14:58, Saturday, 20.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილთა საქმეს პროკურატურა შეისწავლის

17.03.2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს ხელმძღვანელობას საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. პარტია პროკურატურას მიმართავს, შეისწავლოს საქმე, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციის დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას უკავშირდება. რესპუბლიკელთა განმარტებით, აღნიშნული სამსახური, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, საკითხის მოკვლევისგან თავს იკავებს.

საუბარია ქუთაისში, ბელორუსიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ფართზე, რომელიც დევნილთა შესახლების პირველივე დღეებიდან გამოვიდა წყობიდან და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქში არაერთხელ მოეწყო დევნილთა საპროტესტო აქციები. ისინი ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს დღემდე უშედეგოდ ითხოვენ.

„აღნიშნულ პრობლემებზე ჩვენ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს ხელმძღვანელობას მივმართეთ და შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე, გამოვთქვით ჩვენი ეჭვი, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. მოვითხოვეთ, დაწყებულიყო გამოძიება და დადგენილიყო სიმართლე. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მივიღეთ წერილობითი პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენს მიერ დაყენებული საკითხი არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, მოსაკვლევიც არაფერია“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

რესპუბლიკელების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს  შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს უფროსი სერგო გიორგაძე. რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილ წერილში იგი  აღნიშნავს, რომ  არსებობს იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნიკო კაჭკაჭიშვილის დასკვნა დევნილთა საცხოვრებელი პირობების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს ბრალდების საფუძვლიანობას.

„ამის შემდეგ ჩვენ კვლავ მივმართეთ აღნიშნული სამსახურის უფროსს და ამჯერად ნიკო კაჭკაჭიშვილის ე.წ. დასკვნა მოვითხოვეთ, რომელიც საფუძველი გახდა, ჩვენი საჩივარი რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ. ასევე, ვითხოვდით მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის (შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველო) დებულებას. დებულების მოთხოვნის მიზეზი, რა თქმა უნდა, მისთვის და მისი თანამშრომლებისთვის კანონით მინიჭებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შეხსენება იყო. თითქმის ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან პასუხად ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის მისამართი მივიღეთ. სწორედ ეს ცინიკური დამოკიდებულება და საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ დამნაშავეთა წრე იზრდება და მათი როლი ამ საქმეში არცთუ უმნიშვნელოა. მივმართავთ პროკურატურას და იმედს ვიტოვებთ, საქმეს ამჯერად მაინც შეისწავლიან ობიექტურად“, - აცხადებს ქათამაძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების თანახმად, საგამოძიებო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: მუხლი 5. ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება; გ) საფინანსო ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა, გამოვლენა და ა. შ.

რაც შეეხება დევნილთა ახლადგარემონტებულ კოლექტიურ ცენტრებს (როგორც ბელორუსიის ქუჩაზე მდებარე, ისე დანარჩენი),  როგორც თავად იქ მცხოვრები დევნილები აცხადებენ, საცხოვრებლად უვარგისია და ხელახლა გარემონტებას საჭიროებს. ისინი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან, უფრო ხშირად კი, არასამთავრობო და ოპოზიციური ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ უნდა განხორციელდეს დევნილთა საცხოვრებელი ფართების მონიტორინგი და ეს უშუალოდ რეაბილიტაციისა თუ მშენებლობის პროცესში უნდა მოხდეს და არა პოსტფაქტუმ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC