06:13, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქსნის კოლონიაში არსებულ ვითარებაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება

10.03.2010
ანა შეშაბერიძე

ხანძრის შემდეგ ქსნის კოლონიაში არსებულ ვითარებაზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში ხანძრის შემდეგ ყოველდღე ატარებდა მონიტორინგს, რის შემდეგაც გაავრცელა განცხადება, რომ ხანძრის გაჩენის დროს კოლონიაში 2954 მსჯავრდებული იმყოფებოდა, აქედან 173 - საპყრობილეში. ეს მაშინ, როცა დაწესებულებაში ლიმიტით 1600-ზე მეტი პატიმარი არ უნდა იყოს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლონიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობებში ხანძარს გადარჩენილი 1287 საწოლი და 204 ახალი საწოლია და მათ 2700-ზე მეტი მსჯავრდებული ინაწილებს.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეამსუბუქოს მსჯავრდებულთა მდგომარეობა. მათივე ცნობით, ქსნის კოლონიაში 2010 წლის 6 მარტამდეც სერიოზულად იდგა გადატვირთულობის პრობლემა, რის გამოც 6 მარტის ხანძრის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშიც ხაზგასმით არის ნათქვამი. თუმცა, ამ ანგარიშს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ქსნის კოლონიაში პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპყრობილეში 1200 პატიმარი დარჩა თავშესაფრის გარეშე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ 1200 პატიმარი ღია ცის ქვეშ ვერ დარჩებოდა, რადგან საპყრობილეში სულ 500 პატიმარი იხდის სასჯელს. ხოლო ის პატიმრები ვინც ამ შენობაში იმყოფებოდნენ ხანძრის დროს, იმავე საღამოს კეთილმოწყობილ კარვებში შეასახლეს, სადაც საწოლებთან ერთად გათბობაც არის.

„საპყრობილეს იმ ნაწილში, რომელიც დაიწვა, დაახლოებით 500 პატიმარი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩენილა. მათთვის იმ საღამოსვე კარვები მიიტანეს. ინფორმაცია, თითქოს ღია ცის ქვეშ ათასამდე პატიმარი დარჩა, რეალობასაა მოკლებული“, - განაცხადეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარები სამინისტროს პრესსამსახურში.

ქსნის კოლონიაში მყოფ პატიმრებს 4-5 კვირაში ევროპული სტანდარტების ახალ დაწესებულებაში გადაიყვანენ, რომელიც კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.  მშენებლობა დაჩქარდა და სამშენებლო კომპანია 2 წლის ნაცვლად შენობის 1 წელში ჩაბარებას აპირებს. სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი დაწესებულება იქნება კომპლექსი მოედნებით, სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი ადგილებით. შეიძლება აშენდეს მცირე საწარმოც, სადაც პატიმრები დასაქმდებიან. ასევე გეგმაშია ტაძრის მშენებლობაც.

რაც შეეხება ქსნის კოლონიის დამწვარ ნაწილს, მას რამდენიმე დღეში აღადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ქსნის კოლონის ტერიტორიაზე (ე.წ. ბარაკის ტიპის საკანში) ხანძარი 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის დროს ერთი პატიმარი დაიღუპა - 44 წლის  ბესარიონ ავსაჯანიშვილი. არსებული ინფორმაციით, ის ინვალიდი იყო, საკნიდან დროულად გასვლა ვერ მოახერხა და კვამლისგან გაიგუდა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა როგორც სამინისტროში აცხადებენ, სავარაუდოდ, თავდაპირველი პროგნოზი გამართლდება და ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა დადგინდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC