სოზარ სუბარი: „ხმები ქართული მედიის გარდაცვალების შესახებ ნაადრევია“
28.12.2009
ანა შეშაბერიძე
![]() |
მარი ოთარაშვილი |
ცენტრი უკვე მეოთხე წელია, ატარებს კონკურსს ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად.
წელს ჟიურიმ საუკეთესო 4 ნამუშევარი გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე და ჟურნალისტი თეა თოფურია.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები არიან: გიორგი მგელაძე, ნანა ბეგანიშვილი,
ნინო მიქიაშვილი და მარი ოთარაშვილი. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მათგანს ფულადი პრემია – 300 ევრო გადაეცა.
![]() |
გიორგი მგელაძე |
ჟიურის წევრების განცხადებით, საკმაოდ რთული იყო საუკეთესოს შერჩევა, რადგან ბევრი კარგი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. „ამ სტატიების განხილვამ შემიქმნა წარმოდგენა, რომ ხმები ქართული მედიის გარდაცვალების შესახებ ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ფული იხარჯება ჟურნალისტების მოსყიდვაზე, გადაბირებაზე, გაკონტროლებაზე და მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით, საქართველოში არსდებობს ჟურნალისტიკა, რომელიც არის დემოკრატიის „მარილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, კონკურსი ძალიან წარმატებულია.
სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის გიორგი მგელაძის ჟურნალისტური გამოძიება „სახელმწიფო კერძო საკუთრების წინააღმდეგ“ ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნდა და ეხებოდა ბათუმში არსებული ბაზრობის მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევას. ამ ადამიანებს მილიონობით თანხები ჰქონდათ ჩადებული სავაჭრო ბიზნესში.
სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის ნანა ბიგანიშვილის გამოძიება „საკნიდან“ - საკანში“ ასევე ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნდა. სოზარ სუბარის თქმით, ამ სტატიით დასტურდება, რომ ქვეყანაში კვლავ აქტუალურია პოლიტპატიმრების თემა.
![]() |
ნანა ბიგანიშვილი |
როგორც ჟიურის წევრებმა განაცხადეს, „პრესა.გე“-ს ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილს რამდენიმე კარგი სტატია ჰქონდა წარმოდგენილი და მათგან საუკეთესოს გამოვლენა ადვილი საქმე არ იყო. საბოლოოდ ჟიურიმ არჩევანი შეაჩერეს ნინო მიქიაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებაზე „სპეცრაზმელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ დახოცეს“.
გამარჯვებული ჟურნალისტები ჯილდოს დიდ დაფასებად თვლიან და მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ასეთი კომპეტენტური ჟიური გასახელებს საუკეთესოდ.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ, არასამთავრობოებმა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა
წავახალისოთ ჟურნალისტები, რადგან მათ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ამას ჭირდება დაფასება. ჩვენ გვინდა, მცირე მადლიერება გამოვხატოთ ამ ღონისძიებით - თქვენ ხართ ადამიანები, რომელნიც ამბობთ „შიშველ სიმართლეს“, – მიმართა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.
![]() |
ნინო მიქიაშვილი |
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორმა საქართველოში, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი კონკურსი კვლავ გამოცხადდება, სავარაუდოდ გაზაფხულზე და მასში არა მხოლოდ ბეჭვდით მედიას ექნება მონაწილეობის საშუალება.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას