09:49, Friday, 28.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ისრაელიდან იარაღის შესყიდვისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ქრთამს აძლევდნენ

14.05.2010
 ინტერნეტ გამოცემა MAIN  JUSTICE  აქვეყნებს სკანდალურ სტატიას სათაურით -„შეცვლილი საბრალდებო აქტი ფარდას ხდის FCPA შეთქმულებას“. სტატია ეხება აშშ-ში მიმდინარე გამოძიებას იარაღით ვაჭრობის პროცესში აღმოჩენილ კორუფციის ფაქტებზე. MAIN  JUSTICE იტყობინება, რომ ამ საქმეში საქართველოს მაღალჩინოსნებიც არიან გარეულები. თუმცა, მათი ვინაობა სტატიაში არ სახელდება. humanrights.ge-ს ვარაუდით, ეს საქმე შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი FBI-ის შეფისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. შესაძლოა, ამავე თემას უკავშირდებოდეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსანის გელა ბერძენიშვილის დაკავებაც. გთავაზობთ სტატიის თარგმანს სრული სახით.

„შეცვლილი საბრალდებო აქტი ფარდას ხდის FCPA შეთქმულებას“

აშშ-ის ფედერალურმა პროკურორმა დეტალურად განიხილა მაღალი პროფილის მქონე საგარეო კორუფციის პრაქტიკის აქტის (FCPA - Foreign Corrupt Practices Act) საქმე, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მრეწველობაში მოღვაწე 22 თანამდებობის პირი ბრალდებულია ქრთამის აღების მცდელობაში. სასამართლო განხილვა ეხება თავდაცვის მრეწველობაში მომხდარ ქრთამის აღების ფაქტს.

ბრალდებულ დანიელ ალვირეზის  საბრალდებო აქტით, რომელიც შეიტანეს ვაშინგტონის რაიონულ სასამართლოში, აშშ-ის წარდგენილ ნივთმტკიცებაში ნათქვამია, რომ 22 ადამიანი ბრალდებულია ქრთამის აღებაში.

საბრალდებო დასკვნაში ასევე წარმოდგენილია იმ სქემის ახალი მტკიცებულებები, რითაც ცდილობდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მოქრთამვას საქართველოში 2008 წელს. ეს არის ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ომისათვის ემზადებოდა კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ალვირეზი, რომელიც მუშაობდა თავდაცვისა და სამართალდამცველების მომმარაგებელ კომპანიაში ALS Technologies-ში, დათანხმდა რომ ეღიარებინა დანაშაული, როგორც ეს მისმა ადვოკატმა მაიკ ვოლკოვმა განაცხადა. თავის აღიარებაში ალვირეზმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან დიდი საქმის შესაქმნელად.

სააბრალდებო დასკვნაში წარმოდგენილია ახალი დეტალები შეთქმულების შესახებ, რომლის ფარგლებშიც გადაიხადეს ქრთამები 15 მლნ დოლარის ღირებულების გარიგებასთან დაკავშირებით, რითაც აფრიკის ერთ-ერთი ანონიმური ქვეყნის პრეზიდენტის დაცვა უნდა გაეცილებინათ. MAIN JUSTICE ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა გაბონია.  

აშშ ამტკიცებს, რომ ალვირეზი და მისი თანამშრომელი, ბრალდებული ლიი ალენ ტოლესონი მონაწილეობდნენ შეხვედრებში ხელისუფლების წარმომადგენელთან, რომელიც აცხადებდა, რომ აფრიკის ქვეყანასთან შუამავლობდა. ამ თანამშრომლობის მოწმე, ახალი ამბებისა და სასამართლო სხდომების მიხედვით, არის რიჩარდ ბისტრონგი - ფლორიდის შტატში არსებული ჯავშანტექნიკის ბაზის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო გაყიდვების სფეროში. ამჟამად ის BAE სისტემების დამხარეა.

ალვირეზი მუშაობდა ბისტრონგთან ერთად, რომელიც საბრალდებო აქტში მოხსენიებულია, როგორც „ინდივიდი 1“.  ისინი მუშაობდნენ, რათა დაედგინათ სხვა კომპანიები და კერძო პირები, რომლების საშუალებითაც აფრიკის ქვეყნის თავადაცვის სამინისტროს გადასცემდნენ 15 მლნ დოლარის ღირებულების იარაღს; აქედან 20 % ანუ 3 მილიონი დოლარი უნდა გადახდილიყო როგორ საკომისიო ანუ ქრთამი.

3 მილიონი ნახევარ ქრთამად მისცეს თავდაცვის მინისტრს, ხოლო მეორე ნახევარი კი გაიყვეს „ინდივიდმა 1“-მა და აფრიკის ანონიმური ქვეყნის აგენტმა, რომელიც სინამდვილეში FBI-ის აგენტი იყო.

შემდეგ „ინდივიდი 1“ დათანხმდა ალვირეზისთვის მიეცა თავისი წილიდან ნაწილი. ალვირეზი დათანხმდა, რომ მის მიერ მიღებული თანხა გაენაწილებინა თავის თანამშრომელ ტოლესონისთვისაც - ნათქვამია საბრალდებო აქტში. დანარჩენი 20 ბრალდებული მოხსენიებულები არიან როგორც მიმწოდებლები ამ 15 მილიონიან გარიგებაში.

ალვირეზის კომპანიას უნდა მოემარაგებინა დამკვეთი ცრემლსადენი გაზის მოწყობილობებით, ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

FBI-მ ჩაიწერა შეთქმულთა შეხვედრა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე პოპულარურ რესტორან „კლაიდში“.

სხვა მტკიცებულებთან ერთად ხელისუფლებამ მოაგროვა სატელეფონო საუბრები ალვირეზსა და ბისტრონგს შორის, რა დროსაც ისინი განიხილავდნენ ამ გარიგების საკითხებს და საკომისიოების თანხას. ალვირეზი და ტოლესონი ასევე შეხვდნენ ბისტრონგს და FBI-ს აგენტს 2009 წლის 13 მაისს მაიამიში, მდიდრულ სასტუმრო „მანდარინ ორეინტალში“, რათა გარიგების დეტალები განეხილათ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბრალდებულები ჯონ გრეგორი გოდსეი, მარკ ფრედერიკ მორალესი და ჯონათან მ. სპილერი ასევე მონაწილეობდნენ მაიამის შეხვედრაში, რა დროსაც გარიგების დეტალებს განიხილავდნენ.

როგორც მანამდე MAIN JUSTICE აცხადებდა, FBI-მ  ჩაიწერა შეხვედრა კლაიდის რესტორანში, სადაც ალვირეზი, ტოლესონი და 15 სხვა ბრალდებული დაესწრო „კოქტეილის მიღებას“, როგორც ამას ხელისუფლება მოიხსენიებს. MAIN JUSTICE შეიტყო, რომ ბრალდებულები ბისტრონგის სადღეგრძელოებს სვავდნენ წვეულებაზე.

ქართული მტკიცებულებები

ამას გარდა, საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს ახალ მტკიცებულებებს, სადაც ალვირეზის კომპანიის ისრაელის ოფისის ანონიმური გაყიდვების აგენტი ალვირეზს დაუკავშირდა 2008 წლის თებერვალში და შესთავაზა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიეყიდა 14 მლნ დოლარის იარაღი M855. „ალვირეზმა იცოდა, რომ ისრაელის გაყიდვების აგენტი ქრთამს აძლევდა საქართველოს ხელისუფლების წევრებს, რომ სისრულეში მოეყვანა ეს კონტრაქტი“, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

ისრაელის გაყიდვების აგენტმა იყიდა იარაღი ანონიმური კომპანიისაგან, რომელიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა; ამ იარაღის ფასი დაახლოებით 3,9 მილიონი დოლარი იყო, როგორც აცხადებს ხელისუფლება. აგენტმა ისრაელიდან ეს იარაღი შემდგომ მიყიდა საქართველოს ხელისუფლებას 4, 7 მილიონ დოლარად, საიდანაც 112 ათასი დოლარი ალვირეზს გადაუხადეს, როგორც საკომისიო, გარიგების ხელშეწყობისათვის – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

2008 წლის ივლისში, აგენტმა ისრაელიდან (რომელიც თანამშრომლობდა სხვა ანონიმურ გაყიდვების აგენტთან მაიამიდან) საქართველოს მიყიდა დამატებით 7,2 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი. ალვირეზმა ამ გარიგებიდან მიიღო 57 600 დოლარი ე. წ. საკომისიო.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რამაც თითქმის საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია. დაძაბულობის განსამუხტავად უშედეგოდ მუშაობდა აშშ - საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი.

რუსეთმა დაბომბა საქართველოს შავი ზღვის პორტი ფოთი და სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას. ნატოს საომარი გემები მობილიზებული იყო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, როგორც ამას დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებდნენ; რუსებისათვის კი ეს მტკიცებულებები მიუღებელი იყო. შეტაკებები რამდენიმე დღეში დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და მეორე კონფლიქტური რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს ხელისუფლებამ გამოსცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული.

შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში ისრაელის კომპანიები ამარაგებდნენ საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით; ასევე ატარებდნენ სამხედრო წვრთნებს, როგორც ამას გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადყოფს.  

2008 წლის ოქტომბერში, ანონიმური გაყიდვების აგენტი მაიამიდან დაეკონტაქტა ალვირეზს, რათა დახმარებოდა მომწოდებლის ძიებაში, რომ საქართველოსათვის მიეყიდათ სამხედრო მზა საჭმელი - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში. ალვირეზმა მიიღო 15 მილიონი დოლარი საკომისიო მაიამელი აგენტისაგან ამ გარიგებაში; და ალვირეზმა იცოდა, რომ აგენტმა კორუფციული გარიგებები დადო, რომ ამ საკვებზე კონტრაქტი დაედო – ამტკიცებს ხელისუფლება.

უფრო დიდი საქმე

 ჰენკ ბონდ ვოლტერი ამ საქმეში მთავარი პროკურორია.

ალვირეზსა და ტოლესონს თავიდან, 11 დეკემბერს, ბრალი ედებოდათ შეთქმულებაში, რომელიც არღვევდა საგარეო კორუფციის პრაქტიკის აქტს. დანარჩენ 20 ბრალდებულს აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან ასევე ბრალი წაეყენათ იმავე დღეს სხვა 15 საბრალდებო დასკვნაში. დაბეჭდილი საბრალდებო დასვკენები გახსნეს იანვარში - მას შემდეგ, რაც 22 ბრალდებულიდან 21 უკვე დაპატიმრებული იყო ლას-ვეგასში.

ლას ვეგასში ბრალდებულები ელოდებოდნენ კიდევ ერთ შეხვედრას გაბონის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან; ამ გარიგების საფუძველზე ბრალდებულები იარაღის საფასურის 60 პროცენტს მიიღებდნენ – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში და ამას ადასტურებს ადამიანი, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა აღნიშნულ გარიგებაზე.

როდესაც პირველადი საბრალდებო დასკვნები გახსნეს, თითოეული განხილული იყო, როგორც ცალეკუელი საქმე, რადგან არ იყო ნახსენები ბრალდებულებს შორის არსებული შეთქმულება. შემდეგ, 3 თებერვლის სასამართლო განხილვისას, ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა განაცხადეს რომ მათი რწმენით, ბრალდებულები ერთი გლობალური შეთქმულების მონაწილეები იყვნენ. აღნიშნული განცხადება შოკისმომგვრელი იყო თავდაცვის კონსულისა და მომსამართლე რიჩარდ ლეონისათვის.

იმავე დროს, ბრალდებული მხარის ადვოკატები კითხულობდნენ - ხელისუფლებას თუ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულება, რათა ისინი დაედანაშაულებინა მასობრივ შეთქმულებაში. მთავარმა მსაჯულმა შეიტყო, რომ მთავარი ნივთმტკიცება ამ შეთქმულებაში იყო ვაშინგტონის რესტორან „კლაიდში“ გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ბისტრონგი და ყველა ბრალდებული ჩანდა,

ალვირეზის ადვოკატს, ვოლკოვს სჯერა, რომ სხვა ბრალდებულებიც გააფორმებენ გარიგებას, ვინაიდან ხელისუფლება ცდილობს, უფრო გააფართოოს ეს ქსელი, რათა მიაკვლიოს სხვა კომპანიებსაც.

„ხელისუფლების გამოძიება გრძელდება – ეს უეჭველია“, - უთხრა ვოლკოვმა  MAIN JUSTICE. მან განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა და გამოძიება გაფართოვდება, რათა სხვა ქვეყნების გარიგებებიც შეისწავლონ - ლათინური ამერიკიდან დაწყებული, შუა აზიით დამთავრებული.

ელექტრონული ფოსტით ვოლკოვი ასევე იცავდა თავის კლიენტს, რომელსაც  აღწერდა როგორც საერთაშორისო გარიგებებში გამოუცდელ ადამიანს. მან განაცხადა, რომ „ALS ტექონოლოგიებმა“ ბისტრონგი დატოვა კონსულტატნად და მანამდე „ამ კომპანიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მოქრთამვის კულტურასთან“.

საბრალდებო დასკვნა მოუწოდებს ალვირეზს, ჯარიმის სახით გადაიხადოს ყველა ის თანხა, რაც აღნიშნული გარიგებების საფუძველზე მიიღო.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC