კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმ დღეს, პრეზიდენტი რომ ლაპარაკობდა, გამოვედი გარეთ და მივიხედ-მოვიხედე, მე სხვა ქვეყანაში ხომ არ ვცხოვრობ-მეთქი“

11 მარტი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი-დვანი

დვანში ვიზიტი თვეში ორჯერ მაინც მიწევს. ფრონეს ხეობაში ეთნიკურად ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე ეს ქართული სოფელი ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დვანში ჩასვლა სახიფათოა. კორესპონდენტის გამოჩენა დვანელებისთვის შვებაა. „ჟურნალები არ ჩამოგვიტანე?“ - მეუბნებიან დანახვისთანავე. ზოგი იქვე, სოფლის ბირჟაზე იწყებს ჩემს მიერ ჩატანილი გაზეთების კითხვას, ზოგიც უბეში ინახავს – სახლში კარგად წავიკითხავო.

გორიდან დვანამდე მანძილი დაახლოებით 30-35 კმ-ია. სამგზავრო ტრანსპორტი დადის. მიკროავტობუსით ის ხალხიც სარგებლობს, ვინც დვანამდე არსებულ დასახლებებში ცხოვრობს. იქამდე თითქმის ფეხზე დგომა მიწევს. თითოეულ მგზავრს გორიდან ძალიან ბევრი ტვირთი მიაქვს. როგორც მათი საუბრიდან ვიგებ, ისინი ორ კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ თვეში ერთხელ ახერხებენ გორში ჩასვლას.

ცენტრალური მაგისტრალიდან გადაუხვევთ თუ არა, გზა საკმაოდ დაზიანებულია. ამ პატარა მანძილის გავლას დაახლოებით საათნახევარი ვუნდებით. ამას ამძიმებს დაზიანებულ გზაზე მიკროავტობუსის რყევა.

დვანამდე სოფელი ბრეთი გავიარეთ. აქაურები ამბობენ, რომ სოფელში გაზი გაიყვანეს. ასევე სასმელი წყლის მილები ჩაყარეს. ასე თუ ისე, პრობლემები ნელ-ნელა გვარდება, მაგრამ უგულოდ გადასწორებულ გზაზე უზარმაზი ბორცვები გაკეთდა, რამაც ერთი-ორად გაზარდა ტრანსპორტის რყევის სიხშირე და მგზავრები ერთამენთს იჭერენ, რომ არ წაიქცენ.

სოფლის ბირჟაზე საჭირობოროტო საკითხებზე საუბრობენ და ახალ საპროტესტო აქციებზე ფიქრობენ. შემოდგომის შემდეგ დახმარება არ მიუღიათ. შემოდგომაზე მათ ხორბალი დაურიგეს, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქარელელ ბიზნესმენ გიორგი დავითაშვილისგან შეიძინა. ეს ხორბალი ადგილობრივი მთავრობის მიერ მოხნულ ადგილებზეც დათესეს, თუმცა დვანში იმაზე მეტი უკონტროლო ადგილია, ვიდრე ამჯერად ხორბლით დათესილი მინდვრები. პრობლემა ამჯერად ისაა, რომ დათესილ ხორბალს გვარჯილა სჭირდება. მისი შეძენის თანხა სოფელში არა აქვთ და აცხადებენ, რომ გვარჯილაში თანხის გაღებას ურჩევნიათ, სახლისთვის საჭირო პროდუქტი და ნივთები იყიდონ.

დენის პრობლემა დვანში მოგვარებულია - გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს სრულად უხდიან. თითო ოჯახს – 8-15 ლარის გადახდა უწევს.

„ეს დენი მაინც გამორთონ, რომ ამდენ სერიალებს და უაზრო გადაცემებს არ ვუყუროთ. ხალხი ვეღარ იცლის მომავალი თაობის გასამრავლებლად“, - ხუმრობენ ბირჟაზე. „ისედაც გარბის ხალხი ამ სოფლიდან და ჩვენი დახოცვის შემდეგ ალბათ საერთოდ გაქრება ეს სოფელი“, - ეთანხმება მეორე. იქვე სინანულით ამბობენ, რომ წელს დვანის სკოლის პირველ კლასში მხოლოდ 3 ბავშვი სწავლობს. სკოლა ამჟამად გარემონტებულია და ნახშირით თბება.

აქტუალური თემაა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში გამართული დებატები. პრეზიდენტის გამოსვლა არ მოეწონათ. დაამახსოვრდათ დეპუტატ გიორგი ახვლედიანის გამოსვლა - ძალიან მკაცრად შეუტიაო. ყველაზე მეტად ის ფრაზა მოეწონათ, სადაც ახვლედიანი თქვა: „საქართველოში კი არ მოდიან საცხოვრებლად, არამედ საქართველოდან გარბიან“. დვანელები ამ ფრაზებს საკუთარ მდგომარეობას უკავშირებდნენ. მაგალითისათვის მოჰყავთ სკოლის პირველ კლასში მხოლოდ 3 მოსწავლე რომ სწავლობს და ახალგაზრდები  სოფლიდან რომ მიდიან.

„იმ დღეს, პრეზიდენტი რომ ლაპარაკობდა, გამოვედი გარეთ და მივიხედ-მოვიხედე, მე სხვა ქვეყანაში ხომ არ ვცხოვრობ-მეთქი“ , - გვითხრა ერთ-ერთმა დვანელმა.

პრეზიდენტის გამოსვლა იმიტომაც არ მოეწონათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში აგარის ქარხნის ინვესტორი, კომპანია „ჰიპის“ ხელმძღვანელი მიიწვია და მადლობები უხადა. დვანელები ამბობენ, რომ კომპანია „ჰიპმა“ მათი ვაშლი ძალიან იაფად - 6 თეთრად ჩაიბარა და მადლობის ღირსი სულაც არ არის. დვანელები იმ დროს იხსენებენ, როცა აგარის ქარხანას გოჩა ძასოხოვი ხელმძღვანელობდა და უფრო მაღალ ფასში იბარებდა ვაშლს. დვანელებს ისიც ახსოვთ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ მადლობას გოჩა ძასოხოვსაც და შემდეგ როგორ მოიცილეს.

ახალი ამბები