10:46, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოქალაქემ სასამართლოში საქმე მოიგო, მაგრამ კუთვნილ თანხას მაინც არ აძლევენ

11.03.2010
თამთა კაკაურიძე, თერჯოლა

„ძევრულჰესის“ სამართალმემკვიდრე კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და ყოფილ თანამშრომელს ზიანის ანაზღაურების სარჩოს ჯიუტად არ უხდის. წლების განმავლობაში გადაუხდელმა დავალიანებამ 12 000 ლარს მიაღწია.

„ძევრულჰესის“ ყოფილმა თანამშრომელმა, ანზორ ფანჩულიძემ თერჯოლის რაიონულ სასამართლოს ჯერ კიდევ ორი წლის წინ - 2008 წლის 23 ივლისს მიმართა. სს „ენერგია XXI“-ს წინააღმდეგ სარჩელში მითითებულია, რომ ანზორ ფანჩულიძე მუშაობდა სს „ძევრულჰესში“ ელექტრომონტიორად, სადაც 2004 წლის 8 ივნისს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საწარმოო ტრამვა მიიღო.

2006 წლის 19 სექტემბერს ფანჩულიძეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტით დაუდგინდა პროფესიული უნარის შეზღუდვა 80%-ით, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსით, 1 წლის ვადით და იღებდა ყოველთვიურ სარჩოს (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად). „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულების მოთხოვნით დანიშნული „ზიანის ანაზღაურების სარჩო“ ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ.
 
ირინე მახათაძე, ანზორ ფანჩულიძის უფლებების დამცველი:  „სარჩოს მიღება ანზორ ფანჩულიძეს  2007 წლის 19 სექტემბერს შეუწყდა, იმ მიზეზით, რომ მას აღარ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. 2008 წლის 8 მაისს ანზორ ფანჩულიძემ კვლავ გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი უვადოდ. ამის შემდეგ კვლავ მივმართეთ სს „ენერგია XXI“-ს, როგორც „ძევრულჰესის“ სამართალმემკვიდრეს, ყოველთვიური სარჩოს აღდგენისათვის, რაზეც უარი გვითხრეს. კერძოდ, გვიპასუხეს, რომ ანზორ ფანჩულიძეს მხოლოდ ერთი წლით ჰქონდა პენსია დანიშნული, ერთი წლის შემდეგ კი აღუდგა შრომისუნარიანობა და აღარ ეკუთვნოდა სარჩო. საპენსიო საქმე დახურეს და გადასცეს არქივს. ამ პასუხით სს „ენერგია XXI“-მ არ სცნო სს „თერჯოლის საავადმყოფოს“ 2008 წლის 8 მაისის შემოწმების შედეგები და უარი განაცხადა, ანზორ ფანჩულიძისათვის გაეგრძელებია კუთვნილი სარჩო“.
 
თერჯოლის რაიონის სასამართლომ საქმე განუხილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა, რადგან მოპასუხე მხარის იურიდიული მისამართი თბილისშია რეგისტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ანზორ ფანჩულიძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2008 წლის 16 მაისით დათარიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული: „ენერგია XXI“, როგორც „ძევრულჰესის“ უფლებამონაცვლე, ვალდებულია, ანზორ ფანჩულიძეს აუნაზღაუროს სარჩო 2007 წლის 19 სექტემბრიდან. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სს „ენერგია XXI“-ს თანხა ჯერაც არ გადაუხდია.
 
ანზორ ფანჩულიძე: „ენერგია XXI“-ს სასამართლომ ჩემს სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა დღემდე ერთი ლარიც არ ამიღია. არც პასუხს მაძლევენ, საერთოდ გადამიხდიან თუ არა ამ თანხას. ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 80%-ით მაქვს დაკარგული შრომის უნარი. იმის საშუალებაც აღარ მაქვს, სასამართლოს კვლავ მივმართო. რამდენჯერმე ვცადეთ, დავკავშირებოდით „ენერგია XXI“-ს, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს ორგანიზაციაში არავინ პასუხობს. თბილისში ჩასვლას კი ვერ ვახერხებ. უკვე იმედიც აღარ მაქვს, რომ ჩემს კუთვნილ თანხას ავიღებ“.
 
იმის მიუხედავად, რომ „ენერგია XXI”-ს დავალიანებამ ანზორ ფანჩულიძის სასარგებლოდ უკვე 12 000 ლარს მიაღწია, ორგანიზაცია ამ დავალიანების დაფარვას არ ჩქარობს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC