კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიქოზის კაშხლის მუშები ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცნენ

9 ივლისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

სოფელ ნიქოზში მდებარე კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები კონტრაქტორ ფირმას სახელფასო დავალიანებას დღემდე სთხოვენ. თბილისში, მიცკევიჩის #25-ში მდებარე შპს ,,გოლა XXI"-ს წარმომადგენლობასა და მუშებს შორის შეხვედრის დროს, ფირმის ხელმძღვანელობამ „ქართლის ხმის“ ჟურნალისტს გიორგი ედიშერაშვილს ციფრული აპარატი ჩამოართვა, ოთახში გამოკეტეს და გადაღებული მასალა თავადვე წაუშალეს.

სოფელ ნიქოზში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში  შენდებოდა კაშხალი. მას დაქირავებული მუშები აშენებდნენ. კაშხალის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც ცხინვალის მხარემ ტირიფონისა და სალთვისის არხი გადაკეტა. ამ ახალი მშენებლობით ქართული მხარე ცდილობს ქართული სოფლები წყლის გარეშე არ დატოვოს.

სამაგიეროდ, ქართულმა მშენებელმა კომპანიებმა კაშხლის მშენებელი მუშები დატოვეს უხელფასოდ. ეს ის ხალხია რომელიც ე.წ შ.პს „გოლას“  დირექტორმა გელა ლაბაძემ მოტყუებული დატოვა. როგორც ეს ხალხი ამბობს, სანამ კაშხალი შენდებოდა გელა ლაბაძე მათ ამ წლის განმავლობაში პირდებოდა ხელფასს, მაგრამ... „ერთი წელიც გავიდა, თვითონ კი აღარ გამოჩნდა და დაიკარგა. შპს „გოლა“ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორი იყო კაშხლის მშენებლობაში. იგი თავის მხრივ დაქირავებული ჰქონდა „ნიუ ენერჯის“, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო მშენებლობის ხარისხზე და მუშების შრომის ანაზღაურებაზე.

„ქართლის ხმის“ ჟურნალისტი გიორგი ედიშერაშვილი მუშებს შპს „გოლა XXI“-ს ოფისში შეხვედრაზე დასასწრებად გაჰყვა. მათი შეხვედრა თბილისში, მიცკევიჩის ქ. #25-ში მდებარე შპს „კომპასის“ ოფისში შედგა. მუშების დანახვაზე კონტრაქტორმა ფირმის წარმომადგენლებმა აგრესია ვერ დამალეს. ამის შესახებ დეტალურად ფაქტის შემსწრე ჟურნალისტი ჰყვება.

გიორგი ედიშერაშვილი:  “აუნაზღაურებელი თანხის საკითხის გასარკევად სოსო ცერვაძე და ოთარ გიუნაშვილი თბილისში შპს „გოლას“ ოფისში მივიდნენ და მის წარმომადგნლებს სთხოვეს კუთვნილი თანხის გადახდა. მათთან ერთად ვიყავი მეც და ვცდილობდი ყველაფერ იმის გადაღებას, რაც შეხვედრას ეხებოდა. ეს, როგორც ჩანს არ ესიამოვნა გოლას წარმომადგენლობას, მათ გორელი მუშები სასაუბროდ სხვა ოთახში გაიყვანეს, სადანაც ხმამაღალი ტონით ლაპარაკი გამოდიოდა, მე კი იმავე ოთახში მაიძულეს, რომ კამერაზე ასახული მასალა წამეშალა. მოგვიანებით ეს საქმე თავად გააკეთეს. „გოლას“ წარმომადგენლების თქმით, მათ არანაირი შეხება აქვთ ხსნებულ კომპანიასთნ და შესაბამისად გორიდან წამოსული მუშების მიმართ მათ  არაფერი მართებდათ. ცოტა ხანში მითხრეს, რომ ერთ-ორ თვეში ეგ მუშები ისევ მოვლენ ჩვენთან, მუხლებზე დაიჩოქებენ და სამუშაოს გვთხოვენო. ამის შემდეგ მათმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა კედელზე გაკრული წარწერაზე მიმითითა, სადაც „კომპასი“ ეწერა და მითხრა, რომ ეს იყო არა შპს „გოლა“, არამედ ჩემთვის ინტერესსმოკლბული ფირმა „კომპასი“. დავსვი კითხვა: ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი შპს „გოლასთან“, რის შემდეგაც მივიღე პასუხი, რომ ისინი უბრალოდ მეგობარი კომპანიები იყვნენ. გარკვეული პერიოდი, სანამ ვიდეომასალას წაშლიდნენ, კამერას არ მატანდნენ. დაინტერესდნენ ჩემი სტუდენტობითაც. მკითხეს, თუ სად ვსწავლობდი და ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს. იყო გარკვეული მუქარის ტონით საუბარიც. კერძოდ: სწავლის გაგრძელება არ გინდა? აზრზე ხარ, სად მოხვდი? ჩქარა, გადი აქედან, სანამ გელა შემოსულა და ასე შემდეგ. მითხრეს, რომ თუ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა მე დავადასტურებდი, რომ უკმაყოფილო მუშებმა შეცდომით მომიყვანეს“.

