კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღაფში: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ეს არ შეიცვლება“

22 თებერვალი, 2010

დანილა გალპეროვიჩი, რადიო „თავისუფლება“ (მოსკოვი)

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა მას მერე, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შემდეგ მოსკოვმა საქართველოს ამ აჯანყებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. სულ ახლახანს კი დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისი საყოველთაოდ არაღიარებული ტერიტორია რუსეთთან საბაჟო კავშირში გაერთიანების საკითხს განიხილავს, რომელიც ხელს შეუწყობს რუსული ბაზრის გახსნას აფხაზეთისთვის, ასევე მის ტერიტორიაზე ინვესტიციების გაზრდას.

„ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ეს არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ საბაჟო კავშირს რუსეთთან“, – განუცხადა ბაღაფშფმა მოსკოვში რადიო „თავისუფლების“ სამსახურს.

ბაღაფში მოსკოვში იმყოფებოდა იმ შეთანხმების ხელმოსაწერად, რომელიც რუსეთს გამოყოფილ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობის უფლებას აძლევს. ბაზა 3 000 სამხედროს დაიტევს და აფხაზეთში, სულ ცოტა, 49 წლით განთავსდება.

აფხაზეთის ლიდერის თქმით, რუსეთის ბაზის არსებობა აუცილებელია იმ ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის, რომელიც საქართველოს კონტროლს 1990-იანი წლების დასაწყისში სასტიკი ომის შემდეგ გამოეყო. ამ კონფლიქტის დროს 15 000 ადამიანი დაიღუპა და 250 000 ეთნიკური ქართველი დევნილი გახდა.

„ჩვენ არ გვინდა იმის გამეორება რაც 1992-93 წლებში მოხდა. ჩვენ გვჭირდება (რუსული) ბაზა აფხაზეთში იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ნატოს სჭირდება ბაზა კოსოვოში“, – განაცხადა ბაღაფშმა, - „რატომ სურთ ევროპულ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება? რადგან ამ შემთხვევაში ისინი უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ცხოვრობენ. ჩვენც გვინდა მშვიდად ცხოვრება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრება გვსურს“.

რუსეთის დომინირება

მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონი) დამოუკიდებლობა ოფიციალურად 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა. თუმცა, ამ მაგალითს, მოგვიანებით მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკენის პატარა კუნძულმა ნაურუმ მიბაძა.

რუსეთის ბაზა საპორტო ქალაქ გუდაუთაში განთავსდება, რომელიც დედაქალაქ სოხუმიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. მოსკოვს ასევე დაგეგმილი აქვს საზღვაო ბაზის დაბინავება ოჩამჩირის პორტში – სეპარატისტულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან ახლოს.

რუსეთის დომინირება აფხაზეთში თითქმის ტოტალური ხდება. რეგიონში რუსული სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ძალების რიცხვი 4 000-დან 5 000-მდე აღწევს. მოსკოვს ასევე გადაეცა ტერიტორიის საზღვრების, აეროპორტის და რკინიგზის  კონტროლი.

აფხაზეთის მოქალაქეების უმრავლესობას უცხოეთში გამგზავრებისთვის რუსული პასპორტები აქვს და დიდწილად რუსულ ენაზე საუბრობს. რესპუბლიკაში რუბლი ოფიციალურ ვალუტად რჩება.

აფხაზეთი მოსკოვზე დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარების, ვაჭრობის და საგარეო ინვესტიციების თვალსაზრისითაც. ბაღაფში ამბობს, რომ რუსული დახმარება საჭიროა, რადგან დასავლეთის მთავრობები, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, მის დახმარებაზე უარს ამბობენ.

უარი დაბრუნების უფლებაზე

1992-93 წლების ომამდე ეთნიკური ქართველები აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. ომის დროს განდევნილმა დაახლოებით 50 000 – 60 000-მდე ქართველმა აფხაზეთში დაბრუნება შეძლო.

მაგრამ ბაღაფში ამბობს, რომ მისი მთავრობა არ დაუშვებს 200 000 ქართველის მათ ყოფილ სახლებში დაბრუნებას, რადგან მისი მტკიცებით, ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„შეუძლებელია დარჩენილი დევნილების უკან დაბრუნება. თუკი ისინი დაბრუნდებიან, მათგან ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც იბრძოდა. მათი შვილები იბრძოდნენ. მათი მშობლები იბრძოდნენ. ეს ახალ კონფლიქტს გამოიწვევს“, – განაცხადა ბაღაფშმა.

„მე სხვა იდეა მაქვს. ევროპელები, არაევროპელები და სხვები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიარაღებაში კი არ უნდა დაეხმარონ, არამედ ამ ფულით უნდა დაეხმარონ დევნილებს საქართველოში დასახლებასა და იქ ადაპტირებაში. ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება“.

წყარო: www.foreignpress.ge

ორიგინალი: http://www.rferl.org/content/Abkhaz_Leader_We_Are_An_Independent_Country_And_That_Will_Not_Change/1961980.html

ახალი ამბები