კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს გზა ვარდებით მოფენილი არ არის

24 თებერვალი, 2010

ჯასთინ რაიმონდო, ANTIWAR.COM

რუსეთ–საქართველოს ომი იმის უახლესი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს საომარი პროპაგანდა და როგორ შეუძლია კონტრპროპაგანდას მისი ეფექტის ნულამდე დაყვანა და საბოლოო ჯამში თავად ომის პარტიისთვის დარტყმის მიყენება.

გავიხსენოთ, დასავლეთის ახალ ამბებში მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ომი რუსული „ინტერვენციით“ დაიწყო, რუსებმა პირველებმა გაისროლეს და საქართველოს რეგიონის – სამხრეთ ოსეთის – ოკუპაცია მოახდინეს. საგაზეთო სათაურები რუსულ აგრესიაზე გაჰყვიროდნენ, რესპექტაბელურმა ანალიტიკოსებმა კი სხვენიდან ცივი ომის მტვრიანი ატრიბუტიკა გადმოიღეს, მტვერი მოაშორეს და რუსეთის (რა თქმა უნდა, „აღორძინების პროცესში მყოფი რუსეთის“) ქმედებების მნიშვნელობაზე მკითხაობას შეუდგნენ. ისინი დასავლეთს მოსკოვისთვის საკადრისი პასუხის გაცემას ურჩევდნენ. „ჩვენ ახლა ყველანი ქართველები ვართ“, – ენთუზიაზმის შემოტევის დროს აღიარა ჯონ მაკკეინმა. მაკეენი სასწრაფოდ ლოკომოტივის სათავეში ჩადგა, დაადასტურა რა მისი ძმა–ბიჭის - მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ორიგინალური ვერსია მოვლენებისა და გამოაცხადა, რომ აშშ–მ უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს. მან განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია, აგრესიას კი არ უნდა ვითმენდეთ. 

თავდაპირველად ბარაკ ობამამ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა, მას სასწრაფოდ თავს დაესხნენ მაკკეინი და ნეოკონები, რომლებმაც იგი მხარეებისთვის თანაბარი მორალური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, სასტიკად გააკრიტიკეს.            

ამ დროს ობამა, სავარაუდოდ, ჰავაიზე, ოჯახთან ერთად ისვენებდა და ამიტომ სწრაფად ვერ ირეაგირა. კრიტიკოსებმა არ დააყოვნეს და განაცხადეს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს - ობამა ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არ არის (იხ. ჰილარი კლინტონის ცნობილი რგოლი „მზად არის კი ის იმისთვის, რომ სატელეფონო ზარს ღამის სამ საათზე უპასუხოს?“) მოგვიანებით, ობამამ გამოასწორა შეცდომა და მორიგ განცხადებაში ომის მიზეზად რუსული „აგრესია“ დაასახელა.        
 
როგორც გაირკვა, ობამას პირველი, ინსტიქტური რეაქცია სწორი იყო. ეს ცხადი რამდენიმე კვირაში გახდა, როდესაც მსოფლიომ ომის დაწყების გარემოებების შესახებ შეიტყო. როდესაც ბურუსი გაიფანტა და ფაქტები სააშკარაოზე გამოვიდა, მედიის რეფლექსური პროქართული რეაქცია, აბსოლუტურად უსამართლო აღმოჩნდა: ქართულმა არმიამ არა მხოლოდ პირველმა გახსნა ცეცხლი, არამედ შეუტია და ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა „აჯანყებულთა“ დედაქალაქი ცხინვალი. იმავდროულად აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა და მომზადებულმა ქართულმა არმიამ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.    

ქართულ ლობის ამერიკაში შეუძლია, იამაყოს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებდა სიმართლის დამალვას რიტორიკისა და შესანიშნავად დადგმული სპექტაკლების უკან. გმირი „დემოკრატი“ სააკაშვილი – კრემლის ახალი სტალინის წინააღმდეგ – ოჰ, რა სიუჟეტია დასავლური მედიისთვის! უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ამ ცივი ომის „რიმეიქის“ მთავარი გმირი სტალინთან წარმომავლობითაც და ტემპერამენტითაც გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე პუტინი ამაზე ოდესმე იოცნებებდა.      

