კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საინფორმაციო კამპანიის თაობაზე, რომელიც მიმართულია უფლებადამცველების საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ

15 იანვარი, 2010

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან 2009 წ. დეკემბრის თვეში უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანიით, რომელიც უფლებადამცველთა საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. განსაკუთრებით შემაშფოთებეულია ის ფაქტი, რომ მედიასაშუალებებმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავიანთ საჯარო განცხადებებში მოახდინეს ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება, როგორიცაა  რუსეთ-საქართველოს ომი, ეთნო-ტერიტორული კონფლიქტები, უმცირესობები და ა.შ. რათა მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება და შეცდომაში შეიყვანოს ის უფლებადაცვითი  საქმიანობის მიმართ.

მედიასაშუალებებმა, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს, ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული სახელისუფლებო წრეებთან, ერთმანეთის მიყოლებით ეთერში გაუშვეს მიკერძოებული სიუჟეტები, სადაც უფლებადამცველები გამოყვანილი იყვნენ როგორც ქვეყნისა და ერის მტრები რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის წინააღმდეგ მუშაობენ. აღნიშნულ სიტუაციას წინ უსწრებდა პოლიტიკოსების მიერ უფლებადამცველების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები.

2009 წ. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა არასამთარობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“-ს უფლებადაცვით საქმიანობას. კერძოდ, ეს ორგანიზაცია აქტიურად წარმატებით ასაჩივრებს ომით დაზარალებულთა და დევნილთა საქმეებს ქვეყნის შიდა სასამართლოებში, როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებს. შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამუწურვის შემდეგ წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ თითქოს „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ომის ტრაგედიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონტრაქტზე ორგანიზაციასა და მის პოტენციურ კლიენტებს შორის, რის საფუძველზეც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს 2008 წ. ომით დაზარალებულებს. თუმცა, არც ერთი მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი არ იყო წარმოდგენილი სიუჟეტში. მეტიც, საუბარი იყო ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმებისა და ხელმოწერის შემდეგ იძენს კონტრაქტის ძალას.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული სიუჟეტის ზოგადი ტონი და შინაარსი მკაცრად აკრიტიკებდა მათ, ვინც ბედავს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროპის სასამართლოში.

12 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ხელი შეუშალა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ „ოსი კრიმინალების დასაცავად“ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა.

ამგვარი განცხადება მოკლებული იყო ყოველგვარ ლოგიკურ და ფაქტობრივ დასაბუთებას და შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენდა საზოგადოებაში ეთნიკური დაყოფისა და არატოლერანტობის წახალისების მცდელობას.

დეკემბერში ტელეკომპანიამ „რეალ-ტვ“ საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველ სოზარ სუბარზე მოამზადა ცალმხრივი და მიკერძოებული სიუჯეტი, რომელშიც სუბარი ნეგატიურად არის წარმოჩენილი, როგორც რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველი. ითქვა, რომ მას არც ერთელ არ დაუცავს რელიგიური უმრავლესობის – მართლმადიდებელი ქრისტიანების უფლებები საქართველოში.
ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები ხშირად ცდილობენ მისი რეპუტაციის დისკრედიტირებას, სახალხო დამცველად მუშაობის დროს გაწეული საქმიანობისათვის ჩირქის მოცხების გზით.

17 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის კანონმდებლებმა გააკრიტიკეს გამომძიებელი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე,  არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი მანანა მებუკე და ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რადგან 16 დეკემბერს ისინი ჩავიდნენ ცხინვალში და შეხვდნენ კონფლიქტური რეგიონის „კრიმინალ“ ლიდერს ედუარდ კოკოითს. „ეს არა მარტო საქართველოს ავადმყოფობაა; მსგავსი ადამიანები (იგულისხმება ზაქარეიშვილი) ყოველთვის არსებობდნენ საოკუპაციო რეჟიმების დროს. მათ საქმიანობაზე საზოგადოებამ პასუხი გასცა მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ. ასევე მოხდება ამ ადამიანების მიმართაც (იგულისხმება ისინი, ვინც 16 დეკემბერს ცხინვალში ჩავიდა) - ზოგიერთი მათგანისათვის ეს იქნება პასუხი არჩევნების გზით და სხვებისათვის კი მორალური თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან შოთა მალაშხიამ.

ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენებენ საზოგადოებას რომ:

• ყოველ ადამიანს აქვს უფლება განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა კანონის ფარგლებში; ასევე შესთავაზოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების პროფესიულად კვალიფიცირებული იურიდიული დაცვა ან გაუწიოს სხვა ტიპის დახმარება ეროვნული, ეთნიკური და სხვა მსგავსი დისკრიმინაციის გარეშე. (გაეროს დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ)

• უფრო მეტიც, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად, იცოდეს, მოიძიოს, მიაღწიოს, მიიღოს, გამოაქვეყნოს, შეატყობინოს ან გაავრცელოს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე არსებული შეხედულებები, ინფორმაცია და ცოდნა; მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აღნიშნული საკითხისადმი.“(გაეროს დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ)

• უფრო მოტეიც, „გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებდამცველთა საქმიანობაზე, არ უნდა სცილდებოდეს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პარაგრაფისა და მე-11 მუხლის მოთხოვნებს (ადამიანის უფლებადამცველების შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია)


უფლებამდაცველების დისკრედიტაციისაკენ მიმართული მსგავსი საინფორმაციო კამპანია საფრთხეს უქმნის ზოგადად მათ საქმიანობას ქვეყანაში, განსაკუთრებით კი - საქმიანობას ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, როგორებიც არიან დევნილები, უმცირესობები და ა.შ.

უფრო მეტიც, ზემოხსენებული მედიასიუჟეტები  ხელს უწყობენ შეუწყნარებლობას, მტრულ დამოკიდებულებას და საფრთხეს უქმნიან სამართლისა და მშვიდობის ძიების შესაძლებლობებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რომელმაც ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე და ფართომასშტაბიან ფაქტებამდე მიგვიყვანა.

მსგავს კამპანიას განსაკუთრებით დესტრუქციული ზეგავლენა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების იმიჯზე, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ეროვნული ტელევიზია, რაც საშუალებას  არ აძლევს უფლებამდაცველებს, ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას და პასუხი გასცენ ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ წარმოთქმულ ბრალდებებს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

• გმობენ ადამიანის უფლებამდაცველების საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას;

• მოუწოდებენ ხელისუფლებას, შექმნას უფლებადამცველებისთვის ხელშემეწყობი სამუშაო გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ცალკეულ პირებს, ჯგუფებს და ასოციაციებს, შეუზღუდავად იმუშაონ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის;

.  მოუწოდებენ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს უფლებადამცველების საქმიანობაში ყოველგვარი ჩარევისაგან, მათ საქმიანობაზე ყოველგვარი შეზღუდვების დაწესებისაგან, რომლებიც სცდება ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ფარგლებს;

• მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის - დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლობებს, მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ადამიანის უფლებების დამცველების შესახებ გაერო-ს დეკლარაციის შესაბამისად და ხელი შეუწყონ ამ დოკუმენტით გარანტირებული უფლებების განუხრელ დაცვას;
 
ხელისმომწერები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
კავკასიის ქალთა ქსელი;
კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი;
თანასწორობის ინსტიტუტი;
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი;
საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“;
მოძრაობა „რატომ?“;
სტუდია „რეპორტიორი“;
კავშირი „21-ე საუკუნე“;

უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის სხვა წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სამოქალაქო მანიფესტი“

ახალი ამბები