05:05, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასრულწლოვან განსასჯელს სახლ-კარი გადაუწვეს

05.03.2010
ინციდენტი მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. 2 მარტს გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ელისაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინეს, რის შედეგადაც სახლის მეორე სართული დაიწვა. ბინაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. ქონების დაზიანების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.

15 წლის ბექა ელისაშვილი (ვინაობა ქვეყნდება მშობლების თანხმობით) განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისმა ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ბავშვის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება და გურჯაანის რაიონული პროკურატურა მოზარდს უსაფუძვლოდ დევნის.

ოფიციალური ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კარდენახის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბექა ელისაშვილი (ბავშვის ვინაობა ქვეყნდება მშობლების თხოვნით) 2009 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. პროკურატურა მოზარდს სოფელ კარდენახის მკვიდრის, ნოდარ არდაზიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

საბრალდებოს დასკვნის თანახმად, 2009 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები ბექა ელისაშვილი წავიდა სოფელ კარდენახში მდებარე ოჯახის კუთვნილ ბოსტანში და თან წაიყვანა ძაღლები. ამ დროს, ნოდარ არდაზიშვილი ავტომანქანით შეეჯახა ბექა ელისაშვილის ძაღლს, რის შედეგადაც ძაღლი მოკვდა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა ბექა ელისაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა ნოდარ არდაზიშვილისთვის სიცოცხლის მოსპობა. ღამის საათებში, მან თავისი საცხოვრებელი სახლიდან აიღო პაპამისის კუთვნილი სანადირო თოფი და წავიდა ნოდარ არდაზიშვილის საცხოვრებელი სახლისკენ, სადაც დაიმალა და დაელოდა მის გარეთ გამოსვლას. დაახლოებით, 01:30 საათზე, სახლში მყოფმა ნოდარ არდაზიშვილმა ძაღლის ყეფაზე დააპირა ეზოში გასვლა. აივანზე გასულმა ეზოში დაინახა ბექა ელისაშვილი, რომელმაც მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ესროლა, რის შედეგადაც ნოდარ არდაზიშვილი აივანზე დაეცა. ბექა ელისაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნოდარ არდაზიშვილი გადაიყვანეს გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა“, - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ბექა ელისაშვილის დაკავება და დაკითხვა მოხდა პროცესუალური დარღვევებით. განსასჯელის მამის, იოსებ ელისაშვილის განცხადებით, დაკითხვის მომენტში, შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელს დაკავებული სხვა ოთახში გაჰყავდა, სადაც მასზე ზეწოლას ახდენდა და შემდეგ დასაკითხ ოთახში აბრუნებდა. მიუხედავად ამისა, ბავშვი დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურამ ელისაშვილებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რაზედაც მოზარდის მშობლებმა უარი თქვეს. მოგვიანებით, ელისაშვილებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობი ავტორის წერილი იპოვეს, სადაც აღნიშნულია, რომ ნოდარ არდაზიშვილს ბექა ელისაშვილმა კი არა, სხვამ ესროლა და დასახელებულია კონკრეტული პირი. წერილის საფუძველზე პოლიციამ აღნიშნული პირის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და უკანონო იარაღი ამოიღო, რის შემდეგაც ის დააკავეს, იარაღის უკანონოდ შენახვაში დაადანაშაულეს და გირაო შეუფარდეს. აღნიშნული პირი ელისაშვილებისგან მოითხოვდა, გირაოს თანხა გადაეხადათ, რაზედაც უარი მიიღო. იოსებ ელისაშვილის თქმით, აღნიშნული პირი მათ დაემუქრა, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელისაშვილებს სახლში ჩაწვავდა. 2 მარტს, ღამით ელისაშვილების ბინაში ხანძარი გაჩნდა და მეორე სართული დაიწვა. ბინაში მყოფნი გადარჩნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნოდარ არდაზიშვილს ნამდვილად ბექა ელისაშვილმა ესროლა. გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ამას თავად არდაზიშვილიც უარყოფს, თუმცა პროკურატურას ის მოგვიანებით მეორედ ჰყავს დაკითხული, სადაც არდაზიშვილი პირდაპირ ბექა ელისაშვილს ადანაშაულებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბავშვის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს და მედიას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC