიან პოლიტიკური მძევლები და ხელისუფლებას სჭირდება ისინი ჩემზე ზემოქმედების მოსახდენად. მე მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, თავი დაანებოს ჩემი ოჯახის წევრებს და პოლიტიკური მძევლები გაათავისუფლოს, რადგან ისინი არ გამოადგება ჩემზე ზემოქმედების მოსახდენად. მე არ ვაპირებ ჩემი პოზიციების შეცვლას. ეს არის ჩემი საბოლოო პოზიცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ სასამართლო მოსმენის დასრულების შემდეგ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თვეზე მეტია, მიმდინარეობს კაფე-ბარ „ელზაში“ მომხდარი შეხლა-შემოხლის თაობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა. 22 დეკემბერს, სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ, მხარეები საკამათო სიტყვაზე გადავიდნენ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ოთხივე განსასჯელის მიმართ სახელმწიფო  ბრალდებამ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება შეცვალა პოლიციის  დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რაც შედარებით ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოსმენილი ჩვენებების შეფასებით პროკურატურამ მიიჩნია, რომ სერგო ბესელიას, რატი მილორავას, როინ ცაგარელის და ვალერი კირვალიძის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა შეიცვალოს კანონით გათვალისწინებული მუხლის შედარებით მუბუქი ნაწილით. „არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სერგო ბესელიას, რატი მილორავას, როინ ცაგარელისა და ვალერი კირვალიძის ბრალეულობის დასადასტურებლად, თუმცა, პროკურატურამ გაითვალისწინა სასამართლო გამოძიებისას გამოკვეთილი გარემოებები და მოითხოვა უფრო მსუბუქი მუხლები, ვიდრე ძიების დაწყებისას იყო გათვალისწინებული“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ ბათუმში კაფე-ბარ „ელზაში“ მომხდარი ჩხუბის საქმეზე, არასრულწლოვნების - რატი მილორავასა და ვალერი კირვალიძის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად მოითხოვა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება, პროკურატურის შეფასებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელია. სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელსაც შეუმსუბუქდათ ბრალდება და მათ მიმართ პროკურატურამ მოითხოვა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარი.

„არგუმენტები, რომლებზეც დაფუძნებულია სახელმწიფო ბრალდების ბრალი, დაცვის მხარისათვის აბსოლუტურად მიუღებელი და უსამართლოა. ჩვენ ვერ მივიღებთ ამას წყალობად“, - აღნიშნა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

სახელმწიფო ბრალდებლებმა კონსტანტინე ცაცუამ და ზვიად ფხაკაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სასამართლო პროცესზე კი განსასჯელთა სასჯელის შემამსუბუქებელ მიზეზად პირველად ჩადენილი დანაშაული მიუთითეს.

სერგო ბესელიას და რატი მილორავას დამცველმა ლილი გელაშვილმა სასამართლოს წარუდგინა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადო მოღვაწეების, განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორივე განსასჯელი ეკა ბესელიას პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, უსამართლოდ არიან დაკავებულნი. სასამართლოსვე გადაეცა მცხეთის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილი სერგო ბესელიასა და რატი მილორავას დახასიათება.

დაცვის მხარემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საქმეში არსებულ დარღვევებს. მათ განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით ჩატარდა და შესაბამისი დოკუმენტაცია საქმეზე არ უნდა იყოს დართული. დაცვის მხარემ მოითხოვა დაუშვებელ ნივთმტკიცებად ცნობილიყო ამოცნობის ოქმები და პოლიციის პერანგები, რომლებიც გამომძიებელმა საქმეზე მოგვიანებით ისე დაურთო, რომ ნივთმტკიცების ამოღების ოქმში მითითებულიც არაა, თუ საიდან ამოიღეს პერანგეიბი და რის საფუძველზე.

დაცვის მხარის აზრით, ამოცნობის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე აჩვენეს, კარგად ჩანს, როგორ ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ბრალმდებელი გიორგი დავითაშვილი რატი მილორავაზე. იგი მილორავას აიძულებს მონაწილეობა მიიღოს ამოცნობაში.

22 დეკემბერს, სასამართლო პროცესს ქართული ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ხელმძღვანელი ესწრებოდა და პროცესის დასრულების შემდეგ მათი კომენტარებიც ჩავიწერეთ.

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია: „იმედს ვიტოვებ, მოსამართლე შეეცდება, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ პროკურორმა ბრალი შეამსუბუქა და მოხსნილია ის აბსურდული ბრალდება, თითქოს თითქოს განსასჯელებმა ჯგუფურად განიზრახეს დანაშაულის ჩადენა. ვფიქრობ, მოსამართლეს აქვს საშუალება, სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს“.

ლევან გაჩეჩილაძე: „ასეთი შეწუხებული არასდროს არ ვყოფილვარ. რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ისინი პირდაპირ პოლიტიკური მძევლები არიან, რომელთა ბედს აბურთავებენ ისე, როგორც თვითონ მოესურვებათ”.

ეკა ბესელიამ განსასჯელებს ვალერი კირვალიძესა და როინ ცაგარელს მადლობა გადაუხადა იმ გამძლეობისა და სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ: „ყველაზე ძვირფასი რაც აქვს ადამიანს, ეს თავისუფლებაა. თქვენ ესეც კი არ დააყენეთ ღირსებაზე მაღლა და არ ისურვეთ ამ გზით თავისუფლების მოპოვება, რასაც უღირს გზას ვუწოდებ. ესენი არიან მსხვერპლი ამ პრიმიტიულად დაგეგმილი, სამარცხვინო პროვოკაციისა. მე პოლიტიკური განაჩენი მოვისმინე, რომელიც პირადად სააკაშვილმა გამოაცხადა კონსტანტინე ცაცუას პირით. მე მზად ვარ ამ განაჩენისთვის და უფრო მეტისთვის“.

შეგახსენებთ, სერგო ბესელია, რატი მილორავა, ვალერი კირვალიძე და როინ ცაგარელი 2009 წლის 19 აგვისტოს დააკავეს ქობულეთში კაფე-ბარ „ელზაში“ მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC