კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს წამების იარაღების შესყიდვაში ამხელს

24 მარტი, 2010

ევროპული ქვეყნები მონაწილეობას იღებენ ისეთი აღჭურვილობის გლობალურ ვაჭრობაში რომელსაც ფართოდ იყენებენ წამების ან სხვა სასტიკი მოპყრობის დროს; ამის შესახებ მტკიცებულებები წარმოადგინა „ამნესტი ინთერნეშენალმა“ („საერთაშორისო ამნისტიამ“) და ომეგას კვლევითმა ფონდმა ახალ ანგარიშში, რომელიც 16 მარტს გავრცელდა. ამ დოკუმენტის სრულ ვერსიაში საქართველოც არის მოხსენიებული. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველო წამების იარაღებს გერმანიიდან და ჩეხეთიდან ყიდულობდა.

კედელზე მისაბმელები, რკინის ხელბორკილები და ელექტროშოკის „მკლავები“ და „ბორკილები“ რომლებიც ატარებენ  50 000 ვოლტს... წამების ეს იარაღები ჩამოთვლილია ანგარიშში „სიტყვებიდან საქმეებამდე“.

ანგარიშის თანახმად, მსგავსი საქმიანობები კვლავ გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ევროპის მასშტაბით მიიღეს კანონი, რითაც აიკრძალა საერთაშორისო მასშტაბით წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის განკუთვნილი პოლიციური და უსაფრთხოების აღჭურვილობით ვაჭრობა.

2006 წლის კანონი ასევე არეგულირებს სხვა აღჭურვილობით ვაჭრობასაც, რომლებიც ასევე ფართოდ გამოიყენება წამებისათვის მთელს მსოფლიოში.

ანგარიშს ფორმალურად განიხილავენ ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის შეხვედრაზე ბრიუსელში.

ამნესტი ინთერნეშენალი და ომეგას კვლევითი ფონდი მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოასწორონ საკანონმდებლო ხარვეზები, რაც განხილულია ანგარიშში. ასევე, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ადეკვატურად განახორციელონ და აამუშაონ კანონი.

„ევროპული კონტროლის დანერგვა წამების იარაღის ვაჭრობაზე, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების კამპანიის შემდეგ კანონმდებლობის ამოსავალი ნაწილი იყო. მაგრამ ამ კონტროლის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ვერ შეძლო კანონის ნორმალურად განხორციელება“, - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბეგერმა.

„ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ მიუხედავად ახალი კონტროლის მექანიზმებისა, რამდენიმე წევრი სახელმწიფო, მათ შორის - გერმანია და ჩეხეთის რესპუბლიკა, 2006 წლის შემდეგაც ყიდის პოლიციურ იარაღებს და ბორკილებს სულ ცოტა ცხრა ქვეყანაში, სადაც ამნესტი ინთერნეშენლმა დაადგინა ამ იარაღების წამების დროს გამოყენების ფაქტები“, - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიციის მენეჯერმა ბრაიან ვუდმა.

„უფრო მეტიც, მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები კანონის წინაშე და საჯაროდ გააკეთა მოხსენება კანონის შესაბამისად განხორციელებული ექსპორტის შესახებ. ვშიშობთ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს კანონიერად“.

კანონში არსებული ხარვეზები უფლებას აძლევს სამართალმდაცველებს, ივაჭრონ ისეთი აღჭურვილობით, რომელსაც სხვა არანაირი დანიშნულება არა აქვს, გარდა წამებისა და სასტიკი მოპყრობისა.

„სიტყვიდან საქმედ უნდა იქცეს წევრი სახელმწიფოების მტკიცე გადაწყვეტილება, შეწყვიტონ წამება ყველაგან, სადაც ის ხდება. მათ ეფექტური კონტროლი უნდა დაამყარონ პოლიციური და უშიშროების აღჭურვილობით ევროპულ ვაჭრობაზე და უზრუნველყონ, რომ მსგავსი საქონელი არ გახდეს წამების იარაღი“, - განაცხადა  კვლევის ფონდის მკვლევარმა მაიკლ კროულიმ.

ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია:

• 2006 წლიდან 2009 წლამდე ჩეხეთმა გასცა ლიცენზია, იარაღი მიეყიდათ 6 ქვეყანისთვის - ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის, მექსიკისთვის, აშშ-სთვის, მონღოლეთისთვის და საქართველოსთვის. საუბარია ბორკილებზე, ელექტროშოკის იარაღებსა და ქიმიურ შესასხურებლებზე; ამ ქვეყნებში პოლიცია და უშიშროების სამსახურები ადრე იყენებდნენ მსგავს იარაღს წამებისა და სასტიკი მოპყრობის დროს.

• გერმანიამ გასცა მსგავსი ლიცენზია სამ ქვეყანაზე, რომლის საფუძველზე მოხდებოდა ფეხის ბორკილებისა და ქიმიური შესასხურებლების მიყიდვა;

• სამართალდამცველი ორგანოების მომმარაგებლები იტალიასა და ესპანეთში ხელს უწყობდნენ 50 000 ვატის გამტარი ელექტროშოკების ბორკილებისა და სამკლაურების გაყიდვას, რომელიც პატიმრებისათვის უნდა გამოყენებულიყო. კანონში არსებული ხარვეზი საშუალებას აძლევს მათ, ივაჭრონ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ელექტროგამაბრუებელი ქამრების იმპორტიც და ექსპორტიც აკრძალულია ევროკავშირის მასშტაბით.

• 2005 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ - უნგრეთმა განაცხადა, რომ გეგმავდა ელექტროგამაბრუებელი ქამრების შეტანას საკუთარ ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ექსპორტ-იმპორტი აკრძალულია, რადგან ეს ქამრები წამებისა და სასტიკი მოპწრობის დროს გამოიყენება.

• ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ შვიდმა განაცხადა, რომ აწარმოებდნენ პოლიციური და უშიშროების აღჭურვილობის ექსპორტს მარეგულიერებელი კანონების შესაბამისად.

• ანგარიში ასევე განიხილავს ევროკავშირში განხორციელებული ვაჭრობის მასშტაბებს და ასევე წევრი სახელმწიფოების მიერ ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობას რათა ინფორმაცია მიაწოდონ მოვაჭრეებს მათი ვალდებულებების შესახებ.

ხუთმა წევრმა ქვეყანამ  განაცხადა, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია პროცედურების შესახებ (ბელგია, კვირპოსი, იტალია, ფინეთი და მალტა) ან იარაღის ექსპორტიორების შესახებ (ბელგია, კვირპოსი და იტალია), რასაც ითვალისწინებს მარეგულირებელი ნორმები.

მიუხედავად ყველაფრისა, ანგარიში აჩვენებს, რომ ამ ხუთი ქვეყნიდან სამ ქყვეყანაში (ფინეთში, იტალიასა და ბელგიაში) კომპანიებმა  საჯაროდ განაცხადეს მედიასთა, რომ ისინი ყიდიან იმ იარაღებს, რომელიც ნებადართულია კანონის მიხედვით  და იწარმოება მესამე ქვეყანაში.

საბაჟოს მოხელეებმა დაადასტურეს გერმანიის პარლამენტის წევრებთან საუბრის დროს, რომ მათ აღმოაჩინეს ელექტროშოკების აპარატურის უკანონო გადაზიდვები გერმანიიდან საქართველოში, ბანგლადეშში, რუმინეთსა და ირანში.

ანგარიშის მოკლე ვერსია (ორიგინალი):  http://www.amnesty.org/en/news-and-updates/legal-loopholes-allow-european-companies-trade-tools-torture-2010-03-16

ახალი ამბები