კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მოქალაქე გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს

6 აპრილი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს ურეხის „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის“ თანამშრომლები, რომლებიც შვებულებაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლებულებს ხელშკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული არ ჰქონდათ. სახლის ხელმძღვანელი, გია ვერძაძე  გათავისუფლებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

ლიანა შაინიძე 2010 წლის 20 იანვრიდან დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება. ის სამსახურში მაისში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ურეხის „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში“ აღმზრდელად მუშაობას ვეღარ გაარძელებს, რადგან უკვე სამსახურიდან გათავისუფლებულია. შაინიძის მსგავსად, ასევე გაათავისუფლეს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ეკა ბერძენიშვილიც.

„როგორც მითხრეს, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი“ ახალ ორგანიზაციაში გადასულა და მათ დეკრეტულში მყოფი თანამშრომლები აღარ მიგვიღეს. როგორც გავარკვიე, რომ თურმე სახლის დირექტორმა არ გადასცა ჩემი სია ახალ მფლობელს“, -  აცხადებს ლიანა შაინიძე.

გათავისუფლების თაობაზე შაინიძემ  ორი თვის წინ შეიტყო, როცა თანამშრომლებმა სამსახურში მიმდინარე გადამზადების შესახებ აცნობეს. „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში“ გადამზადების ტრენინგზე დასასწრებად მისულს კი დირექტორის მოადგილემ განუცხადა, რომ იგი გათავისუფლებული იყო და ტრენინგში მონაწილებას ვერ მიიღებდა.

2010 წლის 1 იანვრიდან ურეხის ბავშვთა სახლი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ახალ სააგენტოს დაექვემდებარა. ამის შემდეგ თანამშრომელთა კვალიფიკაცია აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლებმა შეამოწმეს. ბავშვთა სახლის დირექტორის, გია ვერძაძის განმარტებით, რეორგანიზაცია საკადრო ცვლილებებსაც ითვალისწინებს: „დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ლია შაინიძეს ხელშეკრულება დეკემბრის ბოლოს გაუუქმდა და რადგანაც იგი არ განახლებულა, სააგენტოს თანამშრომელთა ახალ სიაში ვერ მოხვდა. ჩვენ იგი არ გაგვითავიუსფლებია, ავტომატურად მოხდა მისი გათავისუფლება. თან საშტატო ერთეული შემცირდა. გარდა ამისა, სააგენტო ხელშეკრულებებს უმაღლესი განათლების მქონე პირებთან აფორმებს. ლიანა შიანიძეს კი პედაგოგიური კოლეჯი აქვს დამთავრებული“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა უკანონოა და მას შრომითი კოდექსი კრძალავს: „თუ დასაქმებული გასულია დეკრეტულ შვებულებაში, მისი გატავისუფლება სამსახურიდან არ შეიძლება, სანამ ის იმყოფება შვებულებაში. საქართველოს შრომითი კოდექსის 36 მუხლის 6-ე ნაწილი. საფუძველი რომლისგამოც მიცემული ჰქონდა ამ პიროვნებას შვებულება, საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, მას შეუძლია მივიდეს სამსახურში და გააგრძლეოს სამუშაო“.

34 წლის ლიანა შაინიძე ორი შვილის დედაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და ნაქირავებში ცხოვრობს

ახალი ამბები