ჯერ კიდევ 2009 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის პრეს-ცენტრმა შემდგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს სოფელ ნიქოზში კაშხლის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში არსებული სხვადასხვა პრობლემები მაქსიმალურად გადავწყვიტოთ. მოგეხსენებათ, მორწყვის პრობლემა გლეხებისთვის ერთ-ერთი მთავარი სატკივარია. სწორედ ამიტომ წელს ჩვენ ამ პრობლემის გადასაწყვეტად 15 მილიონი ლარი გამოვყავით“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.  კაშხალი გორის რაიონს სრულად და კასპის რაიონის რამდენიმე სოფელს მოემსახურება. ამ დროისათვის, ბეტონის ჯებირის ამოყვანითი სამუშაოები 80%-ითაა შესრულებული.  კაშხალი ორ ეტაპად ჩაბარდება, პირველადი სამუშაოები, მაისისთვის დასრულდება, ხოლო ივნისის თვეში, კონსტრუქცია ექსპლუატაციაში შევა. კაშხლის ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ბაზრებისათვის დამატებით 55 სამუშაო ადგილი შეიქმნება“.

ასეთი იყო კაშხალის მშენებლობის პრეზენტაცია. „ვურეკავთ და ის ნომერი, რაც ჰქონდა, გამორთულია. თბილისშიც ვიყავით იმ მისამართზე, სადაც შპს „გოლას“ ოფისია, იქ გვითხრეს ოფისი სხვაგან გადაუტანიათ, მაგრამ არავინ იცის, სად. საერთო ნაცნობი არავინ გვყავს“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო.

ნაზიმ როსტომოვი: „შარშან, ივნისის თვე იყო, მოვიდა ეს კაცი - გელა ლაბაძე და მითხრა, დაიწყეთ  კაშხლის შენება, დაიქირავე მუშები და ფულს მე გადაგიხდიო. შევკრიბე რამოდენიმე ადამიანი ვინც აშენებაში მომეხმარებოდა. ესენი იყვნენ: ეკა გაჩეჩილაძე (ჭურჭლის მრეცხავი), გაიოზ კახნიაშვილი (ყარაული), ჯუმბერ ხაჩირაშვილი (მზარეული), ვოვა აირაპეტიანი (ჩამსხმელი) და ა.შ. თან შეგვპირდნენ ჭამისასაც ჩვენ გადაგიხდით, მაგრამ რამდენჯერმე დაგვიტოვა პურის ფული, იმის შემდეგ კი აღარაფერი მოუცია. სულ ჩვენი ფულით ვჭამდით. კაცზე უნდა მოეცათ 5 ლარი. თან  დღეში ორჯერ ხომ უნდა გვეჭამა? მძღოლებიც გვყავდნენ, რამდენ ადამიანს უნდოდა ჭამა, მაგრამ მაინც არ გვიტოვებდა ფულს. მას შემდეგ ამდენი ხანი გავიდა. დასრულდა მშენებლობა. ჩავაბარეთ ობიექტი. გვეგონა, ფულს მოგვცემდა, მაგრამ..... ერთ-ერთმა მუშამ მიაგნო ამას წინათ, ფული რომ მოსთხოვა იმან უთხრა ცოტა ხანი მაცალეო. თან ახალ სამსახურს დაგაწყებინებთ და ფულსაც გადაგიხდითო. მის შემდეგ კი აღარ გამოჩენილა, აღარავის უნახავს“.

ნოდარ ჯილავდარი-მძღოლი: „მე მძღოლად ვმუშაობდი. კასპიდან მტკვრიდან ვზიდავდით ხრეშს თედოწმინდაში. იქ ედგათ მაგათ „დრაბილკა“. გზაზეც გვაზიდინეს. კასპშიც ვიმუშავე, სამთავისშიც და გორშიც, მაგრამ არცერთგან არ გადამიხადეს. ერთხელ მომცეს გორში ფული და ისიც სულ რაღაც მცირე თანხა მის შემდეგ არაფერი მოუციათ. რეხიდან ვარ იქ ვცხოვრობ. ყოველდღე იქიდან ხომ ვერ ვივლიდი, ამიტომ მანქანაში მეძინა ხოლმე. საჭმელი თავიდან რამდენჯერმე მოგვიტანეს, მაგრამ მერე აღარ მოჰქონდათ და ჩვენ თვითონ ვჭამდით ჩვენი ფულით. 700 ლარი ერთგან აქვთ მოსაცემი. ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული და ფაქტურებიც არის. ერთხელ დავურეკე და ფული ერთ კვირაში იქნებაო ,მეორედაც ეგრე მითხრეს, მესამედაც რომ იგივე მითხრეს მე ვუთხარი, რით ვეღარ გავიდა ეგ ერთი კვირა მეთქი. ვკითხე სად არის ოფისი, მე თვითონ მოვალ თქვენთან მეთქი, მაგრამ  მითხრეს რათ გინდა ოფისი,  ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ სახლში ფულსო. იმის მერე 1 წელი გავიდა .იქიდან მშენებლობის დასრულების შემდეგ  ყველაფერი წაიღეს. თბილისში კი ოფისიც აღარ აქვთ  იმ ადგილას. ყველას უჭირდა ვინც იქ მუშაობდდა. ერთი ხაშურელი კაცი იყო  ეხვეწებოდა ცოტა ფული მაინც მომეცი ბავშვებს ჩუსტები ვუყიდოო. არ ვიცით რა ვქნათ ყველა თავს იკავებს ვინც კი ასე დაზარალდნენ. გავებით აფერისტი ხალხის მახეში. ეს არის იგივე ტრეფიკინგი“.

ჩვენ დავუკავშირდით შპს „გოლა XXI“-ს ხელმძღვანელს გელა ლაბაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას არავითარი შეხება არა აქვს მშენებელ მუშებთან, ხოლო მათ ოფისში ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტის თვითმხილველი არ არის.

ახალი ამბები