ბოლო დროს სააკაშვილი ყოველმხრივ ახდენს მისი პარანოიის და შურისმაძიებლობის (სტალინის ხასიათის ორი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი) დემონსტრირებას. ის მუდმივად ცდილობს იმ პარანოიდალური თეორიის კულტივირებას, რომ ქართული დემოკრატიული ოპოზიცია რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეთქმულებაში მონაწილეობს და მათი მიზანი საქართველოს დაპყრობაა. ის ასევე მუდმივად იმის პირობას დებს, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს (ორ აჯანყებულ რეგონს, რომლებსაც 2008 წელს მისმა არმიამ შეუტია) საქართველოს კონტროლს დაუქვემდებარებს. ახლახანს კი მან  რევანშისტული ლოზუნგების ქვეშ ქართული საზოგადოების სრული მილიტარიზაციის კამპანია დაიწყო.  

ამგვარი ინიციტივების განხორციელება, ყველაზე მარტივია სკოლებიდან, სადაც სააკაშვილის რეჟიმს „სამხედრო–პატრიოტული აღზრდის“ სავალდებულო კურსი შეაქვს. გადაწყვიტეს, რომ ამ კურსებმა ახალგაზრდებს „სამხედრო სული“ უნდა შთაბეროს. სააკაშვილის თქმით, საქართველო ომს განაგრძობს და ამიტომ „სამოქალაქო თავდაცვისა“ და პოლიტიკური აღზრდის ასეთი კურსები აუციელებლია გარდაუვალი თავდასხმისგან ქვეყნის დასაცავად. როგორც ეს ამერიკული გამოცდილებიდან ვიცით, ფანატიკური ნაციონალიზმი – ტირანის პირველი თავშესაფარია და სააკაშვილი არ ერიდება, ეს ხელკეტით მუდმივად ურტყას ოპოზიციას მაშინ, როცა მისი პოლიცია ქუჩებში დემონსტრანტებს სცემს.  
  
აი, როგორ იცავს სააკაშვილი თავის „სამხედრო–პატრიოტულ“ ტვინის გამორეცხვებს: „ჩვენ გადავწყვიტეთ (სკოლებში) შემოვიღოთ სამხედრო–პატრიოტული აღზრდა.  შეგვიძლია, მას სამოქალაქო თავდაცვის კურსები ვუწოდოთ. ეგრეთწოდებულმა ლიბერალებმა ამასთან დაკავშირებით ხმაური ატეხეს, და  აცხადებდნენ: „ოჰ, რა კატასტროფაა, ეს ცუდი ტონია“. სიტყვაზე, საბჭოთა დროში სამხედრო მომზადება სკოლებში მართლაც არც ისეთი კარგი იყო“.

ნუ, მოკლედ, ეს საბჭოეთის წარმომადგენლები ხომ უბრალოდ მოყვარულები იყვნენ და არაფერი გაეგებოდათ არც მილიტარიზმში და არც ფანატიკური ნაციონალიზმის კულტივირებასა და ნაციონალური უმცირეობების შევიწროვებაში! ჩვენ, ქართველები, ვაჩვენებთ მათ ეს როგორ კეთდება!

„ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური გამოწვევები არსებობს“, – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა ამასწინანდელ შეხვედრაზე თბილისის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, რაც ტელევიზიით გადაიცა. მან საქართველო ისრაელს შეადრა – ქვეყანას, რომელიც ყველა მხრიდან მტრებითაა გარშემორტყმული და სრულად მილიტარიზებულია. ნუ იტყვით და თურმე ისრაელში, ადამიანები „სარაკეტო თავდასხმებისთვის მზად არიან“.     
 
სააკაშვილისთვის საუბედუროდ, მისი მმართველობისთვის ძირითად საფრთხეს არა რუსეთის მხრიდან რაკეტებით თავდასხმის პრაქტიკულად არარსებული საფრთხე წარმოადგენს, არამედ, სინამდვილეში მას შეშფოთებისთვის სხვა საფუძველი აქვს – მისი საკუთარი ხალხის პოლიტიკური უკმაყოფილება - ხალხის, რომელიც გაღატაკებულია, ომისგან დაღლილი, ილუზიების გარეშე დარჩენილი, სასოწარკვეთილი და გაღიზიანებული მისი სულ უფრო რეპრესიული რეჟიმისგან.

„სამწუხაროდ, ჩვენ შვეიცარიასა და ჰოლანდიაში არ ვცხოვრობთ“, – ამბობს სააკაშვილი, განაგრძობს რა ტირადებს საძულველი „ლიბერალების“ მისამართით. „ჩვენს მეზობლად ერთი არამეგობრული ქვეყანაა. ამიტომ საქართველოს ეს ყველაფერი (სამოქალაქო თავდაცვა ან სამხედრო–პატრიოტული მომზადება) სჭირდება, და არაფერი მილიტარისტული ამაში არ არის… საქართველოს საკუთარი თავის დაცვა აუცილებლად სჭირდება. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით. მაგრამ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“.

სინამდვილეში, საქართველო მაინც დაესხა თავს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს, ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ კვარტლებს, მოკლა და ათასაობით ადამიანი დაჭრა. ასევე მოკლულია ოთხი მშვიდობისმყოფელი რუსეთის მშვიდობისმყოფელთა არმიიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის სამხედრო–პატრიოტული  გაკვეთილები, რომლებზეც მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორია უნდა უამბონ, ასეთ უმნიშვნელო ფაქტებს ყურადღება არ დაეთმობა.  

შეპყრობილმა ნაციონალისტმა სააკაშვილმა, რომლის მკვეთრი მილიტარიზმი საქართველოს ეკონომიკურ ხეიბრად აქცევს, ასევე გადაწყვიტა, რომ საკუთარი ქვეყანა ნატოს სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად აქციოს. ახლახანს ის ინიციტივით გამოვიდა მის ტერიტორიაზე ავღანეთში ნატოს ძალების მომარაგებისთვის ბაზები განეთავსებინათ. ქართველები დიდი ხანია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის იბრძვიან. ამაში მათ მხარს უჭერენ ჯონ მაკკეინი და დაუძინებელი ქართული ლობი ვაშინგტონში. ეს იგივე ბანდაა, რომელიც ცდილობდა და მიაღწია კიდეც ნატოს გაფართოებას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ახლა კი ღრმად შუა აზიაში დასავლეთის გრძელ ხელს აფათურებს.    

რადგან ავღანეთის ომის მრავალმხრივი აქცია განუყოფლადაა დაკავშირებული ნატოს გაფართოებასთან, სააკაშვილის წინადადებამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება, მას წევრობაც მოუტანოს, ნატოს ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად. ან, ყველაზე ცოტა, სრულუფლებიანი წევრობა თუ არა, გარკვეული ფორმით წინასწარი სტატუსი. ამასთანავე, ყოველთვის შეიძლება იმის თქმა, რომ თუკი ალიანსში შეიძლება ალბანეთი გაწევრიანდეს, რატომ არ შეუძლია ეს საქართველოს, ან აზერბაიჯანს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, პოსტსაბჭოთა შუააზიური კლეპტოკრატიებიდან, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე წარმოიქმნა?  
  
ყველა ეგრეთწოდებული „ფერადი რევოლუციებიდან“, რომლებსაც აქტიურად იწონებდა ამერიკული მთავრობა და რომლებსაც ღიად ხელს უწყობდა კიდეც დაფინანსებით, ასევე საიდუმლოდ მხარსაც უჭერდა, საქართველო ყველა დანარჩენებისთვის სამაგალითოდ ითვლებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს აშშ–ის მხარდაჭერილი „რევოლუცია“ ნატურალური მეგალომანის, თვითმარქვია კავკასიელი ნაპოლეონის დიქტატურად გარდაიქმნა, რომელიც საკუთარ ხალხს ავიწროვებს, წარმოაჩენს რა თავს დიდ განმანთავისუფლებლად. მგონი, ამაზე დაფიქრება ღირს, არა?

წყარო: http://foreignpress.ge

ორიგინალი

ახალი ამბები