სააკაშვილმა არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა
21.04.2010
„ერთადერთი კრიტიკა“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მისამართითაა მოსალოდნელი, იქნება ბრალდებები „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში, 15 აპრილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, - „მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გავაუმჯობესოთ ხალხის ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ (ადმინისტრაციულ რესურსებს); კარგით, ჩვენ ბოროტად ვიყენებთ, მაგრამ ამას ისევ გავაკეთებთ; მე მიმაჩნია, რომ ეს კანონიერია“.
როდესაც მას აუდიტორიიდან დაუსვეს კითხვა, თუ რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების უზრუნველსაყოფად, სააკაშვილმა „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე შეზღუდვა“ დაასახელა. მან ასევე ჩამოთვალა სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის - ოპოზიციისთვის მეტი საეთერო დროის დათმობა მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთების გზით და პარტიების დაფინანსება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით.
„ყოველთვის იქნება უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც იტყვიან: თქვენ უნდა შეწყვიტოთ გზების კეთება, სკოლების აშენება და ხიდების აშენება, ცვლილებები ჯანდაცვაში, ახალი საავადმყოფოები და სხვა მსგავსი საქმიანობები, რადგანაც ეს ეხმარება მთავრობას და ეს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვას ჰგავს. მაინტერესებს, როგორ იგებს ვაშინგტონის ან ჩიკაგოს მერი არჩევნებს? მე მკაფიოდ ვეუბნები ყველა უცხოელს: დაივიწყეთ ეს! ჩვენ ავაშენებთ ხიდებს, ჩვენ ავაშენებთ გზებს, ჩვენ ავაშენებთ სკოლებს, ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ ხალხს უფრო ლამაზი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული გარემო ჰქონდეს, უკეთესი ჯანდაცვა ჰქონდეს, უკეთესი სკოლები ბავშვებისთვის და შესაძლოა, ამის გამო [არჩევნებზე] ხმა მოგვცეს, მაგრამ ეს ხალხის გადასაწყვეტია. რაც კი ცუდი ხდება საქართველოში ყველაფერზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ... მაგრამ დანარჩენი რაც ხდება [კარგი] ეგ მაინც ხომ უნდა ჩაგვეთვალოს დამსახურებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ერთადერთი კრიტიკა, და ამას გულწრფელად ვამბობ; არა მგონია, რომ ვინმეს შეუძლია ჩვენი გაკტირიკება მედიის გამო“, - დასძინა მან.
მარტის ბოლოს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა ანგარიში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია არჩევნების წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის თბილისის მერიის დაფინანსების „უპრეცედენტო ზრდის“ შესახებ.
თბილისის ამჟამინდელმა მერმა გიგი უგულავამ ამ ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომ მერიის პოლიტიკას, მათ შორის სოციალურ პროგრამებს, რაიმე საარჩევნო მოტივები არ უდევს საფუძვლად.
15 აპრილს საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ მერს განცხადებითვე უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ანალიზმა როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო წლებში გამოავლინა რომ „საარჩევნო წლების დანახარჯები არასაარჩევნო წლების დანახარჯებზე ბევრად მეტია“.
წყარო: სივილ ჯორჯია
ორიგინალი: http://www.civil.ge/geo/article.php?id=22603
ორიგინალი: http://www.civil.ge/geo/article.php?id=22603
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

